რა არის სინამდვილეში მარხვა?

788

იმის გამო, რომ უამრავი არასწორი წარმოდგენა არსებობს მარხვის შესახებ, თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, რა არ არის ბიბლიური მარხვა.

მარხვა უბრალოდ საკვებისგან, გარკვეული დროით, თავშეკავებას არ გულისხმობს.

ასეთ შემთხვევაში ეს უბრალო დიეტაა, შესაძლოა, შიმშილიც კი იყოს და არა მარხვა. მარხვას მხოლოდ ფანატიკოსები და გამოქვაბულებში მცხოვრები რელიგიური ბერები როდი იცავენ, ან მხოლოდ წმინდანები და განსაკუთრებული ადამიანები.

ბიბლიური მარხვა გახლავთ საკვებისგან თავის შეკავება სულიერი მიზნების გამო

მარხვა მუდამ იყო ღმერთთან ურთიერთობის განუყრელი ნაწილი. 34-ე ფსალმუნში ჩანს, თუ როგორ აძლიერებს და აახლოებს მარხვა უფალთან დავითს.

ეგრეთ წოდებულ ნეტარებათა მეშვეობით, განსაკუთრებით მათეს სახარების მე-6 თავში, იესო გვიჩვენებს მოდელს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ უფლის შვილებმა.

ეს მოდელი მოიცავს ქრისტიანის სამ ვალდებულებას: წყალობას, ლოცვასა და მარხვას. იესომ თქვა: „როცა მოწყალებას გასცემთ…“, „როცა ლოცულობთ…“, „როცა მარხულობთ…“. ის გვიჩვენებს, რომ მარხვა, ისევე, როგორც წყალობა და ლოცვა, ქრისტიანის ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. მარხვას ისეთივე ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც ლოცვას და წყალობას.

მაშინ, როდესაც საკვებზე გარკვეული დროით უარს ამბობ, შენი სული თავისუფლდება ამქვეყნიური ამაოებისგან და უკიდურესად მგრძნობიარე ხდება უფლის ხმის მიმართ. ძალიან მალე იგებ, რომ მარხვა არის სიძლიერის საიდუმლო წყარო, რომელსაც უამრავი ადამიანი ყურადღებასაც არ აქცევს.

მარხვა აუცილებელია თითოეული ადამიანისთვის

შესაძლოა, ფიქრობ: „ჯერ კიდევ არ ვიცი, ნამდვილად აუცილებელია ჩემთვის მარხვა?“ იესოს სიტყვების თანახმად, მარხვა არის მისი თითოეული მოწაფის და მორწმუნის ვალდებულება. მაშინ, როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს იესოს, თუ რატომ არ მარხულობდნენ მისი მოწაფეები, მან მიუგო: „… განა შეიძლება აიძულო მექორწილენი იმარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.“ (ლუკა 5:34-35).

იესო მოელოდა, რომ მისი მოწაფეები გააკეთებდნენ იმას, რასაც თავად აკეთებდა. იესო მარხულობდა და პეტრეს სიტყვების თანახმად, ის ყველაფერში მაგალითია ჩვენთვის. (იხ. 1 პეტრ. 2:21).

„მოწაფე მასწავლებელზე მეტი არაა, ხოლო ყველა, ვინც სრულყოფილად განიწვრთნა, ისეთივე იქნება, როგორიც მისი მასწავლებელია.“ (ლუკა 6:40).

მათეს სახარების მე-6 თავში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება − ღმერთს უყვარს დაჯილდოება. მან თქვა, რომ როდესაც წყალობა, ლოცვა და მარხვა გახდება შენი ცხოვრების ნაწილი, იგი „მოგაგებს ხილულად”.

მარხვის გასაოცარი შედეგები

მარხვის მეშვეობით შენს ცხოვრებაში შეიძლება მოვიდეს ჯანმრთელობა და სხეულის განკურნება; ასევე, ფინანსური კეთილდღეობა და ღვთის კურთხევა.

იმ შემთხვევაში, თუ გსურს ღმერთთან დაახლოება ან სულიერი წინსვლა, გახსოვდეს, რომ არაფერი იქნება შენთვის შეუძლებელი.

მარხვა ნამდვილად სიძლიერის საიდუმლო წყაროა.

წყარო: http://bogoblog.ru/

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort