კონფორმიზმი ქრისტიანობაში

248

..მე მაოცებს ლიბერალური და კონსერვატული დამოკიდებულებები ქრისტიანობაში. მე ვიცი ვიწრო გზა ორ უკიდეროსაბას შორის, ოქროს შუალედი, რომლის პოვნა ასე უჭირს კაცობრიობას. ეს გზა იმდენად ვიწროა, რომ შეუძლებელია უკან მობრუნება, მარცხნივ ან მარჯვნივ ნაბიჯის გადადგმა კი რომელიმე უკიდურესობაში აღმოჩენას ნიშნავს. ხშირად მიფიქრია, რატომ ვირჩევთ ადამიანები უკიდურესობებს, იმიტომ ხომ არა, რომ გვაქვს მოთხოვნილება ყველაფერი ექვემდებარებოდეს ლოგიკას, იჯდეს გარკვეულ ჩარჩოში და მიმართულებიდან გამომდინარე წინასწარ ვიცოდეთ, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს რაიმე მოვლენის მიმართ…

ეს, ალბათ, უფრო ადვილია ვიდრე ის, გამუდმებით დაეკითხო ღმერთს, რა რეაგირება უნდა გქონდეს ამა თუ იმ სიტუაციაში ; უფრო ძნელია თავი იოანესავით ქრისტეს მკერდზე გედოს და გრძნობდე მის გულისცემას… ადამიანებს გვაქვს მოთხოვნილება მივეკუთვნებოდეთ რაიმე, კონკრეტულ ჯგუფს და ამას კონფორმულობა ჰქვია.

არისტოტელემ თქვა, რომ ადამიანი არის საზოგადოებრივი ცხოველი და ადამიანის არსი მის სოციალურობაშია. მრავალი ასეული წელია ფილოსოფოსები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა რელიგიის ლიდერები და სხვანი მიუთითებენ ადამიანების ჯოგურობაზე ანუ ადამიანის ტენდენციაზე იყოს სხვა ადამიანებთან, მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ ჯგუფს. ამ ტენდენციას სოციალური ფსიქოლოგია ხსნის ინსტინქტებით, თანდაყოლილი დეტერმინანტებით, დასწავლით-სოციალიზაციით, სპეციფიკური მიზეზებით, მაგალითად, როგორიცაა შიში.

ადამიანის სოციალურობა აღმოჩნდა, იმას ნიშნავს, რომ ადამიანი სხვისგან ზეგავლენის მიმღებია. სოციალური ზეგავლენის სახეა კონფორმიზმი. ლათინურად „conformis“ ერთგვარს, მსგავს, შეთანხმებულს ნიშნავს. კონფორმულობა სოციალური ქცევის ტიპია, რომელსაც მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და არსებული წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების შემგუებლობა, საკუთარი პოზიციის უქონლობა, ნებისმიერი პატერნისა თუ სტერეორიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება ახასიათებს.

პოლიტიკაში გულისხმობს შემგუებლობას არსებულ რეჟიმთან, გაბატონებულ შეხედულებებთან პასიურ შეგუებას; ადამიანი არაპრინციპულად მიჰყვება ნებისმიერ, ძალით თავსმოხვეულ შეხედულებებს.

თუ რატომ ვხდებით კონფორმულები, ამას თავისი მიზეზები აქვს.ერთ- ერთი ისიცაა,რომ ავირიდოთ დაცინვა და უარყოფა, მივიღოთ ჯილდო, ვიყოთ მიღებულები და ბევრი სხვა. კონფორმულობას აქვს დადებითი (ჯგუფურობა,გუნდურობა,ერთობა) და უარყოფითი ( ინდივიდუალური პასუხისმგებლობის არიდება და ჯგუფზე გადაბარება,რაც ხდებოდა უამრავ სადისტურ რეჟიმში:ჯარისკაცები უყოყმანოდ ხოცავდნენ ათასობით ადამიანს და თვლიდნენ რომ პასუხისმგებლობა რეჟიმზე მოდიოდა; ასევე კარგისა და ცუდის, უმრავლესობის შეხედულებებისამებრ დაყოფა და ა.შ.) მხარეები.

ჩვენი სტატიის მიზანი კონფორმულობის ვრცელი განმარტება არ გახლავთ, ეს მოკლე ექსკურსია დღევენდელობის უკეთ შესაფასებლად. ყველა ჯგუფი, რომელიც გარკვეული ტიპის ადამიანებს უყრის თავს, კონფორმულია, იქნება ეს რაიმე ტიპის სამსახური, კორპორაცია, სასწავლებელი…თუ ეკლესია. აი, აქ კი ძალიან საინტერესოა კონფორმულობის განცდა. თავისთავად კონფორმულ ჯგუფს ახასიათებს დახურულობა ახალი წევრებისადმი, ის ვერ იჩენს ღიაობას მანამდე, სანამ პოტენციური წევრი არ გაივლის უამრავ ლაკმუსის ტესტს და არ დაამტკიცებს,რომ ის ღირსია იმსახურებდეს წევრობას. ამიტომ ვახსენე დასაწყისში ლიბერალები და კონსერვატორები, ეს ორი ჯგუფი ძლიერი, კონფორმული ჯგუფია მსოფლიოში და მე ვფიქრობ, ქრისტიანობაში მათი არსებობა თავისთავად უგულებელყოფს ქრისტიანობის არსს; რადგანაც გაუმართლებელია ლიბერალი იყო ცოდვასთან მიმართებაში, ან კონსერვატორული დამოკიდებულება გქონდეს ცოდვილთან. დღეს, მსოფლიოში ვხედავთ ტენდენციას რომ ეკლესიები ხშირად ემსგავსებიან დახურულ, კონფორმულ ჯგუფს, რაც შეიძლება ერთ-ერთი  მიზეზი იყოს იმისა, თუ რატომ იგვიანებს გამოღვიძება.

სახარებაში ჩვენ ვხედავ ქრისტეს, რომელმაც სრულიად ახალი მოძღვრება ჩამოაყალიბა, რომელიც თავისუფალია რელიგიური ჩარჩოსგან და შეიძლება ითქვას, რომ  ქრისტიანობა – ეს რელიგია არ არის. მან ჩამოაყალიბა, ახალი კონფორმული ჯგუფი (ეკლესია), რომელიც არ არის დახურული უბრალო მოკვდავთათვის, არამედ ღიაა, ისეთი ხალხისთვის, ვინც მიუღებელია საზოგადოებისთვის, ვინც გარიყულია,  არარაობა….

და ქრისტიანობა არ სრულდება ამით, რომ იღებს თავის წიაღში ცოდვილებს, არამედ იმით, რომ გარდაქმნის მათ ახალ ქმნილებებად. ამით განსხვავდება რელიგია რწმენისგან, რადგან ერთი გეუბნება- გახდი ისეთი, როგორიც მე ვარ და მიგიღებ! (ამ შემთხვევაში ადამიანები იწყებენ რიტუალების შესრულებას, რადგან არ არის შინაგანი ცვლილება), მეორე კი ამბობს : მოდით , ჩემთან ყოველნო ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ (და ამის მერე ის გეხმარება განახორციელო ცვლილებები).

ამიტომაც იყო,რომ ქრისტეს შეფასებები ადამიანთათვის ალოგიკურად  ჩანდა, რადგან ის არ ექვემდებარებოდა ყოველთვის გარკვეულ ნორმებს. მისი ხედვა იყო თავისუფალი და ის არ  განიხილავდა ერთ კონკრეტულ მოვლენას, როგორც ცალკეულს (მაგ.: ქვრივის მიერ 2 ლეპტის შეწირვა), არამედ ის ხედავდა ადამიანს წარსულთან ერთად, თუ რა მიუღია მას, რაც უნდა გასცეს, ის ხედავდა ქმედებების მიღმა……..

ეკლესია, ნამდვილად კონფორმული ჯგუფია,რომელიც აერთიანებს განსხვავებული მსოფლმხედველობის, აღზრდის, კულტურის, ეთნოსის, ჩაცმის სტილის, განათლების და ა. შ. ადამიანებს (და არა მსგავსებს,როგორც კლასიკური კონფორმული ჯგუფი), მაგრამ ყველა ერთად დავფიქრდეთ, რამდენად ვართ ღია  ცოდვილთა მისაღებად ?!…..

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort