„ეს მე შენთვის გავაკეთე და შენ რა გააკეთე ჩემთვის?“ (ისტორიული ფაქტი)

93

ერთხელ ერთი მდიდარი ახალგაზრდა ბარონი, მშვენიერი ეტლით დუსელდორფის გავლით პარიზში მიდიოდა.

ის იყო მდიდარი, განათლებული და ჭკვიანი. სამყარო უხსნიდა მას ყველა თავის საგანძურს, მას მთელი თავისი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ ჰქონდა.

სანამ მისი ცხენები ისვენებდნენ, მან გადაწყვიტა მოენახულებინა ამ ქალაქის ცნობილი სამხატვრო გალერეა.

მისი ყურადღება მიიპყრო სტენბერგის სურათმა სახელწოდებით „ჯვარცმა“.

ის ისევ და ისევ კითხულობდა სურათის ქვემოთ დაწერილ ტექსტს: „ეს მე შენთვის გავაკეთე და შენ რა გააკეთე ჩემთვის?“

მან კარგა ხანი ვერ შეძლო მისგან თვალის მოწყვეტა. ეს სიტყვები შეიჭრა მის გულში. ქრისტეს სიყვარულმა შეაღწია მის სულში და მოიცვა ის. გადიოდა საათები. დაღამდა. მცველმა ზრდილობიანდ უთხრა, რომ გალერეის დარბაზები იხურებოდა.

მოვიდა ღამე, მაგრამ მის ჯერ კიდევ საერო ცხოვრებაში ბრწყინდებოდა საუკუნო სიცოცხლის ნათელი. ეს იყო გრაფი ცინცენდორფი, რომელიც შემდგომ ქრისტეს ცნობილი მსახური გახდა.

სასტუმროში დაბრუნებისას ის ჩაჯდა თავის ეტლში, მაგრამ არა იმისათვის, რომ პარიზში წასულიყო, არამედ იმისათვის, რომ დაბრუნებულიყო სახლში.

იმ მომენტიდან მან რადიკალურად შეცვალა თავისი ცხოვრება: მან თავისი სახელი, თავისი სიმდიდრე, მთელი ცხოვრება დადო იმ პიროვნების ფეხებთან, რომელმაც მის გულში წარმოთქვა ეს სიტყვები: „ეს მე შენთვის გავაკეთე და შენ რა გააკეთე ჩემთვის?“

გრაფი ნიკოლოზ ლუდვიგ ფონ ცინცენდორფი (1700–1760) იყო გერმანელი პიეტისტი და რელიგიური რეფორმატორი, გერგუნთის საძმოს ჩამომყალიბებელი, სადაც 100 წლის მანძილზე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა უწყვეტი ლოცვები. ცინცენდორფი 33 წელი ხელმძღვანელობდა მისიონერთა ქსელს, რომელმაც მაშინ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა.

ისინი ასრულებდნენ ცინცენდორფის მითითებებს, ყველა მათგანი თავად ირჩენდა თავს და გვერდი–გვერდ მუშაობდნენ იმ ადამიანებთან ერთად, რომელთანაც მიჰქონდათ სახარების ნათელი უწყება.

თარგმნა: თამუნა ბაღდავაძემ

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan