დარვინის დაბადებიდან 200 წლის აღსანიშნავად: ევოლუციის უდიდესი ნაპრალები

127

ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა ცოტა ხნის წინ ჟურნალში New Scientist magazine ჩარლზ დარვინის დაბადებიდან 200 წლისთავზე. მსოფლიოს თექვსმეტ წამყვან ევოლუციონისტ ბიოლოგს სთხოვეს დაესახელებინათ ის უდიდესი ნაპრალები, რომლებიც არსებობს ევოლუციის თეორიაში. ჩანს, ეს დავალება ევოლუციისადმი რწმენის ნამდვილი გამოცდა გახლდათ, რადგან თექვსმეტი მეცნიერიდან მხოლოდ ექვსმა უპასუხა პირდაპირ ამ შეკითხვას და აღწერა ევოლუციის თეორიაში არსებული ზოგიერთი ნაპრალი, რომელნიც გადაჭრას საჭიროებს.

იმ ექვსი ბიოლოგიდან, რომელთაც მნიშვნელოვნად მიიჩნიეს კითხვაზე პასუხის გაცემა, მრავალი რამ იქნა ხსნებული, რაც შესაქმის მოდელის შესაბამისი იყო. რამდენიმე მეცნიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რთული ასახსნელია, როგორ დაიწყო სიცოცხლე თავდაპირველად, ერთ კონკრეტულ ადგილზე. მიუხედავად გაძლიერებული კონტროლის მქონე ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებული უთვალავი ექსპერიმენტისა, რომელთა დროსაც გამოიყენებოდა რთული მოწყობილობანი, აღმოჩნდა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი ძირითადი ბიომოლეკულები და ბიოლოგიური სტრუქტურები, უბრალოდ, „სპონტანურად“ არ ვითარდება.

საინტერესოა, ბიოლოგთა უმეტესობა, ხშირად, არც განიხილავს „რნმ სამყაროს“ (რიბონონუკლეინმჟავა) დაუძლეველ სირთულეთ, როგორც სიცოცხლის სავარაუდო საფუძველს. იმ მეცნიერთა შორის საერთო არსებული დამოკიდებულება, რომლებიც არაპირდაპირ არიან ჩართულნი სიცოცხლის წარმოშობის კვლევის საკითხებში, გახლავთ ის, რომ ბიოქიმიკოსიც გაუმკლავდება ამ საკითხს, ამიტომაც, ისინი ვარაუდობენ, რომ ყველაფერი კარგადაა. რასაკვირველია, არც მაკროევოლუცია (მარტივი ფორმებიდან განვითარებული რთული ცოცხალი ორგანიზმები) შეიძლება განხორციელდეს ლაბორატორიაში, ეს პატარა, მოუსვენარი დეტალი, რომელსაც, ჩვეულებრივ, არავინ აქცევს ყურადღებას. ნაცვლად ამისა, ბიოლოგები შეისწავლიან ერთ სპეციფიკურ სახეობაში არსებულ გენეტიკურ ვარიაციებს, მაგალითად, ციყვის ან ველური ყვავილის ტიპებში. შემდეგ ისინი ამტკიცებენ, რომ ამგვარ გენოფონდში აღმოჩენილი ვარიაციები ევოლუციის მყარ მტკიცებულებას წარმოადგენს. ამ კვლევით პროექტებს, ხშირად, ბიოლოგიურ საზოგადოებაში, სახეობათა წარმოშობის შესახებ შესწავლასაც უწოდებენ, რაც, ალბათ, უფრო მეტად შესაბამისია, ვიდრე იმის მტკიცება, თითქოსდა, ეს ევოლუციური კვლევა-ძიება იყოს.

ამას მივყავართ რამდენიმე ევოლუციონისტის (ორი ექვსიდან) მიერ ხსენებულ მეორე ნაპრალამდე: გეოგრაფიულმა იზოლაციამ, რომელსაც გაურკვეველი როლი გააჩნია, ახალ სახეობათა წარმოქმნაში მიიღო მონაწილეობა. მაშინ, როცა გაგება იმისა თუ, როგორ გავლენას ახდენს გეოგრაფია გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე, მნიშვნელოვანია როგორც კრეაციონიზმის, ასევე ევოლუციონისტ მეცნიერთათვის, ორგანიზმების ახალ, ძირითად სახეობათა წარმოქმნა გაცილებით უფრო დიდი პრობლემის წინაშე გვაყენებს. უმთავრესი გადასაჭრელი საკითხი გახლავთ ის, რომ არ არსებობს არავითარი მოლეკულური გენეტიკური მექანიზმი, რომელსაც ექნებოდა უნარი წარმოექმნა იმ რაოდენობისა და ხარისხის ცვლილებები, რომელთაც მაკროევოლუცია მოითხოვს. ფაქტობრივად, ერთმა მეცნიერმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, პასუხი გენომის არაკოდირებადი ნაწილების შესწავლაშია. მაინც, სწორედ გენომის კოდირებადი ნაწილებია, რომლებიც გახლავთ საფუძველი სიცოცხლისა (და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დნმ-ის არაკოდირებადი ნაწილები არ ასრულებს მნიშვნელოვან როლს გენეტიკურ სტრუქტურასა და ფუნქციებში), გენები, განსაკუთრებით, ორგანიზმის განვითარებაში იღებს მონაწილეობას.

დღესდღეობით ცნობილია, რომ გენებს საკმაოდ რთული სტრუქტურა და გამოხატულება გააჩნიათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ზე-რთულ ურთიერთგადამფარავ ქსელებში. იმისათვის, რომ მაკროევოლუციამ იმოქმედოს, საჭიროა ახალი და სასარგებლო კოდირებადი რეგიონები ბუნებისათვის ახალ მახასიათებელთა შესაქმნელად, რათა შესაძლებელი გახდეს სელექცია. პრობლემა ის გახლავთ, რომ ეს არსებითად შეუძლებელია, რადგან მრავალრიცხოვან გენთა კოორდინირებული ცვლილება − სიტყვასიტყვით, გენების ქსელები − უნდა გაჩნდეს მრავალი ევოლუციური მახასიათებლის თანადროულად, რათა შესაძლებელი გახდეს ხელსაყრელი შედეგი. ის იშვიათი, არაკოორდინირებული გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც ბუნებაში ხდება, მხოლოდ საზიანო ან ნეიტრალურია. სტატისტიკოსი სულაც არ გახლავთ საჭირო იმის დასანახად, რომ უამრავი საპირისპირო მტკიცებულება არსებობს იმ იდეის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც გენების ქსელები და მათზე დამოკიდებული ქმნილებები წარმოიქმნა მუტაციების მიერ.

რასაკვირველია, უკეთესია ვენდოთ იმას, რაც ცნობილია: ვენდოთ იმას, რომ სიცოცხლე ღმერთის მიერაა შექმნილი. მისი სიტყვა გარკვევით აცხადებს ამის შესახებ და მეცნიერებაც ცხადად უჭერს მას მხარს.

ჯეფრი პ. ტომკინსი, დოქტორი

სტატია გამოქვეყნებულია 2009 წლის 12 მარტს.

ევოლუცია: მომდევნო 200 წელი (Evolution: The next 200 years). 2009. New Scientist. 201 (2693) : 41–43.

http://www.icr.org/article/4554

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort