მოკლე ისტორია, რომელმაც შეცვალა მქადაგებელი – რეინჰარდ ბონკე

444

ახალგაზრდობაში ერთი ისტორია გადამხდა თავს, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი ცხოვრება და მსახურება:

მე ჩრდილოეთ გერმანიაში ვქადაგებდი და ყველაფერი იდეალურად იყო.

ხალხი ანთებული ისმენდა ქადაგებას და ძალიან გახარებული ვიყავი.

მსახურების შემდეგ გასასვლელთან ვიდექი და ხალხს ხელის ჩამორთმევით ვემშვიდობებოდი.

და უცებ გავიგე სულიწმიდის ხმა, რომელმაც მითხრა:

შენს ზურგს უკან ახალგაზრდა ქალი ცდილობს, შეუმჩნევლად გავიდეს გარეთ.

მე შევტრიალდი, დავინახე ის, ხელი მოვკიდე და ვკითხე:

-მაპატიეთ, თქვენ, ალბათ, უკვე მიიღეთ იესო ქრისტე მხსნელად?

ჩემდა გასაოცრად, მას ცრემლები წამოუვიდა და მითხრა:

-არა, ჯერ არა. მე მინდა, მაგრამ არ შემიძლია. ვკითხე მას:

-და რა გიშლით ხელს იმაში, რომ დაიმკვიდროთ გადარჩენა? გადარჩენა იესო ქრისტეში.

-ახალგაზრდა მამაკაცს, ვისთან ერთადაც ვარ, სძულს იესო. მე ვუთხარი:

-ერთი წუთით, თუ მას ნამდვილად სძულს იესო, მაშინ თქვენ ის არ შეგეფერებათ.

-არა! – მითხრა მან. – მე ის მიყვარს! მე ის ისე ძლიერ მიყვარს… ისე ძლიერ…

ხელი გამაშვებინა და კარში გაუჩინარდა. ეს მოხდა საღამოს.

შემდეგ დილას, როცა სამზარეულოში ვიჯექი და ვსაუზმობდი, ჩემთან მოვიდა ნაცნობი და მითხრა:

-შენ უკვე გაიგე? გაიგე? რა უბედურებაა! რა საშინელებაა!

ვკითხე: -რა მოხდა? – და გავიგე, რომ ის გოგონა, რომელსაც ბოლოს ველაპარაკე, ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

როცა ეს მოვისმინე, საუზმე ყელში გამეჩხირა, მუხლებზე დავემხე და დავიწყე ლოცვა:

– ო, ღმერთო, გასაგებად ვქადაგებდი? სწორად მოვუწოდებდი, რომ მოენანიათ?

ღმერთმა მომისმინა და დამამშვიდა: – შვილო ჩემო, შენ ყველაფერი გააკეთე, რის გაკეთებაც შეგეძლო.

იმ დღესვე მე დავიფიცე ღმერთის წინაშე,  რომ ვიქადაგებ სახარებას ისე გულწრფელად, ისე უბრალოდ და ისე გასაგებად, რომ ბავშვისთვისაც კი ადვილად გასაგები იყოს იგი.

ჩატვირთვა...