ივან პროხანოვი – მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

108

მოლოკნები (მალაკნები) იყო რუსეთში აღმოცენებული რელიგიური მოძრაობა, რომელიც წარმოიშვა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. მოლოკნებს სწამდათ, რომ ბიბლია იყო ხსნისკენ მიმავალი წინამძღოლი სულისათვის და უარყოფდნენ რიტუალებს, ხატებს, მარხვებს, ეკლესიების მორთვას და მოხატვას და წმინდა ნაწილების თაყვანისცემას.

ერთი ვერსიით, მათ მოლოკნები („რძის ხალხი“) ეწოდათ იმის გამო, რომ რძეს სვამდნენ მართლმადიდებლურ მარხვათა განმავლობაში. სხვა ვერსიით, ეს სახელი მდინარე მოლოჩნაიას უკავშირდება, რომლის ნაპირებზე მალაკნების დიდი ნაწილი სახლობდა. სხვა ეტიმოლოგიის თანახმად, ასეთი სახელდების მიზეზი მალაკანთა მცირერიცხოვნებაა.

თავად მალაკნები თავიანთ თავს და მოძღვრებას „სუფთა სულიერ რძეს“ ადარებენ და თვლიან, რომ ეს მათი თვითსახელწოდებაა, დაფუძნებული პეტრე მოციქულის სიტყვებზე: თქვენ, „როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის“ (1 კორ. 3:2; ებრ. 5:12; 1 პეტრე 2:2). რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ მრავალი მათგანი კავკასიაში გადაასახლა. მათ შორის იყო პროხანოვების ოჯახი. 1869 წელს მალაკნების ოჯახში დაიბადა ივან პროხანოვი.

ვოლტერისა და რუსოს კითხვისას, ყმაწვილი ივანი დაიბნა; ვერ გაეგო, რა იყო ადამიანის ცხოვრების მიზანი. 1886 წელს, ახალი აღთქმის კითხვისას, მისი ყურადღება ქრისტეს სიტყვებმა მიიპყრო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (იოანე 14:6). ივანმა მოციქულ პავლეს სიტყვებიც წაიკითხა: „ვინაიდან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები“ (ფილიპელთა 1:21). მან პატიება სთხოვა ღმერთს თავისი ურწმუნოებისათვის და მადლობა შესწირა მას ხსნისათვის.

ივანს სურდა, რომ თავისი ხალხისთვის სარგებლის მომტანი ყოფილიყო. ის პეტერბურგის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მექანიკურ ინჟინერიას სწავლობდა. ამავდროულად, ბავშვებს ასწავლიდა და ქადაგებდა კიდეც. ის საიდუმლოდ ატარებდა შეხვედრებს, რადგან რელიგიური თავშეყრანი არაკანონიერად იყო მიჩნეული მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ. ევანგელური ქრისტიანობის ზრდის შეჩერებას მართლმადიდებლური ეკლესია თავისი პოლიტიკური ზეგავლენის გამოყენებით ცდილობდა.

ივანი დარწმუნებული იყო, რომ რუს ხალხს სულიერი რეფორმა სჭირდებოდა ყველაზე მეტად და ამიტომაც წერდა: „არც ერთი სოციალური ან პოლიტიკური რეფორმა არ იქნება წარმატებული, თუ თავდაპირველად ხალხში სულიერი და მორალური რეფორმა არ განხორციელდება.“ ის არალეგალური ქრისტიანული ჟურნალის გამოცემას ხელმძღვანელობდა.

ივანს დასავლეთში გაქცევა მოუხდა გარკვეული ხნით და როცა დაბრუნდა, ინჟინრად დაიწყო მუშაობა ვესტინგჰაუსის ელექტროკომპანიაში (Westinghouse Electric Company). დღისით ინჟინრად მუშაობდა, ღამით სახარებას ქადაგებდა და საგალობლებს წერდა. მან დააარსა ბიბლიის სკოლა და ახალგაზრდული ჯგუფებიც ჩამოაყალიბა.  ხშირად დასაძინებლად ორ საათამდე არ წვებოდა. ორჯერ დაპატიმრებული იყო რწმენის გამო.

1905 წლის შემდეგ რუსეთში რელიგიური თავისუფლების რამდენიმე წელი დადგა. ივანი ამ პერიოდში მთელი რუსეთის ევანგელისტური ქრისტიანული კავშირის პრეზიდენტი გახლდათ.

სიკვდილამდე ორი წლით ადრე ის წერდა: „უკან რომ ვიყურები და ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს ვიაზრებ, ვხვდები, რომ ყველა დაბრკოლება, ყველა დევნა და დაპატიმრება რუსეთში ევანგელისტური ქრისტიანული მოძრაობის ზრდას ემსახურებოდა“.

ივან პროხანოვი 1924 წლის 6 აპრილს, ბერლინში გარდაიცვალა.

წყარო:http://www.christianity.com

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan