როგორ გადაურჩა ეთიოპიის ეკლესია განადგურებას

221

რა მოუვათ ქრისტიანებს? ისინი ძალიან მცირედნი არიან და ცოტა თუ იციან ქრისტეს შესახებ. 1937 წლის აპრილი იდგა. იტალიელი ჯარისკაცები ეთიოპიიდან, ვალამოს რეგიონიდან პროტესტანტი მისიონერების გაყვანას აპირებდნენ. მისიონერებს ისღა დარჩენოდათ, რომ გულმხურვალედ ელოცათ ეთიოპიელ ახალმოქცეულ ქრისტიანებზე.

ერთი წლით ადრე, 1936 წლის 5 მაისს, ეთიოპისს დედაქალაქი ადის აბება მუსოლინის ჯარმა დაიკავა. იმპერატორი ჰაილე სელასიე (Haile Selassie) გაიქცა. ფეხშიშველი ეთიოპიელი ჯარისკაცები მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდნენ ტანკებს, მაგრამ დამარცხდნენ.

მალე გამარჯვებულები მისიონერებს მიადგნენ, რომლებმაც ვალამოში 48 ახლად მონათლული ეთიოპიელი დატოვეს. მათ მხოლოდ მარკოზის სახარება და წმინდა წერილის რამდენიმე სხვა ნაწყვეტი ჰქონდათ თავიანთ ენაზე და მათი წაკითხვაც მათ შორის ცოტას თუ შეეძლო. მისიონერები განუწყვეტლივ ლოცულობდნენ მათთვის.

1941 წლის 5 მაისს, მისიონერთა მიერ ეთიოპიის დატოვებიდან 5 წლის შემდეგ, ჰაილე სელასიე დაბრუნდა. მისიონერებიც დაბრუნდნენ დედაქალაქში. რა ნახეს იქ მათ?

ვალამოდან ამბავი შეატყობინეს, რომ ეკლესია არა თუ გადარჩა, არამედ გაიზარდა კიდეც. გაიზარდა ორასჯერ. 48 მორწმუნიდან მორწმუნეთა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია!

ეთიოპიელმა ქრისტიანებმა აიტანეს დევნა, ტანჯვა-წამება, მრავალი მათგანი დახოცეს კიდეც. მათი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ტორო ტალახიან საპყრობილეში ძირს დააგდეს და მათრახით სცემეს. თან ეკითხებოდნენ: „სად არის ღმერთი, რომ გიხსნას ჩვენი ხელიდან?“

„ჩემს ღმერთს შეუძლია ჩემი ხსნა, თუ ინებებს და თუ არა, ის მპირდება, რომ ზეცაში წამიყვანს თავისთან“, მიუგო ტორომ. მალე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და აგურებით აშენებული საპყრობილე მიწასთან გაასწორა. მცველები თავზარდაცემულნი იყვნენ. ისინი ევედრებოდნენ ტოროს ელოცა მათთვის და შემდეგ გაათავისუფლეს კიდეც.

დაბრუნებული მისიონერები ხარობდნენ. მათი ამოცანა ახლა ბიბლიის თარგმნის დასრულება, ახალმოქცეულთათვის განათლების მიცემა და ადგილობრივი ეკლესიის სტრუქტურის ჩამოყალიბება იყო.

წყარო: 

ჩატვირთვა...