მარტინ ლუთერის ყველაზე ცნობილი სიტყვები

533

„ვინაიდან თქვენს უდიდებულობას და თქვენს უგანათლებულესობათ მარტივი პასუხი სურთ, გიპასუხებთ მარტივად. მანამ, სანამ არ დავრწმუნდები წმინდა წერილისა და საღი აზრის მეშვეობით, არ მივიღებ პაპებისა და კრებების ავტორიტეტს, რადგან ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ჩემი სინდისი ღვთის სიტყვას ემორჩილება. მე არ შემიძლია და არც რაიმეს უარვყოფ, რამეთუ სინდისის წინააღმდეგ მოქმედება არც სწორია და არც უსაფრთხო. აი, აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. დაე, ღმერთი შემეწიოს. ამინ.“

შესაძლოა, რეფორმაციის ყველაზე ცნობილი სიტყვები, ჩვენამდე მოღწეულ ნაბეჭდ მოხსენებათა მიხედვით, იყო ლუთერის მიერ წარმოთქმული პასუხი ვორმსში, სადაც მისი სწავლება იქნა გასამართლებული ვორმსის ედიქტით. მან ეს ცნობილი სიტყვები წარმოთქვა 1521 წლის 18 აპრილს და შემდეგ, ლათინურადაც გაიმეორა ამ სიტყვების არსი მათთვის, ვისაც არ ესმოდა გერმანული.

ლუთერს მაშინვე არ დაუტოვებია ვორმსი. რამდენიმე დღის განმავლობაში მას სთხოვდნენ, რომ ეკლესია ორად არ გაეყო. ეუბნებოდნენ, რომ გერმანიაში ომი გარდაუვალი იქნებოდა. მელანქტონი, ლუთერის საყვარელი თანაშემწე, შესაძლოა მოეკლათ, მაგრამ ლუთერმა გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად დაეცვა ღვთის სიტყვა.

მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ნაბეჭდი ვერსიები შეიცავს ლუთერის სიტყვებს: „აი, აქ ვდგავარ. სხვაგვარად არ ძალმიძს“, ოფიციალურ ნაწერებში ეს სიტყვები არ გვხვდება. ნამდვილად წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები ლუთერმა, არ ვიცით, მაგრამ ისინი ამ გაბედული ბერის სულისკვეთებას კარგად გამოხატავს. მაშინ, როცა ლუთერმა ვორმსი დატოვა, ცხადი გახდა, რომ რეფორმაცია გარდაუვალი იყო.

წყარო

ჩატვირთვა...