საინტერესო ფაქტები ბიბლიის შესახებ

642

ბევრი მზადაა, რომ ბიბლია განსაკუთრებულ წიგნად, უდიდეს ლიტერატურულ  შედევრად აღიაროს, რომელშიც სიბრძნის საგანძური იმალება. თუმცაღა, ამავე დროს, მიიჩნევენ, რომ ბიბლია უფრო ფილოსოფიურ მსჯელობათათვის არის მიზანშეწონილი და თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ვერ გახდება. ისინი, ვინც ზედაპირულად მაინც იცნობენ წმინდა წერილს, ამბობენ, რომ ბიბლია უფრო მეტს  საუბრობს წარსულსა და მომავალზე, ვიდრე აწმყოზე, უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა შეზღუდვაზე, ვიდრე ამქვეყნიურ სიამეზე.

დაფიქრებული მკითხველი კი ცდილობს უფრო ღრმად ჩასწვდეს ბიბლიურ სწავლებას. ესმის, რომ ბიბლია სინამდვილეში დიდად აღემატება სხვა რელიგიურ  წიგნებსა და ფილოსოფიურ ნაშრომებს და მათ შორის უზარმაზარი განსხვავებაა. ამის გამო იგი უდაო ფავორიტია მსოფლიოს არსებულ ყველა წიგნს შორის. მოდით, თვალი გადავავლოთ ამ ფაქტებს!!!!!!!!!

ბიბლია ყველაზე დიდი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოში.

ბიბლიის ყოველდღიური  ტირაჟია 32876, ანუ ყოველ წამს  მსოფლიოში  ერთი  ბიბლია იბეჭდება. ბიბლიის გავრცელებამ ჩვენს დროში მასშტაბური ხასიათი მიიღო.  აქ ითვლება არა მარტო მთლიანი ბიბლია, არამედ  ახალი აღთქმაც, როგორც ცალკე  წიგნად აღებული.

სტატისტიკური  მონაცემები:

1900წ.– 8 მილიონი ბიბლია.

1950წ.– 22 მილიონი, ამათგან 2,5 მილიონი მთლიანი ბიბლია.

1960წ.– 35 მილიონი, ამათგან 4 მილიონი  მთლიანი  ბიბლია.

1970წ.–145 მილიონი, ამათგან 5 მილიონი მთლიანი  ბიბლია

1980წ.– 440 მილიონი, ამათგან 9.5 მილიონი მთლიანი  ბიბლია.

ბიბლია − წიგნი, რომელიც ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტ ენაზე ითარგმნება

გასაოცარია ის, თუ მართლაც, რამდენ ენაზეა ნათარგმნი წმინდა წერილი და, რომ დღესაც გრძელდება მისი თარგმნა.

1600 წელს − 40 ენაზე

1700 წელს − 52 ენაზე

1800 წელს − 71 ენაზე

1900 წელს − 567 ენაზე

1950 წელს − 1034 ენაზე

1965 წელს − 1250 ენაზე

1985 წელს − 1829 ენაზე

დღეისათვის ბიბლია ნათარგმნია 2036 ენაზე.

სპეციალისტების გამოანგარიშებით, დღეს მსოფლიოში არსებობს 3000 ენა და  დიალექტი. მათგან 1500 ენასა, თუ დიალექტზე მხოლოდ მცირე ეთნიკური ჯგუფები  ლაპარაკობენ. ეჭვგარეშეა, რომ ბიბლია ჩვენი დროის ბესტსელერია. არც ერთ სხვა წიგნზე არ არის ისეთი დიდი მოთხოვნა, როგორც ბიბლიაზე და არც ერთი სხვა წიგნია  მსოფლიოში იმდენ ენაზე თარგმნილი, როგორც ბიბლია. ბიბლია ჭეშმარიტად  წიგნთა წიგნია!

ბიბლია  ყველაზე პოპულარული წიგნია მსოფლიოში

მსოფლიო ისტორიაში არც თუ ისე ცოტაა ისეთ ლიტერატურულ ნაწარმოებთა რიცხვი, რომლებიც  ბესტსელერად იქცა და, რომლის მიმართაც ინტერესი წლების  განმავლობაში განელებულა, თუმცა, დროსთან ერთად, ინტერესი ნელ-ნელა კლებულობდა. ბიბლია კი, აი, უკვე, 2000 წელია მსოფლიოს პირველ ბესტსელერად ითვლება და მის მიმართ ინტერესი კი არ ნელდება, პირიქით, უფრო და უფრო იზრდება.

ბიბლია მარტივად გასაგები წიგნია ნებისმიერი დონის ადამიანისათვის

დღეს ბიბლიას ერთნაირი ინტერესით კითხულობს უბრალო სოფლელი დიასახლისი და ქალაქელი აკადემიკოსი. ბიბლიის წაკითხვა და გაგება სპეციალური  მომზადების გარეშეა შესაძლებელი, მაშინ, როცა ქიმიის ან ფიზიკის სახელმძღვანელოები, თუ ფილოსოფიური ნაშრომები სრულიად გაუგებარი იქნება სპეციალური მომზადების გარეშე!

ბიბლია ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იწერებოდა

ბიბლია 1600 წლის განმავლობაში იწერებოდა: ქრ. შობამდე XVI საუკუნეში დაიწყო და დასრულდა ქრ. შობიდან I საუკუნეში.

ბიბლია ერთადერთი წიგნია, რომლის შექმნაში რამდენიმე ავტორმა მიიღო მონაწილეობა და მასში შემავალი წიგნები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბიბლიური ავტორი სხვადასხვა დროსა და ეპოქაში ცხოვრობდა

ბიბლიას სულ 40 ავტორი ჰყავს. ეს ავტორები სხვადასხვა პროფესიის და სოციალური ფენის წარმომადგენლები გახლდენენ.

მეფეები (დავითი და სოლომონი),  მწყემსები, (ამოსი),  ექიმი (ლუკა),  მეთევზეები, (პეტრე და იოანე),  წინასწარმეტყველები (მოსე, ესაია, დანიელი) და მხედართმთავარი (იესო ნავეს ძე).  ეს ავტორები სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ, სხვადასხვა განათლებისა და სოციალური სტატუსის მქონენი იყვნენ. ისინი განსხვავებულ კულტურათა და ეროვნების წარმომადგენლები გახლდნენ და მიუხედავად ამ ყოველივესი, მათი მსოფლხედველობა საოცრად ემთხვევა ერთმანეთს. მათი  წერილები არა თუ  ეწინააღდეგება, არამედ ავსებს ერთმანეთს. ბიბლია ეხმარება  მკითხველს, უფრო ღრმად ჩასწვდეს იმ ისტორიულ ეპოქას, გააანალიზოს მისი  ფუნდამენტალური პრინციპები, დააფიქროს შემოქმედისა და ქმნილების  ურთიერთობაზე, აგრეთვე, სამყაროს შექმნის მიზეზებსა და მოტივებზე.

ბიბლია არის წიგნი, რომლის შესახებ ყველაზე მეტს მსჯელობენ მთელს  მსოფლიოში

ლიტერატურული ნაწარმოებისა, თუ ფილოსოფიური ნაშრომის დაწერის შემდეგ, მას განიხილავენ, მსჯელობენ მის შესახებ და წერენ რეცენზიებს. მსგავსი მსჯელობებისა და რეცენზიების სიმრავლე წიგნის პოპულარობაზე მიუთითებს. ამ მხრივ, ბიბლიას ვერც ერთი ნაშრომი ვერ შეედრება.  დამტკიცებულია, რომ ბიბლია არის წიგნი, რომლის შესახებ ყველაზე მეტს მსჯელობენ და, რომელსაც ყველაზე მეტად განიხილავენ. მის შესახებ უამრავი ნაშრომი არსებობს. მაგალითად,  „იოანეს პირველი წერილისშესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტში იმდენი ნაშრომია, რომ ბიბლიოთეკის ოც კვადრატულ მეტრს იკავებს.

ბიბლია ყველაზე  ძვირფასი წიგნია

ყველაზე ძვირადღირებული გახლავთ „სინაის კოდექსის“ ხელნაწერი. ესაა ბიბლიის  უძველესი ხელნაწერი, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის იმპერიის კუთვნილება გახლდათ და 1923 წელს ის ბრიტანეთის მთავრობას მიჰყიდეს 510 000 აშშ. დოლარად. სპეციალისტები ასეთნაირადვე აფასებენ იოჰან გუტენბერგის პირველ ნაბეჭდ ბიბლიას.

ბიბლია არის წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად იდევნება

მიუხედავად ბიბლიაზე ასეთი დიდი მოთხოვნისა და დაფასებისა, ის არის წიგნი, რომელიც ყველაზე დევნას განიცდის. 2000 წლის განმავლობაში არც ერთი წიგნის აკრძალვის შესახებ არ მიუღიათ იმდენი კანონი, რამდენიც ბიბლიის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ კანონის დარღვევა სიკვდილით ისჯებოდა.

ქრისტიანობა გავრცელების შესაჩერებლად რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ 303 წელს გამოსცა ბრძანება წმინდა წერილის კითხვისა და შენახვისათვის სიკვდილით დასჯის შესახებ.

1793 წელს საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მათ რესპუბლიკაში არსებული ყველა ბიბლია უნდა დაეწვათ და გადაესახლებინათ და დაესაჯათ ყველა, ვინც თავის  რწმენას არ უარყოფდა. ეს კანონი ოთხი წელი მოქმედებდა. 1797 წელს მთავრობა  იძულებული გახდა გაეუქმებინა ხსენებული კანონი, რადგან საფრანგეთის  მოსახლეობის მორალური და ზნეობრივი ფასეულებები, თითქმის მთლიანად  განადგურდა.

ბიბლიის დევნის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მის კითხვას არა მარტო  ათეისტები, არამედ ოფიციალური კათოლიკური ეკლესიაც კი კრძალავდა. მაგალითად, ტულუზის ეპარქიამ 1229 წელს, სიკვდილის მუქარით, აუკრძალა ბიბლის  კითხვა მაშინდელ არისტოკრატიას, ხოლო ხუთი წლის შემდეგ, 1234 წელს ტარაკონის  ეპარქიამ ღვთისმსახურ მღვდლებსაც აუკრძალა ბიბლიის კითხვა იმის გამო, რომ ეკლესიას ეშინოდა ვინმეს არ წაეკითხა ბიბლიას და არ გაეგო, რამდენად გადაუხვია ეკლესიამ ღმერთის გზას. ეშინოდა, რადგან დაკარგავდა ხალხზე თავის ზეგავლენას, თუმცა ეს მაინც მოხდა რეფორმაციის ეპოქაში.

ბიბლია წინასწარმეტყველური წიგნია

ბიბლიაში არსებული 3000 წინასწარმეტყველება უკვე აღსრულებულია. ზოგი ამ წინასწარმეტყველებათაგანი ეხებოდა სახელმწიფოებს (ბაბილონს, რომს, საბერძნეთს, სირიას, ეგვიპტეს, თურქეთს, არაბთა გაერთიანებულ სახალიფოს, ამერიკას), ზოგი კი − ქალაქებს (იერუსალიმს, დამასკოს,მემფისს, ტვიროსსა და ციდონი), ზოგი −  პიროვნებებს (ალექსანდრე მაკედონელი, კიროსი და ნაბუქოდონოსორი).

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია ბუნებრივ კატაკლიზმებზეც, ეკლესიისა და მორწმუნეთა დევნასა და სახარების გავრცელებაზე მთელს დედამიწაზე. ბიბლიის  წინასწარმეტყველება ძირეულად განსხვავდება ასტროლოგისაგან, მკითხაობისაგან, ნათელმხილველური, თუ შამანური მოძღვრებათაგან. ბიბლიის  წინასწარმეტყველობის გაგებას არ სჭირდება სხვა კომენტარები, საკმარისია მასში  დაწერილი ისტორიულ ფაქტებს შევადაროთ.

ბიბლიის წინასწარმეტყველებას ჩვენი სურვილისამებრ ვერ განმარტავთ, რადგან  ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება შინარსიითა და მოწოდებით. მაგალითად, ეზეკ. 26:3–5, იერ. 51:37, ნაუმ. 1:8, მათ.24:7-14. თავად დარწმუნდით.

ყველაზე მთავარი განსხვავება ისაა, რომ ბიბლია ცოცხალი წიგნია. წიგნი, რომელსაც ძალუძს შეცვალოს ერების ბედი, შეცვალოს თითოეული ადამიანის  ცხოვრება!!!

გაქვს წაკითხული ბიბლია?

თარგმნა: გიორგი ჯიჯიეშვილმა

რედაქტირება: ნინო ხუროშვილი


anadolu yakası escort
anadolu yakası escort bayan
istanbul escort

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort