რა არის ლიბერალური ქრისტიანული თეოლოგია?

257

ლიბერალურ ქრისტიანულ სწავლებაში, რომელიც საერთო ჯამში ქრისტიანული არაა, ადამიანური მოსაზრება ხაზგასმულია და განხილულია როგორც საბოლოო ავტორიტეტი.

ლიბერალი თეოლოგები ცდილობენ ქრისტიანობა მოარგონ სეკულარულ მეცნიერებას და თანამედროვე აზროვნებას. ამგვარი ქმედებით, ისინი მეცნიერებას უყურებენ როგორც ყველაფრის მცოდნეს და ბიბლიას როგორც ზღაპრების და სიყალბის კრებულს. დაბადების პირველი თავები დაყვანილია პოეზიის ან ფანტაზიის დონემდე, შეიცავს ინფორმაციას, მაგრამ არ უნდა იქნას გაგებული პირდაპირ (მიუხედავად იმისა რომ იესო საუბრობს დაბადების პირველი თავების პირდაპირ მნიშვნელობაზე). არაა დანახული კაცობრიობის ტოტალური დაცემა და აქედან გამომდინარე ლიბერალ თეოლოგებს კაცობრიობის მომავლის ოპტიმისტური ხედვა აქვთ. ასევე ხაზგასმულია სოციალური სახარება, ამავდროულად დაცემული ადამიანის მიერ მათი შესრულება უარყოფილია. საქმე უკვე აღარ მდგომარეობს იმაში არის თუ არა ადამიანი დახსნილი თავისი ცოდვებისაგან და არის თუ არა მისი სასჯელი ჯოჯოხეთი; მთავარი არის ის თუ როგორ ეპყრობა ადამიანი სხვა ადამიანს. ადამიანის „სიყვარული“ ხდება განმსაზღვრელი საკითხი; ლიბერალი თეოლოგების ამ „მოსაზრებების“ შედეგი არის შემდეგი დოქტრინები რომელიც ისწავლება ლიბერალი ვითომ ქრისტიანი თეოლოგების მიერ:

1) ბიბლია არ არის „ღვთისაგან შთაბერილი“ და აქვს შეცდომები. ამ სწავლების გამო ლიბერალმა თეოლოგებმა უნდა დაადგინონ რომელი სწავლებებია სწორი და რომელი არა. რწმენა, რომ ბიბლია არის ღმერთისაგან „შთაგონებული“ (ამ სიტყვის ორიგინალისეული მნიშვნელობით) ასოცირებულია გულუბრყვილობასთან. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება 2 ტიმოთეს 3:16-17-ს: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, აღსაზრდელად სამართლიანობაში.“

2) ქრისტეს ქალწულისაგან დაბადება მიჩნეულია მითოლოგიურ ცრუ სწავლებად. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ესაიას 7:14-ს და ლუკას მე-2 თავს.

3) იესო არ აღმდგარა სამარიდან სხეულებრივად. ეს არამარტო ოთხ სახარებაში მოთხრობილ აღდგომის ისტორიას და არამედ მთლიანად ახალ აღთქმას ეწინააღმდეგება.

4) იესო იყო კარგი მორალური მასწავლებელი, მაგრამ მისმა მიმდევრებმა შეცვალეს მისი ცხოვრების ისტორია (არ არსებობდა „ზებუნებრივი“ სასწაულები), სახარებების მეშვეობით რომლებიც დაიწერა უამრავი წლის შემდეგ და  მიაწერენ პირველ მოწაფეებს რათა თავიაანთ სწავლებებს მეტი წონა შესძინონ. ეს ეწინააღმდეგება 2 ტიმოთეს აზრს და წმინდა წერილის საიმედოობას.

5) ჯოჯოხეთი არაა რეალური. ქრისტესთან რწმენის მეშვეობით ურთიერთობის გარეშე ადამიანი არაა დაღუპული ცოდვის გამო და არაა განწირული მომავალი სამსჯავროსათვის. ადამიანს თვითონ ძალუძს დაეხმაროს თავის თავს; ქრისტეს მსხვერპლი და სიკვდილი საჭირო არაა, რადგანაც ღმერთი რომელიც სიყვარულია ადამიანებს არ გაგზავნიდა ისეთ ადგილას როგორიც ჯოჯოხეთია და რადგანაც ადამიანი არ იბადება ცოდვაში. ეს თვითონ იესოს ეწინააღმდეგება, რომელმაც განაცხადა რომ იგი არის ღმერთთან მისასვლელი გზა, მისი გამომსყიდველი სიკვდილის მეშვეობით (იოანეს 14:6).

6) ბიბლიის უმეტესი ავტორები არ არიან ისინი ვიდაც ტრადიციულად მიჩნეულნი იყვნენ. მაგალითად, მათ სჯერათ რომ მოსეს არ დაუწერია ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი. დანიელის წიგნს ორი ავტორი ჰყავს, რადგანაც სხვანაირად არაა შესაძლებელი რომ შემდეგი თავების დეტალური „წინასწარმეტყველებები“ წინასწარ ყოფილიყო ცნობილი. ისინი დაწერილი უნდა ყოფილიყო ფაქტის შემდეგ. იგივე მიდგომაა ახალი აღთქმის წიგნებთან. ეს მოსაზრებები ეწინააღმდეგება არამხოლოდ წერილებს არამედ ისტორიულ დოუკუმენტებს რომლებიც ადასტურებენ ყველა იმ პიროვნების არსებობას რომელთაც ლიბერალები უარყოფენ.

7) ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ადამიანი უნდა აკეთებდეს არის მოყვასის „სიყვარული“. ის თუ რა არის მოსაწონი, არის არა ის რასაც ბიბლია ამბობს რომ კარგია, არამედის რასაც ლიბერალი თეოლოგები ამბობენ რომ კარგია. ეს უარყოფს სწავლებას კაცობრიობის დაცემის შესახებ, რომელიც ამბობს რომ ადამიანს არ ძალუძს რაიმე მოსაწონის გაკეთება (იერემია 17:9) სანამ იგი არ იქნება ქრისტეს მიერ გამოსყიდული და მიიღებს ახალ ბუნებას (2 კორინთელთა 5:17).

წერილში არის უამრავი ადგილები მათ შესახებ ვინც უარყოფს ქრისტეს ღვთიურობას ( 2პეტრე 2:1) – რასაც ლიბერალი ქრისტიანები აკეთებენ. წერილი ასევე გმობს მათ ვინც იქადაგებს იმისაგან განსხვავებულ სახარებას რომელიც ნაქადაგები იქნა მოციქულთა მიერ (გალატელთა 1:8) – რასაც ლიბერალი თეოლოგები ქრისტეს გამომსყიდველი სიკვდილის და მის ნაცვლად სოციალური სახარების ქადაგებით აკეთებენ. ბიბლია გმობს მათ ვინც კეთილს ბოროტს უწოდებს და ბოროტს კეთილს (ესაია 5:20) – რასაც ზოგიერთი ლიბერალური ეკლესიები ჰომოსექსულიზმის, როგორც ალტერნატიული ცხოვრების წესის შეწყნარებით აკეთებენ, მაშინ როდესაც ბიბლია არაერთხელ გმობს მას.

წერილი ლაპარაკობს მათ წინააღმდეგ ვინც გასძახის „მშვიდობა, მშვიდობა“ მაშინ როდესაც არაა მშვიდობა (იერემია 6:14) – რასაც ლიბერალი თეოლოგები აკეთებენ, როდესაც ამბობენ რომ ადამიანს ძალუძს მშვიდობა ჰქონდეს ღმერთთან ქრისტეს ჯვარცმის მსხვერპლის გარეშე და რომ ადამიანი არ უნდა წუხდეს მომავალი ღმერთის სამსჯავროს გამო. უფლის სიტყვა ამბობს რომ მოვა დრო როდესაც ადამიანებს ღვთისმოსაობის სახეს დაიჭერენ, მაგრამ მის ძალას უარყოფენ (2 ტიმოთე 3:5) – რასაც ლიბერალური თეოლოგია აკეთებს, როდესაც ამბობს, რომ ადამიანის შინაგანში არის სიკეთე ისე რომ არ საჭიროებს ხელახლა შობას სულიწმიდის მიერ იესო ქრისტეს რწმენით. სიტყვა ლაპარაკობს მათ წინააღმდეგ ვინც ემსახურება კერპებს ჭეშმარიტი ღმერთის ნაცვლად (1ნეშტთა 16:26) – რასაც ლიბერალი ქრისტიანები აკეთებენ ყალბი, თავიანთი მოსაწონი ღმერთის შექმნით, ბიბლიაში აღწერილი ღმერთის თაყვანისცემის ნაცვლად.

წყარო

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort