ადამიანებთან ურთიერთობის ფუნდამენტური პრინციპები

443

“თქვენ ისურვებდით, უკეთესი მხრით შეგეცვალათ ადამიანი? ჩინებულია. მე შემიძლია მხოლოდ მივესალმო ამას. მაგრამ რატომ არ დავიწყოთ ეს საკუთარი თავით? თვით წმინდა ეგოისტური თვალსაზრისითაც კი ეს უფრო სასარგებლო და ნაკლებ საშიშიც იქნება.” – დეილ კარნეგი

1936 წელს გამოიცა ამერიკელი მწერლის, დეილ კარნეგის (1988-1955) წიგნი “როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე.” დღემდე ეს სახელმძღვანელო აქტუალობას არ კარგავს თავისი ღრმა შინაარსის და პრაქტიკული რჩევების გამო.

ადამიანებთან ურთიერთობის ბაზისური წესები:

1. ადამიანებთან ურთიერთობისას ნუ გამოიყენებთ კრიტიკას დიდი დოზით, ნუ განსჯით და ნუ განიკითხავთ მათ, რადგან დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს ურთიერთობების ნგრევის და თავის მართლების გარდა. ეცადეთ გაუგოთ, აპატიოთ და თავი იმ ადამიანის ადგილას წარმოიდგინოთ, ვის განსჯასაც აპირებთ.

2. წრფელად და გულუხვად დააფასეთ გარშემომყოფები, ამას გაცილებით ეფექტურად შეუძლია პიროვნების კარგისკენ შეცვლა, ვიდრე კრიტიკას. ადამიანები როლური პრინციპით მოქმედებენ, ასე რომ, მიაკუთვნეთ თქვენს გარშემომყოფებს “კარგი როლები” და ისინი თქვენი იმედის გამართლებას ეცდებიან.

3. თუ გსურთ ვინმეს რაიმე გააკეთებინოთ, ნუ მიადებთ იარაღს შუბლზე და ნუ აიძულებთ მას, მოიქცეს თქვენი ნებისამებრ, ეცადეთ აღძრათ ადამიანში ძლიერი სურვილი.

როგორ მოვიგოთ ადამიანების გული და შევიძინოთ მეგობრები:

1. გამოიჩინეთ გულწრფელი ინტერესი ადამიანებისადმი; ყურადღებით მოუსმინეთ მათ, ნაცვლად იმისა, რომ გაუჩერებლად ილაპარაკოთ. წაახალისეთ სხვები საკუთარ თავზე სასუბროდ, ამით მათ გულს ნამდვილად მოიგებთ.

2. ღიმილი – ეს მნიშვნელოვანია, რაც მოსაუბრეს თქვენს კეთილგანწყობაზე მიუთითებს;

3. გახსოვდეთ, ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო მოსასმენი საკუთარი სახელია, ამიტომ ეცადეთ, ხშირად მიმართოთ მოსაუბრეს სახელით;

4. ეცადეთ ილაპარაკოთ თანამოსაუბრისთვის საინტერესო თემაზე;

5. მოსაუბრეს გულწრფელად აგრძნობინეთ მისი პიროვნების მნიშვნელობა.

როგორ დავაჯეროთ ადამიანი საკუთარი თვალსაზრისის სისწორეში:

1. კამათში გამარჯვების საუკეთესო საშუალება მისი თავიდან აცილებაა;

2. გამოხატეთ პატივისცემა სხვათა მიმართ და კამათისას არასოდეს თქვათ: „შენ ტყუი!“

3. თუ შეცდით, აღიარეთ დაუყოვნებლივ და შთამბეჭდავად;

4. საუბარი დაიწყეთ მეგობრული განწყობით;

5. მოსაუბრეს მიეცით ხანგრძლივი საუბრის საშუალება;

6. ადამიანებს აგრძნობინეთ, რომ კარგი იდეა მათ ეკუთვნით, პატივისცემა გამოხატეთ ადამიანების იდეებისა და გადაწყვეტილებებისადმი;

7. მოვლენებს შეხედეთ მოსაუბრის თვალით;

8. იყავით გულწრფელი და გადაამოწმეთ თქვენი მოტივები კამათისას;

9. თქვენი იდეები შემოქმედებითად წარმოაჩინეთ;

10. ნუ მიაქცევთ ყურადღებას გამოწვევას და ნუ გაცხარდებით.

ლიდერს ხშირად უხდება ადამიანების პოზიციისა და ჩვევების შეცვლაზე ზრუნვა. ამისათვის ეს რჩევები წაგადგებათ:

1. საუბარი დაიწყეთ მოსაუბრის წრფელი შექებით;

2. ირიბად შეეხეთ მოსაუბრის შეცდომებს;

3. ისაუბრეთ საკუთარ შეცდომებზე, ვიდრე სხვას გააკრიტიკებთ;

4. პირდაპირი კრიტიკის ნაცვლად დასვით შეკითხვები;

5. მიეცით ადამიანს საშუალება, გადაირჩინოს ღირსება და დაიცვას საკუთარი თავი;

6. შეუქეთ მოსაუბრეს მცირე წარმატებაც, ოღონდ პირფერობას ნუ მიმართავთ, შექებისას იყავით მაქსიმალურად წრფელი და გულუხვი;

7. ხაზი გაუსვით მოსაუბრის რეპუტაციას და იგი მის გამართლებას შეეცდება;

8. წაახალისეთ ადამიანი – აგრძნობინეთ, რომ შეცდომის გამოსწორება ადვილია;

და ბოლოს, ადამიანებთან ურთიერთობის საუკეთესო წესია: “მოექცე მათ ისე, როგორც თავად გსურს, რომ მოგექცნენ…” (მათე 7:12)

დეილი კარნეგი

ამონარიდი წიგნიდან „როგორ შევიძინოთ მეგობრები და გავლენა მოვახდინოთ ადამიანებზე”

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort