ერთი დღე ისტორიიდან

ხუცესი მენგი მოკვდა, რადგან უარი თქვა გაქცევაზე

ჩინეთში იხეტუანის აჯანყება მძვინვარებდა (The Boxer Rebellion), რომელიც მიმართული იყო ჩინეთში დასავლეთის ჩარევის წინააღმდეგ. ხელისუფლება ამბოხებულებს აქეზებდა, დაეხოცათ ყველა უცხოელი და ისინიც, ვინც მათი ცხოვრების წესი შეისისხლხორცა, განსაკუთრებით ქრისტიანები. ათასობით ადამიანი დაიღუპა.

მენგი კონფერენციაზე იმყოფებოდა ტუნგ ჩოუში, როცა შეიტყო იმის შესახებ, რომ ამბოხებულებმა დაანგრიეს რკინიგზა პაო-ტინგ ფუში და გადაჭრეს საკომუნიკაციო გზები. მენგს შეეძლო პეკინში გაქცეულიყო და რომელიმე საელჩოსთვის შეეფარებინა თავი. ბევრი ქრისტიანი ასე მოიქცა, მაგრამ მენგს ახსოვდა იმ მისიონერთა შესახებ, რომლებიც არსად გაქცეულან და თავშესაფარი არ უძებნიათ. მენგი ფიქრობდა, რომ ღირსება მას პაო-ტინგ ფუში წასვლისკენ მოუწოდებდა.

ის დაუყოვნებლივ გაემართა შინისაკენ, სადაც გარდაუვალი სიკვდილი ელოდა. ოთხი დღის განმავლობაში უნდა ევლო ამბოხებულთა შორის, მაგრამ როგორღაც მოახერხა, რომ ქალაქამდე უსაფრთხოდ ჩასულიყო. პაო-ტინგ ფუში ჩასვლისას მან, ჩვეულებისამებრ, ქადაგება დაიწყო. გარდა ამისა, ის ცდილობდა ქრისტიანები უსაფრთხო ადგილებში გაეგზავნა.

მან თავისი თხუთმეტი წლის ვაჟიც საიმედო ადგილას გაგზავნა, თუმცა ბიჭი ევედრებოდა, რომ მამას დარჩენის უფლება მიეცა, რათა მასთან ერთად დამდგარიყო სიკვდილის პირისპირ, მაგრამ მენგმა შეახსენა მას, რომ ოჯახში სხვა აღარავინ დარჩებოდა, ვინც შემდგომში უფალ იესო ქრისტეს შესახებ დაამოწმებდა, თუ ორივეს დაიჭერდნენ და დახოცავდნენ. საბოლოოდ, ბიჭი დაემორჩილა მამის ნებას.

1900 წლის 29 ივნისს, ამბოხებულებმა მენგი შეიპყრეს. ხელები შეუკრეს, თავიანთი წარმართული ღმერთის სამსხვერპლოსთან მიათრიეს და თავი მოჰკვეთეს. მოკვეთილი თავი კი საჯაროდ გამოფინეს, სხეული ტაძრის უკან თხრილში ჩააგდეს.

მეორე დღეს ამბოხებულებმა ბევრი სხვა ქრისტიანიც დახოცეს პაო-ტინგ ფუში. მათ შორის იყვნენ როგორც ჩინელი, ასევე უცხოელი ქრისტიანები.

ექვსი თვის შემდეგ მენგის თავი და სხეული ქრისტიანებმა იპოვეს და სათანადოდ დაკრძალეს.

წყარო