როკ-ჯგუფი “EX-VOTO” – ს ყოფილი გიტარისტის მარკ ალენის (გოთის) დამოწმება

59

მარკ ალენი ჯგუფ EX-VOTO–ს ყოფილი გიტარისტი: მამა გარდაიცვალა, როდესაც მე 12 წლის ვიყავი, იმის გამო, რომ მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა დედამ არ მითხრა რომ ის კვდებოდა.. ხოლო მისი უეცარი გარდაცვალება ნამდვილი შოკი აღმოჩნდა ჩემთვის. მე არ მიტირია, არც არაფერი ისეთი არ მომიმოქმედებია, რაც მიმანიშნებელი იქნებოდა იმისა, რომ დეპრესიაში ვარ. მაგრამ ამ მოვლენამ უდიდესი ზეგავლენა იქონია ჩემი ცხოვრების მომავალ 25 წელზე.

12 წლიდან დავიწყე ნარკოტიკის მიღება.. ვიღებდი ყველანაირ ნარკოტიკს, მათ შორის ჰეროინსაც.

25 წლის ასაკში ჩამოყალიბებული ნარკომანი ვიყავი, რომელსაც ცხოვრების აზრი არ გააჩნდა. ჩემი მუსიკის და წამლის გარდა არაფერი მანაღვლებდა და არც არაფერი მსურდა. გოგონები ჩემთვის ნივთებივით იყვნენ,  რომლებიც მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის არსებობენ.

ცოტახანში დავიწყე მაგიურ რიტუალებში მონაწილეობის მიღება, როცა კი ამის საშუალება მეძლეოდა. ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი,რომ რაღაც ძალას ვფლობდი და რაღაც გრანდიოზული უნდა მომხდარიყო. ვგეგმავდი ვარსკვლავი გავმხდარიყავი მუსიკალურ სფეროში, მეგონა სატანა დამიცავდა და მომცემდა ძალას სისრულეში მომეყვანა ჩემი გულის სურვილი. ამისათვის სულიც კი შევთავაზე მას.

ერთ ღამეს ავიღე ფურცელი და ხელშეკრულება დავდე ეშმაკთან, ამ დროს ჰეროინისა და კოკაინის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდი. ხელშეკრულება გრძელდებოდა 7 წელიწადს და თუ ის ჩემს ოცნებას აასრულებდა, 7 წლის შემდეგ მე მას ჩემს სულს ვუბოძებდი. ხელი გავიჭერი და სისხლი ფურცელს დავაპკურე, ბეჭედის ნიშნად, შემდეგ კი დოკუმენტი საიმედო ადგილას დავმალე.

ყოველი კონცერტის წინ შევდიოდი საპირფარეშოში და წამალს ვიკეთებდი. ნარკოტიკებზე იმდენად დამოკიდებული აღმოვჩნდი რომ ვეღარც კი ვუკრავდი, რის გამოც ჩემმა ჯგუფმა დამითხოვა. ამ ფაქტმა გამანადგურა,რადგან ისინი ჩემთვის უბრალოდ ჯგუფის წევრებზე ძვირფასნი იყვნენ, ჯგუფიც ჩემი დაარსებული იყო და ყველაზე დიდი წვლილი მათ წარმატებაში მე მიმიძღვოდა. მათ კი არ დამინდეს.

მომხდარმა ჰეროინს უფრო მეტად მიმაჯაჭვა და ეს ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა. საშინლად გავხდი.. გარკვეული დროის შემდეგ კიდევ დავაფუძნე ჯგუფი The Covenant ეს იყო შანსი,რომელიც ხელიდან არ უნდა გამეშვა. ჩვენ დებიუტი უნდა შემდგარიყო Blits Club-ში და მე ამის შესახებ როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს გაზეთში წავიკითხე “ყოფილი გიტარისტს Ex-Voto–დან დებიუტი აქვს თავის ახალ ჯგუფთან ერთად.” შესანიშნავად ჟღედა,მაგრამ ეს დებიუტი არ შემდგარა. კონცერტის წინ მანქანაში ჰეროინი მივიღე და გავითიშე.

ჩემი კარიერა დასრულდა და გავხდი უსახლკარო. მომდევნო წლების მანძილზე ჩემი პოვნა შეიძლებოდა ქუჩის ბანაკებში. დღისით უსახლკაროებთან ერთად ვიყავი,ხოლო ღამით მეძინა ყველგან სადაც შემეძლო მშრალად და თბილას ვყოფილიყავი. დავეხეტებოდი წმიდა ანას ქუჩაზე. მუსიკოსის კარიერა ძალიან შორს წავიდა ჩემგან. უბრალოდ ვცდილობდი,როგორმე გადამეგორებინა ყოველი დღე და მეშოვნა ნარკოტიკი. როდესაც უსახლკარო ხარ და მიდიხარ ყველგან, ოღონდაც დაგაპურონ, შენ მოგიწევს აუცილებლად, ღმერთზე საუბრის მოსმენა. ყურს ვუგდებდი ხოლმე ქრისტეზე საუბარს და ვხვდებოდი რომ ის იყო რაღაც, რაც ძალიან მჭირდებოდა.

დავიწყე ქრისტეს პიროვნებაზე ფიქრი და ასე გასტანა კიდევ რამოდენიმე წელმა. ერთ ღამეს რაღაც მოხდა.. მე ოთხ უსახლკაროსთან ერთად რიგში ვიდექი რომ ჩემი საჭმელი მიმეღო, როდესაც მქადაგებელი მოვიდა ბიბლიით ხელში. როდესაც თვალი მომკრა, მზერა შეაჩერა და მომმართა: “შვილო მოდი აქ ერთი წუთით” მე მივედი. თვალებში მიყურებდა და მითხრა: “მე მწამს რომ ქრისტე განთავისუფლებს ნარკოტიკზე და ჰეროინზე დამოკიდებულებისაგან ამაღამ”. მან მკითხა, მწამს თუ არა, რომ ქრისტეს ძალუძს ეს, რომ ქრისტე ღმერთის ძეა. მე ვუპასუხე: “დიახ მწამს”.

საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი, ჩემივე სიტყვების გამო. მას შემდეგ რაც მამა მომიკვდა, ღმერთი მძულდა. მაგრამ ახლა ვგრძნობდი როგორ იცვლებოდა ჩემი გული და ამ ცვლილებას ღმერთი აწარმოებდა. მუხლებზე დავიჩოქე ტალახიან ქუჩაზე და ვაღიარე ჩემი რწმენა იესო ქრისტეს მიმართ და ვთხოვე მას გამხდარიყო ჩემი უფალი და მხსნელი. მე ახლაც მახსოვს მანამდე რა მარტოსულად ვგრძნობდი თავს, მაშინ როდესაც გოთიკურ სცენაზე ვიდექი, უამრავი მაყურებლის წინაშე, ჩემს ირგვლივ ასობით ადამიანი იყო, მე კი მარტო ვიყავი..

ჭეშმარიტება კი იმაშია, რომ რამდენ ადამიანთან ერთადაც არ უნდა იმყოფებოდე, მხოლოდ ქრისტეს ძალუძს შენგან მარტოობის განცდის წაღება, შენი დაკარგული და ნატკენი სულის აღორძინება, განწმედა..

მან მე განმკურნა, გამანთავისუფლა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან და როგორც იქნა მივხვდი ვინ ვიყავი, საიდან მოვდიოდი და სად მივდიოდი. სინამდვილე, ის არის რომ ღმერთის გეგმა შენზე უფრო მეტად აღმატებული და დიდებულია, ვიდრე შენ შეგიძლია ეს წარმოიდგინო. არ მისცე სატანას უფლება თვალები დაგიბრმავოს იმ ვითომ “კარგი რაღაცეებით” რაც სინამდვილეში, რაღაც საცოდავი მსგავსებაც არაა ორიგინალის.

ბიბლია ამბობს,რომ სატანის გეგმაა,მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე მთლიანად მისი განკარგულების ქვეშ ვიყავი, სანამ იესო ქრისტე არ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. თუკი სატანამ შეძლო და დანგრია ყველა ნორმალური ურთიერთობა შენს ცხოვრებაში არ გეგონოს რომ თავს დაგანებებს, მას სურს აღასრულოს თავისი მისია შენზე, მოგპაროს გადარჩენა, მოგკლას და მოგსპოს. იყავი ფხიზელი, შენი სულისათვის არის ბრძოლა, გამოიყენე სიბრძნე და აირჩიე სწორი გზა ვის გინდა ემსახურო. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიცოცხლე ან სიკვდილი. აირჩიე იესო ქრისტე – აირჩიე სიცოცხლე..! ღმერთმა დაგლოცოს.

მარკ ალენი

თარგმნა: ია კარგარეთელმა

ჩატვირთვა...