გუტენბერგის პირველი ნაბეჭდი ბიბლია – 22 მარტი, 1457 წელი

262

იოჰან გუტენბერგი ერთ-ერთი ცნობილი პიროვნებაა, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწის ზურგზე, მაგრამ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით მის შესახებ. სავარაუდოდ, 1398 წელს დაიბადა, გარდაიცვალა, ასევე სავარაუდოდ, 1468 წელს. წიგნების კითხვა თუ გიყვართ, მაშ, ამ არაჩვეულებრივი გამომგონებლის მოვალე ხართ.

გუტენბერგი პირველი ადამიანი იყო ისტორიაში, რომელმაც წიგნები დაბეჭდა ცალკეულ ასო-ნიშანთა მოძრავი ლიტერების გამოყენებით, თუმცა გამოგონება შეიძლება მას სულაც არ ეკუთვნოდა. ვერცხლის საქმეთა ოსტატი, სახელად ვალდვოგელი, ასწავლიდა „ხელოვნურ წერას“ ავინიონში ჯერ კიდევ 1444 წელს და ამისათვის ფოლადის ასოებს და რკინის პრესს იყენებდა, თუმცაღა ვალდვოგელმა ვერ დაძლია ის დაბრკოლებანი, რომლებიც გუტენბერგმა გადალახა დიდი შრომის ფასად.

გუტენბერგი ოქრომჭედელი იყო და ტექნიკური ცოდნაც ჰქონდა და საკმარისი ფინანსებიც იმისათვის, რომ თავად დაეფინანსებინა თავისი ექსპერიმენტები და ეს პროექტი ბოლომდე განეხორციელებინა, თუმცა მას გაცილებით უფრო მეტი თანხა დასჭირდა და ამისათვის პარტნიორი შეარჩია, იოჰან ფუსტ მაინცი. იმის გამო, რომ გუტენბერგი მეტისმეტად ასაიდუმლოებდა თავის საქმიანობას, პარტნიორმა უჩივლა. ეს იყო ბედის ირონია, რადგან გუტენბერგმა ვერავითარი სარგებელი ვერ პოვა თავისი გამოგონებით. კაცი, რომელმაც ბეჭდვის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა, სასამართლოში ჩვეულებრივი მოვალესავით იდგა და კითხვებს პასუხობდა, რადგან მევალეებმა აღარ დააცადეს საქმის ბოლომდე გაკეთება. ფუსტს გადაეცა გუტენბერგის აღჭურვილობა და მის მიერ დაბეჭდილი ლათინური ბიბლიები.

დღეს გუტენბერგის მიერ დაბეჭდილი რამდენიმე ბიბლიაა შემორჩენილი და თითოეული მილიონობით დოლარადაა შეფასებული და მაინც, ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, როდის დაიბეჭდა მისი პირველი ბიბლია. ზოგიერთი ცნობით, ეს 1457 წლის 22 მარტს მოხდა, თუმცა ეს თარიღი სათუოა, რადგან ბიბლიის სხვა ასლები უკვე არსებობდა მაშინ, როცა ფუსტმა უჩივლა გუტენბერგს 1455 წელს.

გუტენბერგის მიერ დაბეჭდილი ბიბლია ლათინურ ენაზე იყო, რადგან ეს იყო კათოლიკური ეკლესიის ღვთისმსახურების ენა. ეს ბიბლია გახლდათ სამი ტომისაგან შემდგარი და მოიცავდა 1282 დაუნომრავ ფურცელს.

სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ გუტენბერგმა განაგრძო ბეჭდვითი საქმიანობა. ის ოცნებობდა, რომ მისი წიგნები იმდროინდელი ხელნაწერებივით მშვენიერი და დახვეწილი ყოფილიყო. ეს კი უბრალოდ შეუძლებელი იყო იმ დროისათვის.

იოჰან გუტენბერგი, სავარაუდოდ, 1468 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მაინცის ეკლესიაში, თუმცა, მოგვიანებით, ეკლესიაც და სასაფლაოც განადგურდა და დღეს მისი საფლავი არ გვაქვს.

წყარო: http://www.christianity.com/

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan