„ჯოჯოხეთიდან გამოქცეული” – ყოფილი სატანისტის აღსარება

3 782

„ხელშეკრულება მქონდა ჰაიტის სულიერ მთავართან. მისი სახელია ქანდელო. ხელშეკრულება მქონდა მაიამის, აფრიკის დემონებთან. თვითონ ნიუ-იორკის დემონებთან მქონდა კონტრაქტი დადებული. კავშირი მქონდა 42-ე ქუჩის გზაჯვარედინზე არსებულ დემონურ ძალებთან. სინდისი არ გამაჩნდა. მახსოვს, ჯადო გავუკეთე ჩემს ძმას. 5 წლით ჩავსვი ციხეში. ჩემსავე სისხლსა და ხორცს გავუკეთე ჯადო…

ჯადოსნობისთვის 100 000 დოლარის ოდენობის ნივთები მქონდა შეძენილი, მაგრამ ჯადოქრობას თავი დავანებე. ყველაფერი გადავყარე, რაც სიბნელეს უკავშირდებოდა. ხალხმა ჰაიტიდან, მაიამიდან, კუბადან და ნიუ-იორკიდან ჩემი მოკვლა გადაწყვიტა, რადგან ძალიან ბევრი ვიცოდი…”

საბოლოოდ, ჯონ რამირესმა თავისი სიცოცხლე ქრისტეს მიუძღვნა, ის გახდა ნიუ-იორკის ეკლესიის, „Time Square Church”-ის წევრი. ის იყო ხუცეს დევიდ ვილკერსონის მოწაფე 2011 წელს მის გარდაცვალებამდე. ჯონი ახლა მქადაგებელია ქრისტესთვის. ის მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, ქადაგებს ქრისტეს და ააშკარავებს ეშმაკის ქმედებებს.

ჩატვირთვა...