საინტერესო ფაქტები შობის შესახებ

0

უდავოა, რომ შობა ყველაზე დიდი, ყველაზე მორთულ-მოკაზმული და ყველაზე საზეიმო დღესასწაულად მიიჩნევა მსოფლიოში. სახლები, ქუჩები და ქალაქის მოედნები ირთვება განათებებით, საშობაო ნაძვის ხეებით და საშობაო სცენებით, სადაც წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა ბიბლიური პერსონაჟები: იოსები, მარიამი, მოგვები, მწყემსები.

მაღაზიებსა და რადიოებში ისმის საშობაო მელოდიები. ყველგან იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა, მაგრამ, ყველაზე მეტად შობის დღესასწაულს, რა თქმა უნდა, ბავშვები ელოდებიან იმისათვის, რომ გახსნან მშობლების მიერ ნაძვის ხის ქვეშ დატოვებული საჩუქრები.

შობის დღესასწაულს ბევრი კარგი ტრადიცია უკავშირდება. ზოგიერთი მათგანი კარგად ნაცნობია, ზოგიერთი კი − ნაკლებად. სწორედ ამიტომ, დღეს წარმოგიდგენთ 14 საინტერესო ფაქტს შობის შესახებ.

***1***

ინგლისური სიტყვა Christmas წარმოადგენს ორი სიტყვის გაერთიანებას: Christ, რაც ნიშნავს მესიას და mass, რაც ნიშნავს ევქარისტიას, ანუ უფლის სერობას.

***2***

მიუხედავად, საყოველთაო ცდომილებისა, სიტყვა Xmas არ არის რაღაც ახალი და არც მცდელობა იმისა, რომ განიდევნოს სიტყვა „ქრისტე“ შობის დღესასწაულიდან. ასო X აღებულია ბერძნული ანბანიდან. ამ ასოთი იწყება სახელი „ქრისტე“.

***3***

მთელ ცივილიზებულ სამყაროში შობას აღნიშნავენ 25 დეკემბერს, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აგრძელებს შობის აღნიშვნას ე.წ. ძველი სტილის მიხედვით − 7 იანვარს. ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ მართლმადიდებლური ეკლესია იყენებს დიდი ხნის მოძველებულ იულიუსის კალენდარს, რომელიც იულიუს კეისარმა შემოიღო. ევროპამ, ჯერ კიდევ 500 წლის წინ თქვა უარი თქვა ამ კალენდარზე მის ცდომილებათა და უზუსტობათა გამო და 1582 წელს გადავიდა უფრო ზუსტ, გრიგორიანულ კალენდარზე. იულიუსის კალენდრის მიხედვით შობა ემთხვევა 7 იანვარს, ხოლო ახალი წელი − 14 იანვარს.

***4***

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საშობაო სიმღერა Carol of the Bells დაწერილია უკრაინელი მუსიკის მასწავლებლის, ნიკოლაი ლეონტოვიჩის მიერ 1901 წელს.

***5***

სიტყვა Noël, რომელიც ხშირად გამოიყენება ინგლისურ ენაზე დაწერილ საშობაო სიმღერებში, ფრანგულად „შობას“ ნიშნავს.

***6***

ბავშვებისთვის საშობაოდ საჩუქრების ჩუქების ტრადიცია წარმოიშვა ბიბლიური ისტორიიდან, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთიდან მოსულმა მოგვებმა ყრმა იესოს ძღვენი მიართვეს.

***7***

საყოველთაო შეხედულების მიუხედავად, ბიბლიაში არ წერია, რომ მოგვები სამნი იყვნენ.

***8***

ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ისეთებში, როგორებიცაა საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და გერმანია, საშობაოდ საჩუქრებს მხოლოდ ბავშვები როდი ღებულობენ. სახელმწიფო ყველა დასაქმებულისათვის უზრუნველყოფს საშობაო ბონუსს, რომელიც თვიური ხელფასის ტოლია.

***9***

საშობაოდ ნაძვის ხის დადგმისა და მორთვის ტრადიცია წარმოიშვა გერმანიაში პროტესტანტული რეფორმაციის დროს. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, სწორედ მარტინ ლუთერი იყო პირველი, ვინც სახლში მარადმწვანე ხე დადგა და ის ხილითა და სანთლებით მორთო.

***10***

სანტა კლაუსის თანამედროვე წითელი კოსტუმი მე-20 საუკუნის ოცდაათიან წლებში გამოიგონა კომპანია Coca-Cola-მ.

***11***

სანტა კლაუსს მე-4 ასწლეულის მქადაგებლის, წმინდა ნიკოლასის საპატივსაცემოდ დაერქვა ეს სახელი. ნიკოლასმა, რომელიც მდიდარ ოჯახში დაიბადა, ქრისტიანობაზე მოქცევის შემდგომ ღარიბებს დაურიგა მთელი თავისი ქონება და გახდა სახარების მქადაგებელი.

***12***

1917 წლის რევოლუციის შემდგომ რუსეთში და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირში შობა აკრძალული იყო. ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო დღე. შობის აღსანიშნავად სახარებისეული რწმენის ქრისტიანები მსახურებას დილის 6 საათზე ატარებდნენ, რათა ეკლესიაში წასვლა სამსახურში წასვლამდე მოესწროთ. დასავლეთ უკრაინის ბევრ პროტესტანტულ ეკლესიაში ეს ტრადიცია დღემდე შემორჩა.

***13***

დღეს, ბევრ მუსლიმანურ, ბუდისტურ და კომუნისტურ ქვეყანაში შობა აკრძალულია.

***14***

მიუხედავად, ყველა დევნისა და აკრძალვისა, შობა ის დღესასწაულია, რომელსაც ყველაზე მეტად აღნიშნავენ მსოფლიოში, ის არის ყველაზე მასშტაბური და საზეიმო დღესასწაული დედამიწაზე! და როგორც არ უნდა ცდილობდნენ გარკვეული ადამიანები „შობას“ სხვა სახელი დაარქვან და შეცვალონ სიტყვა „Christmas“ (შობა) სიტყვით „Holiday“ (დღესასწაული), არაფერი გამოუვათ.

წყარო

  • 23
    Shares