„დეიდა“ შარლოტ ტაკერი – ინგლისელი მისიონერი ინდოეთში

112

შარლოტ ტაკერი 54 წლის იყო, როცა ინდოეთში წავიდა მისიონერად საკუთარი ხარჯებით. შარლოტი დაიბადა 1821 წლის 8 მაისს. ის გახლდათ აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის (East India Company) ყოფილი დირექტორის, ჰენრი ჯორჯ ტაკერის ქალიშვილი. შარლოტმა ბევრი საბავშვო წიგნი გამოსცა ფსევდონიმით „ინგლისის ლედი“. ინდოეთში წასვლა უფრო ადრე ვერ შეძლო, რადგან 18 წლის განმავლობაში ხანდაზმულ მშობლებს უვლიდა, ასევე ზრუნავდა თავის ობლად დარჩენილ ძმისწულებზე.

ინგლისიდან გამგზავრებამდე შარლოტმა ჰინდუ შეისწავლა, შიშობდა, რომ შუახნის ასაკში უცხოური ენის შესწავლას ვეღარ შეძლებდა. ინდოეთში ჩასვლისთანავე დაიწყო ახალ ენაზე საუბარი და ერთი წლის განმავლობაში კარგად დაეუფლა ჰინდუს.

იმისათვის, რომ მისაღები ყოფილიყო ინდოელებისათვის, შარლოტმა გადაწყვიტა, მათ აზროვნებას „მორგებოდა“. პირველ ღვთისმსახურებაზე შარლოტი ფეხმორთხმით იჯდა იატაკზე ადგილობრივ ქრისტიანებთან ერთად. სარისაც ჩაიცვამდა, სხვა მისიონერებს რომ არ აეკრძალათ მისთვის ეს. მისი ქრისტიანული ცხოვრება და დამოწმება იმდენად კაშკაშა და მიმზიდველი იყო, განსაკუთრებით, როცა ცეკვავდა და მღეროდა, რომ ინდოელები რამდენიმე კილომეტრსაც კი გადიოდნენ იმისათვის, რომ მისი გაბრწყინებული სახე ენახათ. შარლოტს ყველა „დეიდას“ უწოდებდა სიყვარულით.

ყოველწლიურად ერთი თვის განმავლობაში ისვენებდა შარლოტი. ამ დროს ის წერდა მოთხრობებს, იგავებსა და ალეგორიებს, რომლებიც განსაკუთრებით გასაგები აღმოჩნდა ინდოელებისათვის. შარლოტი ასწავლიდა ქალებს, მოგვიანებით კი ბიჭუნებს.

შარლოტ ტაკერი გარდაიცვალა 1893 წლის 2 დეკემბერს.

წყარო:

ჩატვირთვა...