ევთანაზია – მკვლელობა თუ ტანჯვის შემსუბუქება?!

785

“არ კლა!” (გამოსვლის 20 : 13)

ევთანაზია(Enthanasia) ბერძნული სიტყვაა და კარგ სიკვდილს ნიშნავს. ტერმინი გულისხმობს უიმედო ავადმყოფების სიკვდილის დაჩქარებას, ტანჯვის, ტკივილის შემსუბუქებას ფსევდოჰუმანური მოტივით, ან მკვლელობას მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით ჩადენილს, მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილებისაგან გათავისუფლების მიზნით.ევთანაზიის საკითხი უკავშირდება სიცოცხლის უფლებასა და სიცოცხლის დასრულების უფლებას. მასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არსებობს.

სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა აღნიშნულ საკითხს სხვადასხვაგვარად უდგება. ქვეყანათა ერთი ჯგუფი ევთანაზიის ლეგალიზებას ახდენს, მეორე მას ჩვეულებრივ მკვლელობად განიხილავს, ხოლო მესამე ჯგუფი დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გარდა ნიდერლანდებისა და ბელგიისა, ევთანაზიის აქტი აკრძალულია. ევთანაზია აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობითაც და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5 წლამდე.

ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ევთანაზიის დაშვება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვისაც, რადგან საქმე სიცოცხლის უფლების დარღვევას ეხებოდა.სტრასბურგის სასამართლომ ევთანაზიის ფაქტი სიცოცხლის ხელყოფად აღიარა.

ე.წ. “მშვიდი სიკვდილი” მიიღწევა მედპერსონალის, ან დაინტერესებული პირის მიერ სხვადასხვა ქმედებით (მაგ.: ნარკოტიკების მაღალი დოზის ინექციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვით კვების წყაროსგან და ა.შ.), ან უმოქმედობით (დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობა). ევთანაზიის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია, ვინაიდან ის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სამედიცინო, რელიგიური თუ ეთიკური ხასიათის საკითხია. ევთანაზიის პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული სკანდინავიის ქვეყნებში, ზოგ ქვეყანაში მისი შესაძლებლობის თითოეულ შემთხვევას სასამართლო განიხილავს და გასცემს შესაბამის ნებართვას, ბევრგან იგი კანონმდებლობითაა აკრძალული, ზოგან კი საერთოდ არ არსებობს ამ საკითხის დამარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა. ევროპის ბევრი ქვეყანა ერიდება მის ლეგალიზებას, რათა არ მოხდეს ევთანაზიის ბოროტად გამოყენება.

მედიცინაში ერთმანეთისაგან განარჩევენ აქტიურ და პასიურ ევთანაზიას. აქტიური ფორმა სიკვდილის დაჩქარებას გულისხმობს, ხოლო პასიური სიცოცხლის შენარჩუნებისთვის დამხმარე თერაპიის შეწყვეტას. პასიური ევთანაზია ლეგალიზებულია. ექიმები ხშირ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ თუკი პაციენტის სიცოცხლე აპარატის გარეშე შეუძლებელია, შესაძლებელია მისი გამორთვა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ტვინი უკვე მკვდარია და ეს დასტურდება სამედიცინო კონსილიუმის გამოკვლევის შედეგით და არავითარი შანსი არ არსებობს ადამიანის გადარჩენისა, რადგნაც ხდება უკვე არა პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ სიკვდილის გაჭიანურება. რაც შეეხება აქტიურ ევთანაზიას, იგი ხორციელდება სასიკვდილო ინექციის შეყვანით, პირის დაჟინებული თხოვნისას.

საქართველოში პასიური ევთანაზია დაშვებულია. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წერილობით გამოხატოს ნება უგონო მდგომარებაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო სიცოცხლის შესანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ჩატარების შესახებ, თუ ეს გარემოებები გამოწვეულია დაავადების ტერმინალური სტადიით . რაც შეეხება აქტიურ ევთანაზიას, იგი პრივილეგირებულ დანაშაულთა ჯგუფს მიეკუთნება და დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემობად არის აღიარებული. იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით ( მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით) აუცილებელია არსებობდეს რამდენიმე პირობა :

1) მსხვერპლის მოთოხვნა უნდა იყოს მრავალჯერ გამოხატული, იგი დაჟინებით უნდა ”ითხოვდეს სიკვდილს”, ეს უნდა იყოს მისი ნება, მოთხოვნის დროს იგი უნდა იმყოფებოდეს საღ ჭკუაზე და შეეძლოს გადაწყვეტილების ნათელი გონებით მიღება.

2) ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მხოლოდ მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით.

ევთანაზიას უამრავ მოწინააღმდეგასთან ერთად, ბევრი მომხრეც ჰყავს.ზოგიერთი ამბობს, თუკი ადამინს აქვს სიცოცხლის უფლება, რატომ ვაკისრებთ მას სიცოცხლის ვალდებულებას და რატომ არ უნდა ქონდეს მას სიკვდილის უფლება?… რა იქნებოდა აქტიური ევთანაზია, რომ ლეგალიზებული ყოფილიყო ბევრ ქვეყანაში? ხომ არ მოხდებოდა უამრავი მკვლელობა, რომლის საფუძველი მხოლოდ არასწორი დიაგნოზი იქნებოდა (და ასეთი ბევრია), ხომ არ ვინანებდით ჩადენილს, როცა რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგებდით, რომ მედიცინა კვლავ წინ მიიწევს და ამარცხებს ისეთ დაავადებებს, რომლებიც განუკურნებელი გვეგონა?! ხომ არ გარდაიქმნებოდა სამედიცინო სისტემა, მათზე მინდობილი პაციენტების მკვლელ სისტემად და ექიმები- ჯალათებად?! ხომ არ გახდება ევთანაზია “იოლი” გამოსავალი და ხომ არ გამოიწვევს მისი ლეგალიზება განუკურნებელი სენის განსაკურნავად ახალი გზების ძიების შეჩერებას? ვინ დააზღვევს ადამიანებს, რომ ლეგალიზებული ევთანაზია არ იქნება ბოროტად გამოყენებული ვინმეს მისამართით(იქნება ეს ანგარების თუ შურისძიების მიზნით, მძიმე ავადმყოფის მოვლის სურვილის არქონით, ეკონომიკური საბაბით, თუ მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული). ხომ არ იქნება იგი გამოყენებული, არასრულფასოვანი ბავშვების მოკვდინების მიზეზად?! საფუძველი ხომ არ ჩაეყრება ადამიანთა სელექციას, რომლის საპილოტო ვარიანტი ჰიტლერმა უკვე გამისცადა ასეთ ბავშვებზე, როცა იგი საუკეთესო რასის ჩამოყალიბების იდეით იყო შეპყრობილი, ხოლო ევთანაზიას იგი “წარმატებით” იყენებდა ე.წ. “საზოგადოებრივი ტვირთის” მოცილებაში. ევთანაზიის პირველსახეს და ჰიტლერისეულ სელექციურ გეგმას ვხვდებით შორეულ წარსულშიც, სპარტას კულტურაში, სადაც ახალდაბადებულ ბავშვს თოვლში აგდებდნენ და მის გამძლეობას სცდიდნენ. სპარტაში სიცოცხლის უფლება მხოლოდ სრულფასოვან ადამიანებს ჰქონდათ, დანარჩენებს კი კლდეზე ჩეხავდნენ. ჰიტლერის შემდეგ ევთანაზია, ახალი შედარებით “ჰუმანურად” ფორმირებული იდეით დაბრუნდა დღის წესრიგში :”უნდა იყოს თუ არა ლეგალიზებული ნებაყოფლობითი აქტიური ევთანაზია, როგორც უფლება ღირსეული სიკვდილისა?” იქნებ, ევთანაზიის მსურველები მძიმე სულიერ მდგომარეობაში იღებენ ამ გადაწყვეტილებას. მაშინ, როდესაც სინამდვილეში მათ სურთ ნუგეში და იმის შეხსენება, რომ ჯერ კიდევ საჭირონი არიან. იქნებ მათ სჭირდებათ გამხნევება და არა დათანხმება

თვითმკვლელობაზე, ფსევდოჰუმანური იდეით. არავის აქვს უფლება,ღმერთის მიცემული სიცოცხლე წაართვას სხვა ადამიანს, არანაირი საბაბით, იქნება ეს შეცოდება თუ კეთილი სურვილები. ღმერთმა თქვა : არ კლა! მას არ უთქვამს: მოკალი თუ….ნებაყოფლობითი ევთანაზია თვითმკვლელობაა, მასზე დათანხმება თვითმკვლელობის ხელშეწყობაა, ხოლო განხორციელება მკვლელობა. ეს ის საკითხია, რომელზეც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიფიქროთ და სიცოცხლის მოსპობაზე თანხმობის ნაცვლად, ვიბრძოლოთ თუნდაც ადამიანის ბოლო დღეების შემსუბუქებასა და გალამაზებაზე. მიუხედავად უამრავი ტკივილისა, ხომ სიცოცხლე ასეთი მშვენიერია, თუნდაც კიდევ ერთი მომდევნო წუთი…რადგან ჯერ კიდევ ხარ…და სანამ ხარ უნდა იბრძოლო!

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort