„ღმერთმა გამათავისუფლა ბულინგის შედეგებისგან” – ბულინგის მსხვერპლის ისტორია

194

რთულია, იყო ბულინგის მსხვერპლი; რთულია, ტკივილს გაყენებდნენ და გამცირებდნენ, მაგრამ ყველაზე რთული მაინც ბულინგის შედეგებთან გამკლავებაა, რადგან ის წარუშლელ დაღს ტოვებს ადამიანზე. როგორც წესი, ძალადობა ძალადობას წარმოშობს და ეს რეაქციული ჯაჭვი უსასრულოდ გრძელდება სამყაროში, თუმცა არსებობს გზა ამ ბრაზისა და აგრესიისგან თავდასაღწევად და ეს გზა მიტევებისა და რწმენის გზაა…

„…ყოველთვის ცდილობდნენ, რაღაც ევნოთ; კარადაში მკეტავდნენ ხოლმე. მინდოდა, ეს დამთავრებულიყო; ვნატრობდი, როდის გავიზრდებოდი უფრო დიდი; რადგან პატარა ვიყავი, გამუდმებით დამცინოდნენ. მახსოვს, სათამაშო მოედანზე წრეს აკეთებდნენ, მე შუაში მაგდებდნენ და სველ პირსახოცებს მირტყამდნენ, სისხლი მდიოდა და დალურჯებული ვიყავი.

ეს ყველაფერი ზურგით ვატარე. ტკივილი, ბრაზი, თვითგანადგურება და აი, რად ვიქეცი.

უდიდესი რამ, რამაც ნიუ-ჯერსიში გადამარჩინა, იყო ჩემი რწმენა…”

 

ჩატვირთვა...