სტატიები

ბილი გრემის ქალიშვილის გენიალური პასუხი, კითხვაზე: რატომ დაუშვა ღმერთმა 11 სექტემბერი?

მართალია, ამ ამბავმა დიდი ხანია ჩაიარა, მაგრამ ის მაინც არ კარგავს აქტუალურობას. ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ანა გრემის პასუხი, 11 სექტემბრისადმი მიძღვნილ ტოქშოუში, წამყვან ჯინ კლეისონის კითხვაზე: „როგორ დაუშვა ღმერთმა ასეთი რამ?“ რაზეც ანა გრემმა ძალიან ღრმა და ამომწურავი პასუხი გასცა.

მან თქვა: მე მწამს, რომ ღმერთი, როგორც ჩვენ, ძალიან განიცდის მომხდარს, მაგრამ ჩვენ ხომ წლების განმავლობაში ვდევნიდით ღმერთს ჩვენი სკოლებიდან, ჩვენი მთავრობიდან და ჩვენი ცხოვრებიდან.

მე ვფიქრობ, რომ რადგან ღმერთი ჯენტლმენია, უბრალოდ გვერდზე გადგა. განა შეგვიძლია ველოდოთ ღმერთის კურთხევებს და დაცვას, როცა მედლინ მიურეი ოჰარამ (ორგანიზაცია „ამერიკელი  ათეისტების“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი) განაცხადა, რომ სკოლაში ადგილი არ არის ლოცვისთვის?! ჩვენ ვთქვით: კარგი!

შემდეგ ვიღაცამ თქვა: კარგი იქნებოდა, სკოლაში არ იკითხებოდეს ბიბლია (ბიბლია, რომელშიც ნათქვამია: „არ მოკლა“, „არ მოიპარო“ და „გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი!“) ამაზეც ჩვენ ვთქვით: კარგი!

შემდეგ ვიღაცამ თქვა: მოდი, ნება მივცეთ ჩვენს გოგონებს, გაიკეთონ აბორტები, თუკი მათ ეს სურთ. მათ შეუძლიათ, რომ ეს მშობლების უჩუმრად გააკეთონ. და ჩვენ ვთქვით: კარგი!

შემდეგ სასკოლო საბჭოს წევრებიდან ერთ-ერთმა თქვა: ბიჭები ყოველთვის იქნებიან ბიჭები და ყოველთვის გააკეთებენ ამას. მაშ, მოდი, მივცეთ ჩვენს ბიჭებს იმდენი პრეზერვატივი, რამდენსაც მოისურვებენ, რათა შეძლონ გართობა, როგორც მოესურვებათ. ჩვენ კი მშობლებს არაფერს ვეტყვით ამის შესახებ. ჩვენ ამაზეც ვთქვით: კარგი!

შემდეგ ჩვენ მიერ არჩეულ ზემდგომ ორგანოებში ითქვა: არ აქვს მნიშვნელობა, ვინ (პრეზიდენტის ჩათვლით) რას ვაკეთებთ საკუთარ ცხოვრებაში, თუ კარგად ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, თუკი გვაქვს სამსახურები და ეკონომიკა წესრიგშია.

შემდეგ ვიღაცამ თქვა: მოდი, დავბეჭდოთ ჟურნალები შიშველი ქალების გამოსახულებით და ვუწოდოთ ამას ჯანმრთელი მიდგომა და ამით მაღალი შეფასება მივცეთ ქალის ლამაზ სხეულს. ჩვენ ვთქვით: კარგი!

ამის შემდეგ ზოგიერთები, ამ შეფასებით, უფრო შორს წავიდნენ და დაიწყეს შიშველ ბავშვთა სურათების გამოქვეყნება და შემდეგ, უფრო შორს წასულებმა, მოათავსეს ისინი ინტერნეტში. ჩვენც ისევ ვთქვით: კარგი! რადგან მათ აქვთ სიტყვის თავისუფლება.

შემდეგ გასართობმა ინდუსტრიებმა თქვეს: მოდი, გადავიღოთ ფილმები და შევქმნათ ტელეპროგრამები, რომელიც პროპაგანდას გაუწევს ძალადობას, ღვთის გმობას, აკრძალულ სექსს; მოდი, ჩავწეროთ მუსიკა, რომელიც მოუწოდებს ნარკოტიკების გამოყენების, გაუპატიურების, მკვლელობის, თვითმკვლელობის და სატანიზმისკენ. და ჩვენც ვთქვით: კარგი! ეს ყველაფერი გართობაა, არანაირი ნეგატიური ეფექტი ამას არ მოაქვს, სერიოზულად ამას არავინ ღებულობს, ასე რომ, გააგრძელეთ!

და ახლა ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავებს, თუ რატომ არ აქვთ ჩვენს შვილებს სინდისი;  რატომ ვერ არჩევენ ისინი ცუდს და კარგს; რატომ არ ფიქრდებიან, როცა კლავენ უცნობებს, თავის თანაკლასელებს და თავიანთ თავებს. ჩვენ, თუ სერიოზულად და დიდხანს ჩავუფიქრდებით ყოველივე ამას, შევძლებთ ყოველივეში გარკვევას.

მე ვფიქრობ, საქმე ის არის, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი.

ერთმა ახალგაზრდა კაცმა დაწერა: ძვირფასო უფალო, რატომ არ უშველე პატარა გოგონას, რომელიც პირდაპირ თავის კლასში მოკლეს? _ გულწრფელად შენი შეწუხებული სტუდენტი.

აი, პასუხი: ძვირფასო შეწუხებულო სტუდენტო, მე არ მიშვებენ სკოლაში. _ გულწრფელად შენი ღმერთი.

P.S თუ გააძევებთ ღმერთს თქვენი ცხოვრებიდან, მერე მას ნუღარ მოსთხოვთ პასუხს.