ნიკ ვუიჩიჩი: „დაინახე მიზანი!”(ვიდეო)

176

მაშინ, როდესაც იზრდები, დადიხარ სკოლაში და ამჩნევ, რომ ხალხი დიდ ყურადღებას აქცევს შენს გარეგნობას, ის შენთვისაც მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამ დროს ჩვენ გვიჩნდება შიში და ეს მარტოდ დარჩენის შიშია. ვიცით, რომ არ ვართ საკმარისად კარგები და უნდა შევიცვალოთ. ბევრი ადამიანი მამცირებდა, მეუბნებოდნენ: „ნიკ, შენ ძალიან უცნაურად გამოიყურები და არ გყავს ნამდვილი მეგობარი; შენ არ შეგიძლია ამის გაკეთება; შენ არ შეგიძლია იმის გაკეთება…” და მე არაფრის შეცვლა არ შემეძლო.
არ არის მარტივი, უბრალოდ თქვა: „ყველაფერი რიგზეა!“
მე ვერ შევცვლი ჩემს მდგომარეობას;
შეუძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძო და ვთქვა: „ეი, შენ! მე მინდა მქონდეს ხელები და ფეხები, მომეცი!“
ეს ძალიან ძნელი იყო… რადგან ხალხი მთრგუნავდა…
და მე უბრალოდ გავაცნობიერე, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი; გავაცნობიერე, რომ მე დავმარცხდი…
მე ვერასდროს გავხდები ისეთი, როგორსაც ხალხი მიიღებს ან შეიყვარებს;
მე ვერასდროს შევძლებ ფეხბურთის მოედანზე წასვლას, როგორც სხვები; მე ვერასდროს გავატარებ მოტოციკლს… ძალიან ბევრი მსგავსი რამ იყო, რასაც უბრალოდ ვერ შევძლებდი.
ამ ყველაფერმა დეპრესიამდე და უიმედობამდე მიმიყვანა.
ვფიქრობდი, რა მიზანი უნდა მქონოდა ცხოვრებისთვის?!
უბრალოდ ვიცხოვრო იმისთვის, რომ მოვკვდე?!
ნუთუ არ არსებობს არანაირი მიზანი ჩემთვის? არ არსებობს მიზანი ცხოვრებაში?
უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მქონდა.
მე ვეკითხებოდი ჩემს მშობლებს: „რატომ მოხდა ეს ყველაფერი?“ მე იმავეს ვეკითხებოდი ექიმებსაც, მაგრამ მათ პასუხი არ ჰქონდათ.
ცხოვრებაში არსებობს რაღაც, რაც შენს ძალებს აღემატება. მას ვერ შეცვლი, უბრალოდ უნდა შეეგუო.
შეგიძლია, უბრალოდ დანებდე ან უბრალოდ გააგრძელო სვლა.
მინდა შეკითხვა დაგისვათ:
ვის დაუჯერებთ?
ირწმუნებთ საკუთარი თავის შესაძლებლობებს, თუ ირწმუნებთ იმას, რა განაჩენსაც ხალხი გამოგიტანთ?
როგორ დავაღწიე თავი დეპრესიას?
8 წლის ასაკში კონცენტრირებული ვიყავი იმაზე, რაც არ მქონდა. მე ვნატრობდი, მქონოდა ხელები და ფეხები. მე ვნატრობდი ამის კეთებაზე.
მაგრამ რის გაკეთება შემიძლია?
მე მაქვს არჩევანი:
ვიყო გაბრაზებული და გულნატკენი იმის გამო, რომ არ მაქვს ხელ-ფეხი, ან ვიყო მადლიერი იმისთვის, რაც მაქვს.
საკუთარი თავისთვის რამდენიმე კითხვის დასმა მომიწია, პირველი კითხვა იყო: „ვინ ვარ?“
მე ნიკ ვუიჩიჩი ვარ, მაგრამ ვინ არის ნიკი?
რადგან არაფერია სახარბიელო კიდურების არქონაში. მიუხედავად ყველაფრისა, მე მიყვარს ჩემი ცხოვრება,
რადგან მე ვიპოვე ჩემი მიზანი.
მაშინ, როდესაც პირველად დამინახეთ, ბევრ თქვენგანს შეგეცოდეთ.
ისევ გეცოდებით?
არა!
რატომ?
იმიტომ, რომ იცით, ვინ ვარ.
მე არ მაქვს კიდურები.
ისურვებდით ჩემთან მეგობრობას?
ცხოვრება სავსეა საოცარი თავგადასავლებით, თუ ამის შესაძლებლობას მისცემთ მას.

რედაქტორი: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...