გმირი ეპისკოპოსის, ოსკარ რომეროს მკვლელობა – 24 მარტი, 1980 წელი

131

1979 წელს სან-სალვადორის რიგით მეოთხე არქიეპისკოპოსი ოსკარ არნულფო რომერო წარადგინეს ნობელიის სამშვიდობო პრემიაზე. „შეუდარებელი სიმამაცისა და პატიოსნების მქონე პიროვნებამ, არქიეპისკოპოსმა რომერომ თავისი დაშინების და დამორჩილების ნება არ მისცა ხელისუფლებას, რომელიც სდევნის მას“, წერდა 23 ამერიკელი კონგრესმენი, რომლებმაც ხმა მისცეს არქიეპისკოპოსის ამ ნომინაციაზე წარდგენას.

1977 წლიდან მოყოლებული, ამ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, რომეროს გამუდმებით ემუქრებოდნენ ელ სალვადორის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა სახელისუფლებო ფრთის წარმომადგენლები. ეს იმიტომ, რომ რომერო გაბედულად იმაღლებდა ხმას თავის ჩაგრულ თანამოძმეთა დასაცავად. ის გმობდა მკვლელობებსა და ადამიანების გატაცებას, რაც ძალიან ხშირი იყო მის ქვეყანაში. „ადამიანთა უფლებები არ უნდა ირღვეოდეს მთავრობის ან არმიის სახელით“, ამტკიცებდა ის.

ცხადი იყო, რომ რომეროს სიკვდილი ემუქრებოდა. სამღვდელოების სხვა რამდენიმე წარმომადგენელიც მოკლეს რამდენიმე წლით ადრე. მათ შორის იყო იეზუიტი რუტილიო გრანდე, რომლის მოკვლის ბრძანებაც ქვეყნის ხელისუფლებამ გასცა, რადგანაც გრანდე სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ გამოდიოდა. რომერომ  უარი განაცხადა დაცვაზე და თქვა: „მწყემსი არა საკუთარი თავის, არამედ თავისი სამწყსოს დაცვას ეძიებს“. სხვა ეპისკოპოსები მას კომუნისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ.

ხელისუფლების მიერ დახოცილთა რაოდენობამ შვიდასს მიაღწია მხოლოდ 1980 წლის პრველი სამი თვის განმავლობაში. ჯარისკაცები ხოცავდნენ ღარიბ მიწათმოქმედებს და ცდილობდნენ მათი მიწების მითვისებას. 23 მარტს რომერო ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამოვიდა. მან ჯარისკაცებს დაჟინებით მოსთხოვა არ დამორჩილებოდნენ ღვთის ნების საწინააღმდეგო კანონებს. „მე გთხოვთ, შეგაგონებთ, გიბრძანებთ ღმერთის სახელით, რომ შეწყვიტოთ ეს ჩაგვრა“, ამბობდა რომერო.

ძალადობა არ შეწყვეტილა. მეორე დღეს, 24 მარტს, კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა სალვადორში გამეფებულ ძალადობას. როგორც კი არქიეპოსკოსმა თასი აღმართა საავადმყოფოს სამლოცველოში მესის ჩატარების დროს, გაისმა სროლის ხმა. რომერო დაეცა. ტყვია გულში მოხვედროდა.

ექვსი დღის შემდეგ 30,000 ადამიანი შეიკრიბა საკათედრო ტაძართან არქიეპისკოპოსის დაკრძალვასთან დაკავშირებით. სამგლოვიარო პროცესიის მსვლელობისას სროლა ატყდა. ასობით ადამიანი დაიჭრა. ორმოცი ადამიანი დაიღუპა.

რომერო მამაცი ხუცესი იყო. მისი სიკვდილიც ისეთივე ღირსეული იყო, როგორც სიცოცხლე. მოკვდა, როგორც მშვიდობისმყოფელი. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: მამაო, მიუტევე მათ“.

წყარო: http://www.christianity.com/

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan