ნავიგაცია
ახალი ამბები
“წყვდიადის პირისპირ” – ახალი ფილმი ექიმი მისიონერების შესახებ, რომლებიც ებოლას ვირუსს ებრძოდნენ აფრიკაში

“წყვდიადის პირისპირ” – ახალი ფილმი ექიმი მისიონერების შესახებ, რომლებიც ებოლას ვირუსს ებრძოდნენ აფრიკაში

 2014 წლის ზაფხულში, ებოლას მომაკვდინებელმა ვირუსმა იფეთქა და  მთელ დასავლეთ აფრიკაში გავრცელდა, რამაც   ათასობით ადამიანი შეიწირა.  ისტორია ექიმ მისიონერებზე, რომლებიც წინა ხაზზე იბრძოდნენ ამ ვირუსის წინააღმდეგ, აშშ-ს კინოთეატრებში დიდ ეკრანებზე გამოდის . ამერიკელი მისიონერები და მედდები, ორგანიზაციიდან „სამარიტელის ქისა,“ რამოდენიმე კვირა ებრძოდნენ ამ სენს. ორი მათგანი კი თავადაც დაავადდა ებოლას ვირუსით.

 ეპიდემიის შესახებ, რომელმაც ორი წლის განმავლობაში თითქმის 30 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, ორგანიზაციამ  დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფილმი გვიამბობს ამერიკელი მისიონერების საოცარ ისტრიას იმის შსახებ, თუ როგორ ებრძოდნენ ებოლას ლიბერიაში და როგორ დაავადდნენ  ამ ვირუსით თავად.

 „მე მახსოვს, როგორ ვჯდებოდი უბრალოდ იატაკზე და ვლოცულობდი: ო, ღმერთო, შენთვის ხომ არ არის რთული მისი სიცოცხლის გადარჩენა? შეუნარჩუნებ მას სიცოცხლეს?ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა ღმერთმა დოქტორი ბრენტლი,  მსურს, რომ მომავალმა თაობამ, ახალგაზრდებმა ნახონ ეს, რადგან ღმერთს შეუძლია იმოქმედოს მათ ცხოვრებაში.  მინდა, რომ იცოდნენ, ღმერთს სჭირდება ისინი და სურს მათი გამოყენება, თუ  მზად იქნებიან  მიენდნონ უფალს.”– ეს არის  ცნობილი მქადაგებლისა და ორგანიზაცია „სამარიტელის ქისის“ დამფუძნებლის, ფრანკლინ გრემის,  სიტყვები ფილმის თრეილერიდან.

ისტორიიდან ნათლად ჩანს, რომ ასეთ გაუსაძლის დროს, ნამდვილად რთული იყო სხვებისთვის მსახურება,  მაგრამ რა საჭირო იყო ამის ჩვენება ფილმის  სახით?

„ბევრი მათგანი, ვინც ებოლას ლიბერიაში, გვინეასა და სიერა-ლეონეში ებრძოდა, სრულიად ახალგაზრდა იყო. მინდა, რომ მსოფლიომ იხილოს, თუ რა მოიმოქმედა ღმერთმა და როგორ იყენებდა ახალგაზრდა ადამიანებს  მომაკვდინებელ ვირუსთან საბრძოლველად.“ – ამბობს ფრანკლინ გრემი.

„სიმართლე გითხრათ, დღე არ გადის, რომ არ გამახსენდეს ლიბერია და ის, რაც იქ გადაგვხდა თავს . ვფიქრობ, არის მიზეზი იმისა, თუ რატომ უთხრა ღმერთმა ისრაელს: „უამბეთ თქვენს შვილებს, რომ იყავით მონები ეგვიპტეში“. მიმაჩნია, რომ მართლაც არის რაღაც მნიშვნელოვანი, გადატანილი რთული პერიოდების გახსენებაში და ასევე იმისა, თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩვენ ცხოვრებაში, სწორედ ეს გვეხმარება  იმის გაგებაში, თუ როგორ მივიწევთ წინ.“ყვება გადარჩენილი დოქტორი, კენტ ბრენტლი („სამარიტელის ქისა“).

დოქტორი ბრენტლი და მისი მეუღლე, ამბერი, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ლიბერიაში, სწორედ მაშინ, როდესაც ებოლას ეპიდემია მძვინვარებდა. ცოტახანში,  კენტის ებოლას ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

„იმ დღეებში, ჩემი ლოცვები ძალიან მარტივი იყო – ამბობს კენტ ბრენტლი – ისინი შემდეგნაირად ჟღერდნენ: „ღმერთო, დამეხმარე, დამეხმარე არ დავკარგო რწმენა“. ჩემი შვილებისთვის ლოცვა მაშინ, როცა მეგონა, რომ ვერ გადავრჩებოდი, იყო ის, რომ დავრჩენილიყავი ერთგული, რათა მათ ქონოდათ მამის მაგალითი, მამისა, რომელიც ინარჩუნებდა რწმენას, სიკვდილის პირასაც კი“. 

ფილმი შედგება ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო ისტორიებისგან. მასში ასევე მოთხრობილია  მედდა ნენსი ვრიტბოლის ისრია, რომელიც დოქტორ ბრენტლისთან ერთად მსახურობდა და ასევე დაავადდა ებოლას ვირუსით. ფილმის რეჟისორები ამბობენ, რომ ყველა ისტორიის გაერთიანების პროცესი რთული აღმოჩნდა, თუმცა რედაქტორის დახმარებით მათ ყველაფერი გამოუვიდათ.

გადამღები ჯგუფი იმედოვნებს, რომ ფილმი ნამდვილ გამოწვევად იქცევა მაყურებლისთვის.

„ვიმედოვნებ, რომ ადამიანები კინოთეატრებიდან წავლენ და დაუსვამენ  საკუთარ თავს შეკითხვას: „შევძლებდი რომ მეც გამომეჩინა მსგავსი სიმამაცე? როგორ მოვიქცეოდი მე?“ – ამბობს ფილმის რეჟისორი.

„შორს წასვლა არ არის საჭირო იმ ადგილების საპოვნელად, სადაც შიშს ვეჯახებით. ვფიქრობ, ეს ფილმი დაგვეხმარება, რომ ახალი ხედვით ვუყუროთ გარემოებებს ჩვენს ცხოვრებასა და  თანამედროვე სამყაროში. დაგვეხმარება, რომ  ვთქვათ: „რა იქნება, თუ არ დავემორჩილები შიშს, რომელსაც ვგრძნობ და ამის ნაცვლად გამოვიჩენ სიმამაცეს, რომ ვიარო წინ და გამოვხატო თანაგრძნობა?“ – ამბობს ებოლას ვირუსით დაინფიცირების შემდეგ გადარჩენილი, დოქტორი კენტ ბრენტლი.

„თუ ჩვენ ღმერთისა და მის ძის, იესო ქრისტეს, მორჩილებას ვირჩევთ,  თუ ის ჩვენს ნავშია, მაშინ ჩვენ აღარ უნდა ვღელავდეთ იმაზე, რომ ნავი იძირება. უფალი გამოგვატარებს ამ შტორმს და მან გააკეთა კიდეც ეს, დოქტორ ბრენტლის შემთხვევაში. მინდა, რომ მსოფლიომ ნახოს, თუ რა მოიმოქმედა ღმერთმა. ამავე დროს, ვიმედოვნებ, რომ ღმერთი ისარგებლებს ამით და შეკრავს ახალგაზრდა ადამიანების არმიას, რომლებიც იტყვიან: „აქა ვარ, მე წარმგზავნე!“ – თქვა ფრანკლინ გრემმა.

p.s. 2016 წლის იანვარში ებოლას ვირუსი ლიბერიაში ოფიციალურად გამოცხადდა დამარცხებულად, რაშიც საქველმოქმედო ორგანიზაცია “სამარიტელის ქისის” წვლილიცაა,  რომელიც ჯანდაცვის მაშტაბური საგანმანათლებლო პროგრამის უკან იდგა. ამ პროგრამამ 1,5 მილიონ ადამიანამდე მიაღწია. 

  წყარო