გულგრილობა და ღალატი (ჰოლოკოსტი)

159

70 წლის წინ, 1945 წლის 27 იანვარს, წითელი არმიის მოწინავე რაზმებმა იხსნეს საკონცენტრაციო ბანაკში − ოსვენციმში − ცოცხლად დარჩენილი პატიმრები.

ოსვენციმი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან გერმანულ ბანაკებს შორის, სადაც მილიონობით ადამიანი მოკლეს. ჩნდება კითხვა, რომელიც არ გვაძლევს მოსვენებას: ნუთუ არ შეიძლებოდა ამ ადამიანთა გადარჩენა?

ცენტრალური საგამოძიებო სამმართველოს მომავალმა დირექტორმა, ალენ დალესმა, რომელიც მაშინ შვეიცარიაში ამერიკული პოლიტიკური დაზვერვის პრეზიდენტი იყო, 1942 წლის ივნისში მიიღო ინფორმაცია ჰოლოკოსტის შესახებ: „გერმანია აღარ სდევნის ებრაელებს. ის მათ სისტემატურად ანადგურებს“. ვაშინგტონში სკეპტიკური დამოკიდებულება გამოიჩინეს დალესის ტელეგრამის მიმართ, არადა მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ზუსტი იყო.

„იმისათვის, რომ ებრაელები გამქრალიყვნენ პირისაგან მიწისა“

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები მიიღეს იმისათვის, რომ არც ერთ გარეშე პირს არ მოესმინა ესესის (SS) რეიხსფიურერის, ჰაინრიხ ჰიმლერის, სიტყვები. ის პარტიის მდივნებს თავისთვის სასიხარულო ინფორმაციას ატყობინებდა.

„მალე დარწმუნდებით, რომ თქვენს ტერიტორიაზე ებრაელები აღარ არიან. ადვილია მოკლე ფრაზის თქმა: ‘ებრაელები უნდა განადგურდნენ’, მაგრამ მათ წინაშე, ვინც უშუალოდ ახორციელებენ ამას, რთული ამოცანა დგას. გაჩნდა კითხვა: ‘როგორ მოვიქცეთ ქალებსა და ბავშვებთან დაკავშირებით?’ მე გეტყვით იმას, რაც უნდა მოისმინოთ, მაგრამ რაც ხმამაღლა არ უნდა წარმოთქვათ. გადაწყვეტილება მიღებულია იმ საქმის სასარგებლოდ, რომ ყველა ებრაელი გაქრეს მიწის პირიდან. ჩემი ვალია, რომ ეს გითხრათ თქვენ, პარტიის ელიტას. ახლა თქვენ ყველაფერი იცით. ეს ცოდნა თქვენთვის შეინახეთ. ვფიქრობ, უფრო კეთილგონივრული იქნება, თუ ჩვენ ერთად აღვასრულებთ ჩვენს ვალს და ამ საიდუმლოს სამარეში წავიღებთ“…

სინამდვილეში, ებრაელების, როგორც ერის, განადგურება, საიდუმლო არ გახლდათ. მეტისმეტად ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ საქმეში, მეტისმეტად ბევრი მოწმე არსებობდა… და ყველა, ვისაც შეეძლო, ადამიანთა ხოცვით შოულობდა ფულს.

ვარშავის გეტოს განადგურების შემდეგ შეაგროვეს დახოცილთა ნივთები; საათები და საპარსები სამხედრო პირებს საჩუქრებად დაურიგეს. პოლონეთის ოკუპირებულ რეგიონთა გენერალ-გუბერნატორმა, ჰანს ფრანკმა, წამოაყენა წინადადება იმის შესახებ, რომ ხუთას-ხუთასი საათი გადასცემოდა ესესის სამხედრო პირთა თითოეულ დივიზიას, ხოლო სამი ათასი დაერიგებინათ გერმანელ წყალქვეშა ფლოტის მეზღვაურთათვის. ჰიმლერმა თანხმობა გამოთქვა, რადგან რაიმეთი პატივი ეცა კარლ დენიცისთვის, რომელიც ფლოტის მთავარსარდალი და გროსადმირალი გახლდათ.

ომის დასრულების შემდეგ, წყალქვეშა ფლოტის ერთ-ერთი მეზღვაური ამბობდა, როგორ დაბრუნდა მათი ნავი ლაშქრობიდან. ნაპირზე მეზღვაურებს მაჯის საათებით სავსე ყუთი ელოდათ. თითოეულს შეეძლო თავისი გემოვნებისამებრ აერჩია რამდენიმე საათი. მეზღვაურებმა დაინახეს, რომ საათები ნახმარი იყო, მაგრამ ამან ისინი არ შეაცბუნა, რაკი იფიქრეს, რომ ეს გერმანიაში, ფრონტზე გასაგზავნად, მოხალისეთა მიერ შეგროვილი საჩუქრები იყო. შემდეგ შეამჩნიეს, რომ ზოგიერთი საათი ბრმებისთვის იყო განკუთვნილი და ყველაფერს მიხვდნენ: „ეს საშინელება იყო. ჩვენთვის ცხადია გახდა, ვის ეკუთვნოდა ეს საათები. იმ წუთიდან ვერავინ გვეტყოდა იმას, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით“.

ბანაკის „დამრტყმელი“ ექიმები

1939 წლისათვის გერმანიაში მცხოვრებ ებრაელთა რაოდენობა, დაახლოებით, ორასი ათასს შეადგენდა და ისინი, ძირითადად, მოხუცები იყვნენ. პოლონეთის დაპყრობის შემდეგ  გერმანელთა ხელში კიდევ ორი მილიონი ებრაელი მოხვდა.

ყოველი ახალი ტერიტორიის დაპყრობასთან ერთად ნაცისტების ძალაუფლებაში სულ უფრო და უფრო მეტი ებრაელი ხვდებოდა, რაც რეიხის სარდლების რასობრივ ფანატიზმს კიდევ უფრო აძლიერებდა.

ნაცისტები გეგმაზომიერად წმენდდნენ გადავსებულ გეტოს და მის მკვიდრთ სიკვდილის ბანაკებში გზავნიდნენ, მაგრამ სიკვდილამდე პატიმრებს რეიხისათვის უნდა გაეწიათ სამსახური. 1940 წლის ბოლოს ქიმიური კონცერნის ‘IG Farben’-ის გენერალურმა დირექტორმა ყურადღება მიაქცია ზემო სილეზიაში მდებარე პატარა ქალაქ აუშვიცს (ოსვენციმის პოლონური სახელწოდება). მის გვერდით ქვანახშირის მაღაროები, წყალმომარაგების წყაროები და შესანიშნავი რკინიგზა მდებარეობდა. ქალაქი იდეალურ ადგილად მიიჩნიეს მსხვილი ქიმიური საწარმოს აშენებისათვის. 1940 წლის დეკემბერში გადაწყდა ოსვენციმში ქარხნის აშენება, რომელიც აწარმოებდა სინთეტიკურ კაუჩუკს, მეთანოლს (რომელიც აუცილებელია თვითმფრინავის საწვავისა და ასაფეთქებლისთვის), კარბიდს და ტრიმეთილპენტანს (საავიაციო ბენზინის კომპონენტი).

‘IG Farben’-ის ქარხანაში საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრები მუშაობდნენ. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 16 საათს შეადგენდა. ჯანმრთელი ადამიანებიც კი მალე იხოცებოდნენ. მეთანოლით დატვირთულმა პირველმა ტრანსპორტმა აუშვიცი 1943 წლის ოქტომბერში დატოვა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მოეწყო დღესასწაული, რომელზეც კომპანიის ხელმძღვანელებმა მიიწვიეს კომენდანტი რუდოლფ ჰესი. კარლ კრაუხმა რაინდის ჯვარი მიიღო სამხედრო საქმეში შეტანილი წვლილისათვის, მაგრამ ბანაკის კომენდანტს თავისი მთავარი ამოცანა არ ავიწყდებოდა. ოსვენციმში ებრაელ ტყვეთა ნაკადის შემოდინებას ბოლო არ უჩანდა, რომელთაც მაშინვე ანადგურებდნენ.

ბანაკის ექიმები პირდაპირ გულში უკეთებდნენ ფენოლის სასიკვდილო ნემსს. ეჯიბრებოდნენ კიდეც ერთმანეთს − ვინ უფრო მეტ ადამიანს მოკლავდა ამ ნემსის გაკეთებით. წუთში ეს ე.წ. „ექიმი-დამრტყმელები“ სამი ადამიანის მოკვლას ახერხებდნენ.

ოსვენციმის კომენდანტის მოადგილემ, ესესის ჰაუპტშტურმფიურერმა, კარლ ფრიშმა პატიმრების გასანადგურებლად გამოიყენა „ციკლონი ბ“. პრეპარატი საცავში ინახებოდა კრისტალების სახით და მას სანიტარული დამუშავების მიზნით იყენებდნენ. „ციკლონი ბ“ არის წყალბადის ციანიდი, რომელიც დუღს და აირად გარდაიქმნება ოთახის ტემპერატურაზე. მისი ჩასუნთქვა სიკვდილს იწვევს.

600 საბჭოთა სამხედრო ტყვე და ბანაკის სანიტარული ბლოკის 250 პაციენტი სარდაფში ჩაკეტეს. ერთ-ერთმა ესესელმა აირწინაღი ჩამოიცვა და იატაკზე „ციკლონი ბ“-ს კრისტალები მიმოაბნია. შემდეგ კი გავიდა და კარი დაკეტა. ყველა არ მომკვდარა, რის გამოც ის იძულებული გახდა, რომ კარს მიღმა კიდევ გადაეყარა კრისტალები.
ექსპერიმენტი წარმატებულად მიიჩნიეს. გაზის კამერებში ადამიანები პირდაპირ ეშელონებიდან მიჰყავდათ, გვამებს კი იქვე წვავდნენ, ბანაკის კრემატორიუმში.

„ოსვენციმის კომენდანტი, ობერშტურმბანფიურერი, რუდოლფ ჰესმა, უსახურავო ავტომობილი გამოიძახა“, – იხსენებდა ბერლინიდან ჩამოსული სტუმარი. „ჩვენ სადღაც წავედით და მანქანიდან კრემატორიუმის უზარმაზარი შენობა დავინახე, რომელსაც, ფაბრიკის მსგავსად, მილი ჰქონდა. ჰესმა დიდ ხვრელთან მიმიყვანა, რომელიც 150 თუ 180 მეტრის სიღრმის იყო. გისოსები და რკინის  უზარმაზარი ცხაურები დავინახე. იქ გვამები იწვოდნენ. ჰესმა ამაყად წარმოთქვა: ‘აი, ეს არის მწარმოებლურობა!’“

გაზის კამერების ამუშავების შემდეგ ნაცისტებმა თავი ბედნიერად იგრძნეს, რადგან მიხვდნენ, რომ შეეძლოთ მათთვის მინდობილი საქმის შესრულება.

ნებაყოფლობითი დამხმარეები

განადგურების ბანაკებიდან უმრავლესობა პოლონეთის ტერიტორიაზე იყო. იმიტომ ხომ არა, რომ გერმანელებმა იცოდნენ, პოლონელები საკუთარ მიწაზე პროტესტს ვერ გამოხატავდნენ? ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიკვდილის ბანაკების ახლოს და მათ მხარეს ყურებისას, დაუსრულებლად მომავალ კვამლის ბოლქვებს ხედავდნენ. მეზობლების სახლები დაცარიელდა. ისინი იდგნენ და აკვირდებოდნენ იმას, თუ როგორ გზავნიდნენ ებრაელებს სასიკვდილოდ.

რას გრძნობდნენ ტერორის მომსწრენი? მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა გულგრილი იყო მომხდარის მიმართ: „ებრაელები თავად არიან ყველაფერში დამნაშავენი.“

მიღებულია აზრი იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებნი იძულებულნი იყვნენ ნაცისტებს დახმარებოდნენ, რათა საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ. არა, ხშირად ისინი ამას იძულების გარეშე, ნებაყოფლობით აკეთებდნენ.

კი მაგრამ, საერთოდ როგორ გაიმართა ეს სასაკლაო? მთელი მსოფლიოს თვალწინ? მსოფლიო არაფერს ეჭვობდა?

„არ შემიძლია დაჯერება“

ებრაელთა გეგმაზომიერი განადგურება ხდებოდა მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამის შესახებ ინფორმაცია, სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებამდე და დიდი ბრიტანეთამდე აღწევდა, მაგრამ ამბები საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ გაზვიადებულად მიაჩნდათ: ასეთ რამ უბრალოდ შეუძლებელია! 1943 წელს გერმანიიდან ლტოლვილი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრთან, ფელიქს ფარნკფურტერთან, მოხვდა. მან ამ ცნობილ იურისტს ებრაელთა განადგურების შესახებ უამბო და ამის მოსმენის შემდეგ, ფრანკფურტერმა, რომელიც თავადაც ებრაელი გახლდათ, სკეპტიკურად გააქნია თავი: „ვხედავ, ამ ყველაფერს სიმართლედ მიიჩნევთ, მაგრამ, უბრალოდ, არ შემიძლია ამის დაჯერება.“

ლონდონში იცოდნენ განადგურების ბანაკების შესახებ. აი, მთავრობის სხდომის ჩანაწერი: „1942 წლის დეკემბერში მინისტრთა კაბინეტი განიხილავდა საკითხს პოლონეთში ებრაელთა ფართომასშტაბიანი განადგურების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენტონი დელმა, ამცნო შეკრებილებს, რომ არ არსებობდა ზუსტი ცნობები იმასთან დაკავშირებით, რას უკეთებდნენ მათ იქ, მაგრამ ცნობილი იყო ის, რომ ებრაელები სხვა ოკუპირებული ქვეყნებიდან მიჰყავდათ პოლონეთში.

პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა იკითხა:

– „არსებობს რაიმე დადასტურება მასობრივი განადგურების შესახებ? როგორ ხდება ეს?“

– „პირდაპირი დადასტურებანი არ არსებობს, – მიუგო იდენმა, – მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სიმართლეა. მეთოდებთან დაკავშირებით ზუსტად ვერ გეტყვით. ვიცი, რომ ებრაელები ყველა ტერიტორიიდან პოლონეთში მიჰყავთ, ესე იგი, მათ რაღაც მიზანი აქვთ.“

1943 წლის მარტში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ჩავიდა. ებრაულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები ემუდარებოდნენ იდენს, რომ მოკავშირეთა სახელით მიემართა ჰიტლერისათვის და ებრაელთათვის გერმანელთა მიერ ოკუპირებული ევროპის დატოვების ნება მიეცა.

იდენმა ეს იდეა უარყო და „ფანტასტიკური“ უწოდა მას. მოკავშირეებს არ უნდოდათ მსგავსი წინადადებით მიემართათ ჰიტლერისათვის. უცბად რომ დათანხმდეს? ასეთ შემთხვევაში მოკავშირეებს მოუწევდათ, რამდენიმე მილიონ ადამიანზე ზრუნვა საკუთარ თავზე აეღოთ. მინისტრმა სხვა წინადადებაც უარყო, რომელიც შიმშილით სიკვდილის პირას მისული ებრაელებისთვის საკვების მიწოდებას გულისხმობდა და ეს ამერიკელ დიპლომატებს ასე განუმარტა: „რა მოხდება, ჰიტლერი თუ სიტყვაზე გამოიჭერს მოკავშირეებს? სად ვიშოვოთ იმდენი გემი, რომ ებრაელები გამოვიყვანოთ ან საკვები მივაწოდოთ მათ?“

ძალაუფლების სათავეში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ ებრაელები უნდა გაქცეულიყვნენ გერმანიიდან, მაგრამ გასაქცევიც არსად ჰქონდათ. გავრცელებული ხმების თანახმად, სიონისტები ფარულად მოელაპარაკნენ ნაცისტებს: გააჩაღეთ ანტისემიტიზმი და ყველა ებრაელი პალესტინაში გაიქცევა.

რეალობა კი ის იყო, რომ ებრაელებს არსად არ უშვებდნენ. რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ პალესტინაში ეპოვათ ხსნა, რომელსაც ინგლისი განაგებდა, მაგრამ ლონდონში არაბებისკენ იხრებოდნენ, გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე, არაბებს კი პალესტინაში ებრაელთა გადასახლება არ სურდათ.

1939 წელს ბრიტანეთის მთავრობამ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო: მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, არა უმეტეს, 75 ათას ებრაელს მიეცემოდა ისტორიულ სამშობლოში წასვლის უფლება. ეს სასიკვდილო განაჩენი იყო ევროპელ ებრაელთათვის.

1938 წლის 25 მარტს, მას შემდეგ, რაც ავსტრია რეიხს შეუერთდა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ფრანკლინ დელანო რუზველტმა, წამოაყენა წინადადება გერმანიიდან ავსტრიაში დევნილებზე ზრუნვის საერთაშორისო კომიტეტის შექმნის შესახებ. 6 ივლისს, 32 ქვეყნის დელეგატები ერთმანეთს პატარა ფრანგულ საკურორტო ქალაქ ევიანში მდებარე სასტუმრო „როიალში“ შეხვდნენ. არც ერთი სახელმწიფო არ დაეთანხმა ებრაელთა მიღებას. გერმანიის ხელისუფლებას ებრაული მოსახლეობისგან გათავისუფლება რომ სდომოდა მხოლოდ, ემიგრანტებისათვის მაღალ გადასახადებს დააწესებდა, მაგრამ ბერლინში არ სურდათ ებრაელთა გაძარცვის შესაძლებლობა გაეშვათ ხელიდან. ადამიანებს არ შეეძლოთ გადახდა და რჩებოდნენ, რათა დაღუპულიყვნენ…

შეეძლო პრეზიდენტ რუზველტს უფრო მეტი ებრაელის ხსნა? 1938 წელს მან შეცვალა კანონი ემიგრაციის შესახებ და მოხსნა შემზღუდველი კვოტები. 27 370 ლტოლვილმა გერმანიიდან, რომელთა შორისაც უმეტესობა ებრაელი იყო, თავშესაფარი აშშ-ში პოვა, მაგრამ რესპუბლიკელებმა (რომლებიც კონგრესში უმრავლესობას წარმოადგენდნენ), ქვეყანაში 20 000 ებრაელ ბავშვს შემოსვლის უფლება არ მისცეს. ამერიკელებს არ უნდოდათ ახალ ევროპულ ომში ჩაბმა. ფიქრობდნენ, რომ ეს მათ არ ეხებოდა. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში კონგრესში სამჯერ მიიღეს კანონები, რომელთა მიხედვითაც აშშ-ს თავი შორს უნდა დაეჭირა ევროპაში მიმდინარე ომისგან.

ებრაელები მეზობელ ქვეყნებში გაქცევას ცდილობდნენ. საფრანგეთი (სანამ გერმანელები მის ოკუპაციას მოახდენდნენ) ღებულობდა მათ, შვეიცარიამ კი საზღვრები ჩაკეტა. “Das Boot ist Volt” – „ნავი გადავსებულია“. ასე ეუბნებოდნენ შვეიცარიელები საზღვართან მოსულ ადამიანებს და უკან აბრუნებდნენ და ამით მათ უცილობელი სიკვდილისთვის სწირავდნენ.

შვეიცარიამ უარი თქვა, დაახლოებით, 30 00 ლტოლვილის მიღებაზე. ტურგაუს კანტონი კონსტანსის ტბის შვეიცარიულ მხარეს მდებარეობს, რომელიც ქვეყანას გერმანიისგან ყოფს. ტბა ფართოა, მაგრამ ზამთარში ლტოლვილები ყინულზე გადასვლით ცდილობდნენ შვეიცარიაში გადასვლას. პოლიცია მათ უკან აბრუნებდა და ადამიანებიც გესტაპოს ხელში ხვდებოდნენ. ჰიტლერს დასავლეთის რეაქციის ეშინოდა, მაგრამ არაფერი ხდებოდა, მსოფლიო დუმდა და ფიურერი დარწმუნდა, რომ არავინ შეუშლიდა ხელს იმაში, რომ ყველა ებრაელი გაენადგურებინა.

საკვირაო სადილი ოსვენციმი

ორი წელი მსახურობდა ოსვენციმში ესესელი ოსკარ გრენინგი. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ დათანხმდა, ეთქვა ის, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული:

– ჩამოვიდა ახალი ეშელონი. მე ვმორიგეობდი. უცებ ბავშვის ტირილი გავიგონე. ნივთებს შორის ბავშვი აღმოვაჩინე. დედამ დატოვა იგი, რადგან იცოდა, რომ მეძუძურ დედებს მაშინვე გაზის კამერაში გზავნიდნენ. ერთ-ერთმა მცველმა ბავშვს ფეხში სტაცა ხელი და სატვირთო მანქანის კაბინას მიახეთქა თავით, რომ გაეჩუმებინა.

ომის წლებში ოსვენციმში მილიონზე მეტი ებრაელი გაგზავნეს. 900 ათასი მაშინვე მოკლეს. 200 ათასი კი სამუშაოდ დატოვეს. შრომით სამუშაოებს ეწეოდა 140 ათასი პოლონელი, 20 ათასი ბოშა, 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე და ამავე რაოდენობის სამხედრო პირი სხვა ქვეყნებიდან.

ბანაკში მიყვანილი ტყვეები ვალდებულნი იყვნენ, რომ ყველა პირადი ნივთი და ფული ჩაებარებინათ, თუ კიდევ ჰქონდათ დარჩენილი. ოსკარ გრენინგს ევალებოდა სხვადასხვა ქვეყნის მონეტებისა და ქაღალდის ფულის გადარჩევა, მათი დათვლა და ბერლინში ესესის მთავარი ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ცენტრალური აპარატისათვის ჩაბარება.

ოსკარ გრენინგი ხედავდა, როგორ კეტავდნენ შიშველ ადამიანებს კამერაში და გაზს უშვებდნენ. მას ესმოდა, როგორ ყვიროდნენ მომაკვდავები, ხედავდა, როგორ მიათრევდნენ გვამებს კრემატორიუმისკენ. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კრემატორიუმში მივიდა, რომ ენახა, როგორ იწვოდნენ ადამიანები.

ომის დასრულების შემდეგ მას ეკითხებოდნენ:

  • მიეჩვიეთ ოსვენციმს?
  • იქ შესანიშნავი მაღაზია იყო, სადაც ბარათის გარეშე შეიძლებოდა ძვლების ყიდვა წვნიანისთვის.

ესესის ოფიცერთა შემადგენლობას ძალიან კარგი კვება ჰქონდა. აი, ერთ-ერთი მათგანის მოგონებები: „დღეს შესანიშნავი საკვირაო სადილი გვაქვს: პომიდვრის წვნიანი, ნახევარი წიწილა კარტოფილითა და წითელი კომბოსტოთი, გემრიელი ვანილის ნაყინი“.

ესესის პერსონალისთვის საკონცენტრაციო ბანაკში ფუნქციონირებდა დიდი სტადიონი, თეატრი, საცურაო აუზი, სიმფონიური ორკესტრი და საროსკიპო.

გაცნობიერებული გულგრილობა

ექიმი კურტ გერშტაინი ცდილობდა მოკავშირეებისათვის ეცნობებინა ის, რაც საკონცენტრაციო ბანაკებში ხდებოდა. გერშტაინს მიანდეს „ციკლონი ბ“-ს მიწოდება და იმ ნივთების დეზინფექცია, რომლებიც ებრაელთა განადგურების შემდეგ რჩებოდა, რათა ეს ნივთები შემდეგ სხვებს გამოეყენებინათ. საკუთარი სიცოცხლის ფასად მან შვედურ მისიას მიმართა და უამბო იმის შესახებ, როგორ ხოცავდნენ ებრაელებს გაზის კამერებში და ცრემლმორეული ევედრებოდა მათ, რომ ეს ინფორმაცია მოკავშირეთათვის მიეწოდებინათ.

ის ერთადერთი არ ყოფილა, ვინც მოკავშირეებს მასობრივ მკვლელობათა შესახებ ატყობინებდა, მაგრამ ამერიკულ დაზვერვას არ აინტერესებდა ცნობები ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში არსებული მდგომარეობის შესახებ. ბრიტანული და ამერიკული პრესა კი თითქმის საერთოდ არ იტყობინებოდა იმ მასობრივ დანაშაულთა შესახებ, რომლებსაც ნაცისტები სჩადიოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მაღალჩინოსანი დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებმაც რაღაც მაინც იცოდნენ, დუმდნენ. ჰიტლერის პროპაგანდა ამტკიცებდა: გერმანია ებრაელების წინააღმდეგ აწარმოებდა ომს. სწორედ ამიტომ არსებობდა ერთგვარი შეთანხმება − დუმილის შენარჩუნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ებრაელთა ბედთან დაკავშირებით, რათა არავის შეექმნას წარმოდგენა, თითქოს გაერთიანებული ერები მათ გადასარჩენად იბრძვიან. წარმოიქმნა ინტელექტუალური თუ ემოციური გულგრილობის თავისებური ფორმა. გულგრილობა გაცნობიერებული იყო.

ლეონიდ მლეჩინი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი

წყარო: www.novayagazeta.ru

ჩატვირთვა...
escort mersin
mersin bayan escort
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
sisli escort
beylikduzu escort
kartal escort
antalya escort
bodrum escort
gebze escort
alanya escort
bursa escort
mеrsin еscоrt
samsun escort
kayseri escort
kоnya еscоrt
gaziantep escort
adana escort
izmir escort
еskisеhir еscоt
izmit escort
kocaeli escort
kusadasi escort
ankara escort
istanbul escort
pendik escort