როგორ დავძლიოთ რისხვა მაშინ, როდესაც თავის მოთოკვა ძალიან რთულია

353

მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც არასოდეს რისხდება. მორწმუნეებიც კი, რომლებმაც იციან ღმერთის სიყვარულისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ ადამიანებს, ხანდახან ცვივდებიან ისეთ სიტუაციაში, როდესაც რთულია, შეიკავო ემოციები.

თანამედროვე მეცნიერება და „ხალხური“ სიბრძნე ამბობს, რომ “მავნებელია ყველაფრის საკუთარ თავში დატოვება“  და ასევე, ადამიანი რისხვის დროს იმას ლაპარაკობს, რასაც სინამდვილეში არ გულისხმობს, რაც სრულიად ნორმალური რეაქციაა. მაგრამ ასეა სინამდვილეში? როგორ მოვიქცეთ სწორად, როცა რისხვით ვართ შეპყრობილნი? ნორმალურია, გამოვხატოთ რისხვა, რათა უკეთ გავხდეთ?

ჩვენს ცხოვრებაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როგორიცაა ურთიერთობა.  ურთიერთობა ღმერთთან და ადამიანებთან არის გადამწყვეტი ფაქტორი ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრებისთვის. უარყოფითმა ემოციებმა, მათ შორის რისხვამ, შეიძლება დააზარალოს ჯანსაღი ურთიერთობა გარშემომყოფებთან. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი, იცოდე, როგორ აკონტროლო თავი სიტუაციებში, როდესაც რისხვა გჯაბნის; როგორ გადავლახოთ კონფლიქტები, რომლებმაც შეიძლება ბზარი გააჩინოს ურთიერთობებში, ან დაანგრიოს კიდეც.

ღმერთი თავის სიტყვაში, ბიბლიაში, ბევრს ლაპარაკობს რისხვაზე და იმაზე, თუ როგორ მოვიქცეთ ბრძნულად სიტუაციებში, რომლებიც რისხვას იწვევენ. ეს ფასდაუდებელი რჩევები და პრინციპები წმინდა წერილიდან, არის საფუძველი ჯანსაღი ურთიერთობისთვის და ბრძნული გადაწყვეტილება კრიზისულ სიტუაციებში.

ბიბლიაში დაწერილია:

”უგუნური მყისვე ავლენს თავის გაბრაზებას, გონიერი კი არ იმჩნევს წყენას.“ (იგავების 12:16)

ასე რომ, გონიერ ადამიანს შეუძლია შეიკავოს რისხვა და ცდილობს გააკეთოს ეს მაშინაც კი, როდესაც რთულია ემოციების გაკონტროლება. როდესაც ასეთ ადამიანს ეუბნებიან ან უკეთებენ რაიმე არასასიამოვნოს, ის მთელ ძალისხმევას დებს, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა და არ გამოამჟღავნოს წყენა.

„ტკბილი პასუხი აცხრობს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.“ (იგავების 15:1)

რაც არ უნდა ძალიან გინდოდეს, უპასუხო იმავე ქმედებით მას, ვინ გაწყენინა ან არასასიამოვნო რამ გაგიკეთა, სიბრძნე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაანახვო მოსაუბრეს სწორი ურთიერთობის მაგალითი და აიძულო ის, დაფიქრდეს თავის ნათქვამ სიტყვებზე.

„ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს, სულგრძელი კი აცხრობს დავას.“ (იგავების 15:18)

თავშეკავება ადამიანებთან ურთიერთობისას, არის გასაღები ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებისა რთულ სიტუაციებშიც კი. შენ თუ არ ხარ მზად, მოთმინებით გადალახო სირთულეები, არ გამოხატო შენი რისხვა და არ დაიწყო ჩხუბი ყველაფერზე, მაშინ შენ არ უფრთხილდები ურთიერთობას იმ ადამიანთან და შენი თანამოსაუბრე აუცილებლად იგრძნობს ამას. ღმერთი გვასწავლის სულგრძელობას და ამის შესახებ საუბარია წმინდა წერილში:

რისხვაში ნელი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის მმართველი კი  – ქალაქის ამღებს.“ (იგავების 16:32)

ადამიანი, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს თავისი ემოციები, ძლიერი ადამიანია. მას შეუძლია შეინარჩუნოს ურთიერთობა სხვებთან, რაც არ უნდა მოხდეს, და მისთვის ეს ურთიერთობა ძვირფასია.

როგორ გამოვიყენოთ ეს პრინციპი?

ყველა ეს რჩევა და პრინციპი, დაწერილი ბიბლიის ფურცლებზე, არის პირობა ბედნიერი ცხოვრებისთვის,  სიმშვიდისთვის საკუთარ სულში და გარშემომყოფებში. თუმცაღა, ბევრი იტყვის, რომ არ არის ადვილი ბიბლიაში წაკითხულის გამოყენება იმ სიტუაციებში, როცა რისხვა გჯობნის. ყოველთვის არ გამოგვდის მოვიქცეთ ისე, როგორც ღვთის სიტყვა გვასწვლის. წმინდა წერილში დაწერილია:

განსჯის უნარი რისხვაში ნელს ხდის ადამიანს; მისი ღირსება დანაშაულის დავიწყებაა.“ (იგავების 19:11)

გონიერება – მოიქცე წერილის თანახმად, გამომდინარეობს თავად წმინდა წერილიდან. მხოლოდ ღმერთის სიტყვასთან სტაბილურად მისვლით შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი რისხვის კონტროლი და არ გავაკეთოთ ან ვილაპარაკოთ ის, რის გამოც შემდეგ ვინანებთ. წმინდა წერილის ღირებულებებმა და ჭეშმარიტებამ ძლიერად უნდა გაიდგას ფესვი შენს გულში, უნდა გახდეს შენი ნაწილი. მხოლოდ ასე შეგიძლია იცხოვრო მათთან ერთად, მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი, მოიტანონ  ნაყოფები და გაგხადონ ბედნიერი შენც და შენი გარშემომყოფებიც.

წყარო

თარგმანი: სოფო გურაშვილი

რედაქტორი: მანანა ტვინიკაძე

 

ჩატვირთვა...