რეფორმაცია და მისი 5 Sola

0

მარტინ ლუთერი გახლდათ ის ადამიანი, რომელმაც წამოიწყო რეფორმაციის ტალღა იმით, რომ თავისი 95 თეზისი მიალურსმა ვიტენბერგის სასახლის კარის ეკლესიაზე. ამ დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო 95 შეცდომა, რომელიც მან აღმოაჩინა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის სწავლებაში.

1. Sola Scriptura! (მხოლოდ წმინდა წერილი)

„მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.“ (2 ტიმოთე 3:16)

ბიბლია ღვთივსულიერი სიტყვაა უფლისა, საიდანაც უნდა ვიგებდეთ ყველაფერს, რაც უნდა ვიცოდეთ ღვთის სურვილის თანახმად. ამ სიტყვიდან ჩვენ ვგებულობთ ჩვენი ცოდვის შესახებ; ვგებულობთ იმას, რომ გვჭირდება ხსნა. ძველი აღთქმის კითხვისას შევიტყობთ, რაოდენ ერთგულია ღმერთია, რაოდენ მოწყალე, ხოლო ახალი აღთქმიდან ვგებულობთ, რომ ღმერთმა წარმოგზავნა თავისი ძე თავის აღთქმათა აღსასრულებლად.

2. Sola Fide! (მხოლოდ რწმენით)

„ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის საჩუქარია“ (ეფესელთა 2:8-9).

ქრისტე ჩვენი კი არა, ღმერთის არჩევანია, რომელმაც გამოგზავნა სულიწმიდა. ის რწმენას აღვივებს ჩვენში სახარების მოსმენისას, ამ რწმენას კი ქრისტესკენ მივყავართ. ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო გვიჭირს ვაღიაროთ ის, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია პატიებისა და საუკუნო სიცოცხლის მისაღებად. საუკუნო სიცოცხლის იმედი მხოლოდ ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის წყალობით გვაქვს.

3. Sola Gratia! (მხოლოდ მადლით)

„ხოლო, როცა გაცხადდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სახიერება და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,  რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, რათა, მისი მადლით გამართლებულები, გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს.” (ტიტე 3:4-7)

 კიდევ და კიდევ, ჩვენ დახსნილნი ვართ ღვთის მადლით. ჩვენ არ ძალგვიძს კეთილი საქმეების კეთებით დავიმსახუროთ ან გამოვიმუშავოთ საშვი ზეცაში მოსახვედრად. სინამდვილეში, ჩვენში არაფერია კარგი იესო ქრისტეს გარეშე.

4. Solus Christus! (მხოლოდ ქრისტე)

ეუბნება მას იესო: “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.“ (იოანე 14:6)

მხოლოდ იმიტომ, რომ იესო დედამიწაზე მოვიდა და იცხოვრა იდეალური ცხოვრებით ჩვენ შორის, იტანჯა და მოკვდა გოლგოთის ჯვარზე, აღსდგა მკვდრეთით მესამე დღეს, გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ პატიება და შემდეგ ჩვენ წინაშე გაიღება სასუფევლის კარიბჭე!

5. Soli Deo Gloria! (მხოლოდ ღმერთს დიდება)

„რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ.“ (რომაელთა 11:36)

 ეს სიტყვები პავლემ დაწერა და ისინი განხორციელებაა იმისა, რაზეც მიგვითითებს ეს ხუთი „მხოლოდ“. ყველაფერი, რასაც ვხედავთ, მხოლოდ ღმერთისგან მოდის და მას უნდა მივაგოთ საკადრისი პატივი იმისათვის, რასაც აკეთებს. მხოლოდ ის გვაძლევს გამოსავალს ჩვენი ცოდვებიდან. ჩვენ ამას ჩვენი ძალისხმევით ვერასოდეს შევძლებთ.

ამ ხუთ „მხოლოდს“ დღეს მრავალი ქრისტიანი აღიარებს. უფალმა მარტინ ლუთერი იმისათვის მოამზადა, რომ მას მტკიცედ დაეცვა ის ჭეშმარიტებანი, რომელნიც მას გაუცხადდა წმინდა წერილის მეშვეობით. ფაქტობრივად, როდესაც ლუთერის განკვეთას აპირებდნენ ეკლესიიდან და მას თავის თეზისების უარყოფა მოსთხოვეს, მან ასე უპასუხა:

„ჩემი სინდისი ღვთის სიტყვითაა შეკრული. არ შემიძლია და არც მსურს რაიმეს უარყოფა, რამეთუ სინდისის საწინააღმდეგოდ მოქცევა არც კარგია და არც უსაფრთხო. ამაზე ვდგავარ და სხვანაირად არ შემიძლია. დაე, ღმერთი იყოს ჩემი შემწე. ამინ.”

წყარო

  • 30
    Shares