პროტესტანტებს პირველად ეწოდათ პროტესტანტები 1529 წელს

192

ამ დღეს, 1529 წლის 19 აპრილს გაჩნდა ტერმინი „პროტესტანტი“, როგორც ქრისტიანობის ერთ-ერთი მიმართულების აღმნიშვნელი.

მარტინ ლუთერი ერეტიკოსად შერაცხეს პაპმა და იმპერატორმა, მაგრამ მისი მიმდევრები სულ უფრო და უფრო მეტად მრავლდებოდნენ. იმპერატორმა კარლოს მეხუთემ ვერ შეძლო რეფორმატორთა მოძრაობის ჩახშობა ისე, როგორც თავად სურდა, რადგან თურქები აღმოსავლეთიდან ემუქრებოდნენ მის იმპერიას. 1521 წელს, გერმანიის ქალაქ ვორმსში კარლოსმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მარტინ ლუთერი კანონგარეშედ გამოცხადდა.

ხუთი წლის შემდეგ, მომდევნო საიმპერატორო კრებაზე კარლოსმა თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ იმპერიაში შემავალი ნებისმიერი ტერიტორიის მმართველს შეეძლო თავად განეგო თავისი მხარე ისე, როგორც ეს ღვთისათვის მოსაწონი იქნებოდა. პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავდა, რომ გერმანიის ბევრი დამოუკიდებელი ქალაქისა და სამთავროს რელიგია ხდებოდა ის რელიგია, რომლის მიმდევარიც იყო ამ ქალაქისა თუ სამთავროს მმართველი.

ამ მოვლენებამდე რვა წლით ადრე მარტინ ლუთერი რწმენის და სინდისის თავისუფლების დასაცავად იბრძოდა ვორმსში გამართულ კრებაზე. 1526 შპაიერში გამართულმა პირველმა კრებამ, გერმანელ ლუთერან მთავართა მოთხოვნით, შეჩერდა ვორმსის ედიქტის მოქმედება მარტინ ლუთერის წინააღმდეგ. შპაიერის მეორე კრებამ გააუქმა ეს დადგენილება. ამის პასუხად ექვსმა მთავარმა და წმინდა რომის იმპერიის თოთხმეტმა  თავისუფალმა ქალაქმა კრებაზე წარადგინა ე.წ. „შპაიერის პროტესტი“.

აღნიშნული დოკუმენტის სახელწოდების მიხედვით რეფორმაციის მომხრეებს „პროტესტანტები“ ეწოდათ, ხოლო რეფორმაციის შედეგად აღმოცენებულ არაკათოლიკურ კონფესიას კი „პროტესტანტიზმი“.

დღეს პროტესტანტიზმი ქრისტიანობის სამი მთავარი შტოდან ერთ-ერთია. სამივე შტოს ერთ საფუძველი აქვს, თუმცა მათ შორის არსებითი განსხვავებებიც არსებობს. მთავარი განსხვავება ის არის, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესია და რომაულ-კათოლიკური ეკლესია წმინდა წერილს ათანაბრებს ეკლესიის ტრადიციებსა და „გარდამოცემასთან“ (ეკლესიის მამათა შრომები), ხოლო პროტესტანტებისთვის ქრისტიანული რწმენის უზენაესი და ერთადერთი ავტორიტეტი ბიბლიაა, ღვთის სიტყვა. პროტესტანტები აღიარებენ ყველა მორწმუნის მღვდლობას და რწმენით გამართლების მოძღვრებას.

წყარო

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort