ბიოგრაფიული ცნობები ჯონ უიკლიფის შესახებ

165

ჯონ უიკლიფი გარდაიცვალა 1384 წლის 31 დეკემბერს. ის იყო ცნობილი ფილოსოფოსი და თეოლოგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს მისი თეოლოგიური და ბიბლიური სწავლება, რომელშიც მან ვრცლად აღწერა, თუ რას წარმოადგენდა კათოლიკური ეკლესიის კორუმპირებულობა. აგრეთვე, თავისი მხარდაჭერით უზრუნველყო ბიბლიის თარგმნა. უიკლიფი მუდამ სიკვდილის საშიშროების ქვეშ იმყოფებოდა. იგი ინსულტით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდგომ ბიბლიის თარგმნა მისმა მიმდევრებმა განაგრძეს.

უიკლიფის შრომამ ისეთი კვალი დატოვა, რომ მისი გარდაცვალებიდან 44 წლის შემდეგ კათოლიკური ეკლესიის მთავრებმა ამოიღეს მისი გვამი და დაწვეს. უიკლიფის მიმდევრების მიერ თარგმნისათვის გაწეული შრომა იმდენად პატივსადებია, რომ ბიბლიის მუზეუმში მთელი სართულია მიკუთვნებული ბიბლიის ისტორიისთვის და წიგნთა შორის წიგნისთვის – ბიბლიისათვის.

ჩატვირთვა...