როგორ მივყავართ პატარა წარმატებას დიდი წარმატებისკენ

0

ჩანს, ჩვენს გონებას კარგად არ შეუძლია დიდი წარმატების პატარა წარმატებისგან გარჩევა.  ხშირად, პატარა და მარტივი წარმატების მიღწევა ემოციურად ისევე გვახარებს, როგორც დიდი წარმატება. თქვენს ცხოვრებასა და ორგანიზაციაში ისე წარმართეთ „მცირე გამარჯვებანი“, რომ ამან „წარმატების იმპულსი“ გამოიწვიოს.

მაგალითად, თუ იცით, რომ წინ გამოწვევებით სავსე დღე გელით, შეასრულეთ პატარა დავალებები, რომლებიც თქვენი „პატარა გამარჯვებანი“ იქნება და რომლებიც მოგცემთ იმპულსს, გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეს. ასეთი სტრატეგია არ მოგცემთ ერთ ადგილზე გაჩერების უფლებას, არ აღძრავს თქვენში თვითკმაყოფილებას და დაგეხმარებათ იმაში, რომ იმატოს ჯანსაღი კმაყოფილებისა და კონტროლის გრძნობამ.

უილიამ ჰ. მაკრეივენი, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ყოფილი ადმირალი და სპეცოპერაციების მეთაური ახლა ტეხასის უნივერსიტეტის რექტორია და უძღვება ქვეყნის ერთ-ერთ საპატივსაცემო სასწავლებელს.

2014 წლის 17 მაისს, ტეხასის უნივერსიტეტში, ოსტინში, უნივერსიტეტის დამთავრების ცერემონიაზე მაკრეივენი სიტყვით გამოვიდა. თავისი გამოსვლის დროს მან 10 რჩევა მისცა მსმენელებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეცვალონ სამყარო. მისი პირველი წესი იყო: „გაასწორე შენი საწოლი.“

„ყოველ დილით, საზღვაო წვრთნებისას, ჩვენი ინსტრუქტორები, რომლებიც ვიეტნამის ომის ვეტერანები იყვნენ, შემოდიოდნენ ყაზარმებში და უპირველესად, ჩვენს საწოლებს ამოწმებდნენ. საწოლი თუ სწორად გვქონდა ალაგებული, იქ არსებული წესების მიხედვით.

ეს მარტივი დავალება იყო, მაგრამ ყოველ დილით მოგვეთხოვებოდა, რომ ჩვენი საწოლი სრულყოფილად გაგვესწორებინა. ეს თითქოსდა სასაცილო იყო, მაგრამ ამ მარტივი მოქმედების სიბრძნეში ბევრჯერ დავრწმუნებულვარ. სინამდვილეში, ჩვენ ხომ გვინდოდა, რომ ნამდვილი მებრძოლები, გამოწრთობილი მეზღვაურები ვყოფილიყავით.

შენ თუ ასწორებ შენს საწოლს ყოველ დილით, ეს იმას ნიშნავს, რომ ასრულებ დღის პირველ დავალებას. ამ მცირე დავალების შესრულება გაგამხნევებს, რომ უფრო მეტი გააკეთო. დღის ბოლოს კი დაინახავ, რომ ბევრი სხვა დავალებაც შეგისრულებია. საწოლის გასწორება ადასტურებს იმას, რომ ცხოვრებაში პატარა დეტალები მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ შენ არ შეგიძლია სწორად შეასრულო მცირე დეტალი, ვერასდროს შეძლებ დიდი საქმის სწორად გაკეთებას.”

ყოველ დილით საწოლის გასწორება მარტივი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა გამარჯვებას, მოგცეს სტიმული და გიბიძგოს უფრო დიდი მიღწევისკენ. ისარგებლე მცირე გამარჯვებათა ძალის უპირატესობით.

წყარო

  • 47
    Shares