პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

153

როგორც ცნობილია ისტორიიდან, პირველი ადამიანი, ვინც ზიარების შესახებ წიგნი დაწერა 831 წელს, გახლდათ რადბერტ პასხაზი. წიგნს ეწოდებოდა „უფლის სხეულისა და სისხლის შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ პასხაზის არ გამოუყენებია ტერმინი „ზიარება“, ის ასწავლიდა ტრანსუბსტანციაციას, რაც ნიშნავდა, რწმენის მეშვეობით, ღვინისა და პურის გარდაქმნას ქრისტეს სისხლად და ხორცად.

პასხაზის პირდაპირ ესმოდა ქრისტეს სიტყვები: „ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული“. ის ამბობდა, რომ პური და ღვინო ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცეოდა ზიარებისას. მისი შეხედულებით, ღმერთი სასწაულებრივად ქმნის ქრისტეს ფიზიკურ, ისტორიულ სხეულს ზიარების ჟამს, როცა პურს ზიარებისთვის (ევქარისტიისთვის) ცალკე გადადებენ.

პასხაზი ხას უსვამდა ქრისტესთან მისტიკურ შეერთებას. ქრისტე ასწავლიდა: „ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება, და მე მასში“ (იოანე 6:56). აქედან გამომდინარე, პასხაზი ამბობდა, რომ თუ ევქარისტიას ღირსად მიიღებდა მორწმუნე, ეს მას ქრისტესთან გააერთიანებდა.

თანამედროვენი აკრიტიკებდნენ პასხაზის შეხედულებას და მიიჩნევდნენ, რომ ის მეტისმეტად მატერიალისტური და დასახვეწი იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ქრისტეს სისხლი და ხორცი უფრო სიმბოლურად უნდა განმარტებულიყო. პასხაზი კი იცავდა თავის პოზიციას თავისი ცნობილი წერილის მეშვეობით და ამას კარგადაც ახერხებდა, რადგან განათლებული სწავლული გახლდათ. ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ თავისი შრომები ეკლესიის მამათა სწავლებას შეესაბამებოდა.

მსგავსი კონცეფცია განავითარა ბერენგარ ტურელმაც მე-11 საუკუნეში. სიტყვა „ტრანსსუბსტანციაცია“ ფართოდ გამოიყენებოდა დასავლეთში მე-12 საუკუნის ბოლოს. ტრანსსუბსტანციაციის შესახებ რწმენა განისაზღვრა 1215 წელს ლატერანის კრებაზე. ცნების შემდგომი განსაზღვრება ეკუთვნის თომა აქვინელს. ტრენტის კრებამ (1545-1563)  ხელახლა დაამტკიცა ეს დოქტრინა. ეს იყო (და არის) კათოლიკეებისა და პროტესტანტების დაყოფის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.

პასხაზის ნაშრომი ასეთ გავლენას არ მოიპოვებდა, ნეტარი ავგუსტინეს სახელით რომ არ გავრცელებულიყო იგი. ავგუსტინე ცნობილი იყო, ხოლო პასხაზი ერთი რიგითი ბენედიქტელი ბერი გახლდათ.

რადბერტ პასხაზი გარდაიცვალა 856 წლის 26 აპრილს.

წყარო: 

ჩატვირთვა...