მხატვრული ფილმები

ჰაქსოს გმირი / Hacksaw Ridge (2016 / ქართულად)

ავტორი: Guji

ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებაა გადაღებული. სიუჟეტი ომის გმირ დესმონდ დოსზე გვიყვება. მის როლს ენდრიუ გარფილდი ასრულებს . ის მორწმუნე ადვენტისტია და უარს ამბობს იარაღის ტარებასა და ადამიანების მოკვლაზე რადგან თვლის რომ ეს მის რელიგიას ეწინააღმდეგება.

ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს “ნამდვილი დეტექტივის” ვარსკვლავი, ვინს ვონი, ის სერჟანტ ჰოუველის როლს ასრულებს, რომელიც ჯარისკაცებს მომავალი ბრძოლისთვის ამზადებს. იგი ცდილობს მეომრებს შიში გაუქროს როგორც ფიზიკური ვარჯიშით, ასევე – მენტალურით.

დესმონდ დოსი იყო ადამიანი, რომელმაც კონგრესის ღირსების მედალი მიიღო გამოჩენილი სიმამაცისთვის. მან ოკინავას ბრძოლის დროს 75 ადამიანი იხსნა.

About the author

Guji

Leave a Comment