ალექსანდრე – ალექსანდრიის პატრიარქი და ათანასე დიდის წინამორბედი

136

მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ იცის ათანასე დიდის შესახებ, რომელიც არიანეს წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ ათანასეს მიღმა იდგა ეპისკოპოსი, ადამიანი, რომელმაც ათანასე დიდებისკენ მიმავალ გზაზე დააყენა. ეს გახლდათ ალექსანდრე, რომელმაც ათანასე აირჩია თავის მემკვიდრედ და გარდა ამისა, ღიად დაუპირისპირდა არიანეს ერესს. არიანე იყო მღვდელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტე შექმნილი არსება იყო და არა სამების მარადიული პირი.

ალექსანდრე დაიბადა, დაახლოებით, 250 წელს. ის, როგორც ქრისტიანი, გადაურჩა დევნას იმპერატორების გალერიუსისა და მაქსიმინ დაზას მმართველობის პერიოდში. ის ალექსანდრიის პატრიარქი გახდა 313 წელს. მისთვის ამ თანამდებობის ჩაბარება კარგი იდეა იყო, რადგან არიანე მზაკვრული ხერხებით ცდილობდა ამ ადგილის მოპოვებას და უდავოა, რომ ის პატრიარქის წოდებას იმისათვის გამოიყენებდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაევრცელებინა თავისი ერესი.

არიანემ თავის შეხედულებათა სწავლება, დაახლოებით, 300 წელს დაიწყო. პეტრემ, მაშინდელმა ალექსანდრიის პატრიარქმა, ის ეკლესიიდან განკვეთა. 311 წელს პეტრე დააპატიმრეს რწმენის გამო და სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. ამ დროს ალექსანდრემ, აკვილასთან ერთად (აკვილამ, პეტრეს შემდეგ, დაიკავა პატრიარქის ადგილი), დაიწყო არიანესთვის შუამდგომლობა პეტრესთან, რათა მას იგი ეკლესიაში აღედგინა, მაგრამ პეტრემ კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა, რომ არიანე საუკუნოდ წყეული იყო. მიუხედავად ამისა, ძალაუფლების მოპოვების შემდგომ, აკვილამ არიანე მღვდლად აკურთხა. 313 წელს აკვილა გარდაიცვალა და პატრიარქის თანამდებობდა ალექსანდრემ დაიკავა.

ალექსანდრემ თავიდანვე ვერ გააცნობიერა საფრთხე, რომელსაც არიანეს მცდარი სწავლება მოიცავდა. საბოლოოდ, მანაც განკვეთა არიანე. ალექსანდრიაში ჩატარებულმა კრებამ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და არიანეს შეხედულებანი ერესად გამოაცხადა.

მიუხედავად ამისა, არიანე არსად გამქრალა. მისმა იდეებმა ხალხში დაპირისპირება გამოიწვია. არიანეს მიმდევრებს შეხლა-შემოხლა ჰქონდათ ტრინიტარიანელებთან მანამ, სანამ იმპერატორი კონსტანტინე არ ჩაერია. 325 წელს იმპერატორმა პირველი საეკლესიოს კრება მოიწვია ქალაქ ნიკეაში. ალექსანდრე მთავარი ბრალმდებელი გახლდათ კრებაზე. მას თან ახლდა ახალგაზრდა ათანასე, რომელმაც სურვილი გამოთქვა იმისა, რომ ქრისტეს რული ღვთაებრიობის შესახებ მოძღვრებაზე ელაპარაკა.

სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა ალექსანდრემ ათანასე დაასახელა თავის მემკვიდრედ. ალექსანდრე გარდაიცვალა 326 წლის 17 აპრილს. ათანასემ გააგრძელა ბრძოლა ორთოდოქსიის დასაცავად და იბრძოდა სიკვდილამდე. ხუთჯერ გადაასახლეს კიდეც.

წყარო

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort