როგორ შევუთავსოთ მსახურება და სამსახური ერთმანეთს ისე, რომ არ გამოვიფიტოთ…

0

პატრიკ მაბილოგი, ქრისტიანი მწერალი, ბლოგერი და ლიდერთა მასწავლებელი, თავის სტატიაში გვიამბობს იმის შესახებ, თუ როგორ შეუთავსონ მორწმუნეებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა და ეკლესიაში მსახურება ერთმანეთს ისე, რომ არ გამოიფიტონ.

სტატიაში მაბილოგმა აღნიშნა, რომ ღმერთი თითოეულ მორწმუნეს მოუწოდებს მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის აღშენებასა და სასუფევლის გავრცელებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მორწმუნეს ღმერთი სრული დროით მსახურებისკენ მოუწოდებს. მორწმუნეთა უმრავლესობა მოწოდებულია, რათა მოხალისედ იმსახუროს ეკლესიაში და ამავდროულად მუშაობა გააგრძელოს საკუთარ სამუშაო ადგილზე.

ასეთი მსახურება ჩვენგან დამატებითი დროის, ძალისხმევისა და რესურსების გამოყენებას მოითხოვს. ამ დროს მნიშვნელოვანია მსახურებისა და სამსახურის შეთავსება და სიტუაციის იმგვარად გაწონასწორება, რომ არ ვავნოთ ჩვენს ოჯახს, ჯანმრთელობას, კარიერას. პატრიკ მაბილოგი რამდენიმე რჩევას გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივაღწიოთ ასეთ წონასწორობას.

  1. იცოდეთ თქვენი ზღვარი

თითოეულს ადამიანს თავისი ზღვარი გააჩნია. მეწარმე, რომელიც სამსახურში კვირაში 20-30 საათს ატარებს, შეუძლია მეტი დრო დაუთმოს მსახურებას, ვიდრე მას, ვინც კვირაში 40 საათი მუშაობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე მეწარმის წვლილი მსახურებაში უფრო მეტი იქნება. თითოეული ჩვენგანის მოწოდება უნიკალურია, ღმერთმა ყველა ჩვენგანში სხვადასხვა უნიკალური ნიჭი ჩადო და ჩვენი ყველა მსახურების ზღვრებიც უნიკალურია.

  1. გაანაწილეთ პრიორიტეტები

ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი პრიორიტეტები. ღმერთი, ოჯახი, სამსახური, მსახურება.

„მსახურება არ არის თქვენი ღმერთი,“ ხაზი გაუსვა პატრიკ მაბილოგმა. „ეს არის თქვენი მსახურება უფლის ხალხის მიმართ.“

  1. ყურადღება გაამახვილეთ ყველა იმ ნიჭზე, რომლებიც თქვენშია

ავტორმა აღნიშნა, რომ ახალმოქცეული ადამიანი ცდილობს ყველა შესაძლო მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა: მგალობელთა გუნდში, წესრიგის დამცველთა ჯგუფში, ლოცვისა თუ ბავშვთა მსახურებაში, ყველგან, სადაც კი შეიძლება, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს აქვს ღვთისგან მოცემული ნიჭი და გარკვეული მოწოდება. ჩვენ ვერ ვიქნებით ღმერთისა და ეკლესიისთვის ყველაფერი. არც ვართ ვალდებულნი. ჩვენ იმ ადგილზე უნდა ვიდგეთ, სადაც უფალმა დაგვაყენა და ვაკეთოთ ის, რაც მან დაგვავალა.

  1. შეადგინეთ განრიგი

შეადგინეთ თქვენი წერილობითი განრიგი (თუნდაც ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური თუ წლიური) და დარწმუნდით, რომ მეორეხარისხოვანი მთავარს არ უშლის ხელს თქვენს გეგმებში. შეეცადეთ ამ განრიგის დაცვას.

  1. მიენდეთ სულიწმიდის ძალას

ბოლო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი: ჩვენი დამოკიდებულნი ვართ სულიწმიდაზე.

„ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ძალებით მსახურება ისე, რომ არ „გადავიწვათ“. ჩვენ უნდა მივენდოთ და დავეყრდნოთ ღვთის სულს, რომელიც გაგვამაგრებს. ის გვაძლევს ჩვენ სხვადასხვა ნიჭსაც, სურვილსაც და ენერგიასაც, რომ პრაქტიკულად გამოვიყენოთ მის მიერ მოცემული სხვადასხვა ნიჭი“, დაწერა პატრიკ მაბილოგმა სტატიის დასასრულს.

წყარო: http://316news.org/

  • 24
    Shares