ბეთანი ჰამილტონი – “მე ვარ მეორე” (I Am Second)

204

ბეთანი ჰამილტონი მრავალი ადამიანისთვის იქცა შთაგონების წყაროდ თავისი მიზანდასახულობის, რწმენისა და იმედის გამო.

13 წლის ასაკში ბეთანიმ მარცხენა მკლავი დაკარგა ზვიგენის თავდასხმის შედეგად.

ბეთანი ტალღებზე მოსრიალე გახლდათ და ეს ამბავი თითქოს მისი კარიერის დასასრული იყო. ზვიგენის თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ გოგონა წყალს დაუბრუნდა და ორ წელიწადში პირველი ეროვნული ტიტული მოიპოვა.

2007 წელს მან ოცნება აიხდინა და გახდა პროფესიონალი სერფერი. მისი ამბავი დაიბეჭდა გაზეთ “New York Times”-ში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა კიდეც.

ბეთანი ჰამილტონზე 2011 წელს ფილმიც გადაიღეს სახელწოდებით „სულით სერფერი“ (“SOUL SURFER”).  ლინკი: სულით სერფერი / Soul Surfer

ბეთანი მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობს; აქვს საკუთარი ფონდი „ბეთანის მეგობრები“ (“Friends of Bethany”), რომელიც ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებმაც კიდურები დაკარგეს და ასევე ახალგაზრდებზე. ისინი ამხნევებენ გულგატეხილებს და სთავაზობენ იმედს, რომ უფალ იესო ქრისტეს დახმარებით გადალახონ სასოწარკვეთილება.

ბეთანი ჰამილტონი პროფესიონალი სპორტსმენია და პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

2014 წელს მან დაწერა წიგნი, სახელწოდებით „სული და სხეული“ (“BODY AND SOUL”).

ბეთანის უახლესი პროექტია ფილმი „გოგონასავით სრიალებს ტალღებზე“ (“SURFS LIKE A GIRL”), სადაც ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სერფერ ქალად არის წარმოდგენილი, ფილმი ეკრანებზე გამოვა 2017 წლის გაზაფხულზე.

მისი უდიდესი ბედნიერება მეუღლეობა და დედობაა და ის კვლავ აგრძელებს ადამიანთა გამხნევებას და მათ შთაგონებას.

ჩატვირთვა...