ბენედიქტ ნურსიელი – ევროპაში პირველი სამონასტრო ორდენის დამაარსებელი (21 მარტი)

182

„ღმერთის გულისათვის მან განგებ აირჩია ცხოვრებისეული სირთულენი და მძიმე შრომა“, ასე წერდა პაპი გრეგორი I ბენედიქტ ნურსიელის შესახებ. ბენედიქტი, სავარაუდოდ, დაიბადა მე-6 საუკუნეში, იტალიაში, ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახში. რომში არსებული გადაგვარებითა და გარყვნილებით აღშფოთებულმა ახალგაზრდა ბენედიქტმა უარი თქვა სიმდიდრეზე, ქალების სიყვარულზე, ქალაქის აურზაურსა და მაცდუნებელ ძალაუფლებაზე იმისათვის, რომ ღვთის ძიება დაეწყო. ის სახლიდან წავიდა და მხოლოდ თავისი ძიძა წაიყვანა თან, თუმცა, მოგვიანებით, ბენედიქტმა ისიც გაუშვა.

ბენედიქტი მთებში, მონასტრის დაბლა არსებულ გამოქვაბულში დასახლდა. სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იქ. დროს ლოცვასა და ღმერთზე ფიქრში ატარებდა და სულიერად იზრდებოდა. დანიშნულ საათებში ბერებს მასთან საჭმელი მიჰქონდათ. აბატის გარდაცვალების შემდეგ, ბერებმა ბენედიქტს სთხოვეს მისი ადგილის დაკავება. ის შეყოყმანდა. იცოდა, რომ ეს ბერები არ ცხოვრობდნენ ისე, როგორც მისთვის იქნებოდა მოსაწონი და ამიტომაც, ის მათთვის შესაფერისი წინამძღვარი ვერ იქნებოდა. ბერები არ მოეშვნენ და დაითანხმეს კიდეც ბენედიქტი. მალე ორივე მხარემ ინანა ამ გადაწყვეტილების გამო. ბერებმა ბენედიქტის მოწამვლა სცადეს და ისიც თავის გამოქვაბულს დაუბრუნდა.

მისი ხასიათი და სასწაულების უნარი მრავალს იზიდავდა. საბოლოოდ, ბენედიქტმა რამდენიმე პატარა მონასტერი გახსნა და სამონასტრო ცხოვრების წესდება შეადგინა. ეს წესდება, როგორც „კათოლიკური ენციკლოპედია“ გვამცნობს, პირველ ადგილს იკავებს სამონასტრო წესდებათა შორის და სწორედ ამ წესდებამ შეასრულა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი დასავლეთში ბერ-მონაზვნობის გავრცელებასა და სამონასტრო ცხოვრების წესის დამკვდრებაში.

ბენედიქტის მიერ შედგენილი წესდება შრომას ღვთისმოსაობის მიღწევის საშუალებად განიხილავდა. ის ხაზს უსვამდა ლოცვის მნიშვნელობას და ბერებს მოკრძალებული ცხოვრებისკენ მოუწოდებდა.

ეს წესდება აღიარებდა ღვთის სიყვარულის მნიშვნელობას, მაგრამ ხსნის მოპოვების გზად საკუთარი თავის უარყოფასა და ღვთისმოსავ ცხოვრებას მიიჩნევდა და არა ქრისტეს, თუმცაღა ბენედიქტი ბერებს იმასაც მიუთითებდა, რომ მათი საბოლოო და უმაღლესი მიზანი ქრისტეს ტანჯვებში მოზიარეობა იყო.

თავისი ცხოვრების მიწურულს ბენედიქტმა ხილვაში ღმერთის დიდება იხილა, თითქოს მთელი ქვეყნიერება მოქცეულიყო ზეციური სინათლის სხივის ქვეშ.

ბენედიქტმა თავისი სიკვდილიც წინასწარ განჭვრიტა. სიკვდილამდე ექვსი დღით ადრე ბრძანა, რომ მისი სამარხი გაეღოთ. შემდგომ ამისა ციებ-ცხელება შეეყარა და დაუძლურდა. ტრადიცია გადმოგვცემს, რომ ის მონტე კასინოში გარდაიცვალა 547 წლის 21 მარტს, თუმცაღა მისი სიცოცხლის წლები გაურკვეველია.

პაპი გრეგორი I ძალიან დიდ პატივს სცემდა სამონასტრო ცხოვრების დამფუძნებელს და ხელს უწყობდა ბენედიქტელთა მოძრაობის გავრცელებას მთელ ევროპაში. 1965 წელს პაპმა პავლე VI-მ ბენედიქტი ევროპის მფარველ წმინდანად გამოაცხადა.

წყარო: http://www.christianity.com

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort