ლედი ანნა ერსკინისა და როულანდ ჰილის ისტორია

253

ერთხელ როდესაც როულანდ ჰილი ქადაგებდა ლონდონში, პარკში, იქვე ეტლით ჩამოიარა ანნა ერსკინმა, რომელიც ცნობილი იყო მთელს ქალაქში თავისი სილამაზითა და სიმდიდრით, იგი ყველგან სასურველი სტუმარი იყო. მას ბევრი სმენოდა ამ მოქადაგეზე და სთხოვა მეეტლეს, რომ სცენასთან ახლოს მისულიყო.

იმის შემდეგ რაც უთხრეს ჰილს თუ ვინ იყო ეს ქალბატონი, ჰილმა მოულოდნელად შეწყვიტა თავისი ქადაგება და თქვა: „მოიცადეთ, მეგობრებო, მე რაღაც მაქვს გასაყიდი“ ….

დიდი სიჩუმე ჩამოვარდა…შემდეგ გააგრძელა: “ტიტულზე მეტი, იმაზე მეტი ვიდრე ევროპის გვირგვინი….ეს ქალბატონი ერსკინის სულია, ვის სურს ქალბატონი ერსკინის სულის ყიდვა?“

ამ უცნაური კითხვის შემდეგ ისევ გააგრძელა: „მე ვხედავ, არის მყიდველი, აი გამოჩნდა.

-აბა, სატანავ შენ რას მისცემ?

-სიამოვნებას, პატივს, სიმდიდრეს, მთელს ქყვეყნირებას მივცემ მისი სულის სანაცვლოდ.

-აი კიდევ, ასეც ვიცოდი, უფალო იესო ქრისტე, შენ რას იძლევი?

-მე მივცემ მშვიდობას, სიხარულს, უზრუნველყოფას, რომელნიც არ გაეგება ამ ქვეყნიერებას და მე მივცემ მას საუკუნო სიცოცხლეს!

ქალბატონო ერსკინ, თქვენს სულს ორი მყიდველი ჰყავს, რომელს დაეთანხმებით?

ლედი ანნა ერსკინისმა უბრძანა, რომ გაეღოთ ეტლის კარი, იგი ტირილით გადმოვიდა და მიიღო იესო ქრისტე თავის მხსნელად.

წყარო: Bible Hub

 

„რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?

(მათეს სახარება 16:26)

 „მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

(მათე 11:28)

ჩატვირთვა...

Negatif Haberler