რაბან ბარ საუმას სტუმრობა რომის პაპთან – 28 მარტი, 1288 წელი

124

ამ დღეს, 1288 წლის 28 მარტს, აღდგომა იყო. აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო საეკლესიო კალენდარში, დღე, როცა ქრისტე მკვდრეთით აღდგა. ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნებოდა განსაკუთრებით რომში.

ამ დღეს, პაპის რანგში, პირველად აღნიშნავდა ჯიროლამო მაში. ახლად არჩეულმა პაპმა თავის სახელად აირჩია ნიკოლოზ IV. 1288 წლის 28 მარტი კიდევ იმითაც იყო გამორჩეული, რომ ამ დღეს პაპთან ერთად აღდგომას აღნიშნავდა რაბან ბარ საუმა, დესპანი შორეული აღმოსავლეთიდან.

ბარ საუმა ნესტორიანელი იყო, ქრისტიანთა უძველესი სექტის წევრი. ის ჩინეთში, პეკინის მახლობლად დაიბადა ქრისტიანთა ოჯახში და 23 წლის ასაკში ნესტორიანელი ბერი გახდა. სახელი გაითქვა, როგორც ასკეტმა და მასწავლებელმა. მას იერუსალიმში წასვლა სურდა, მაგრამ ბრძოლების გამო ვერ მოახერხა იქ ჩასვლა. ამის გამო მან მრავალი წელი გაატარა ბაღდადში, რომელსაც მონღოლები აკონტროლებდნენ. ის მონღოლთა დესპანი გახდა ევროპაში. უკვე ხანდაზმული ბერი ევროპელ მონარქებს შეხვდა იმისათვის, რომ ფრანკო-მონღოლური ალიანსი შექმნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, რაბან საუმამ შემდეგ, ბაღდადში ყოფნისას აღწერა თავისი ცხოვრება და მოგზაურობანი.

ევროპაში მოგზაურობისას რომში ჩასულმა ბარ საუმამ ნახა, რომ პაპის ტახტზე ნიკოლოზ IV იჯდა, რომელმაც დიდი სიხარულით მიიღო იგი. პაპმა ნება ზიარებაში მონაწილეობის მიღების ნება დართო.

„ბზობის დღესასწაულზე პაპმა ბარ საუმა ათი ათასობით ადამიანის წინაშე აზიარა, რომლებიც ხმამაღლა ღრიალებდნენ „ამინს“ და მათი შეძახილებისგან მიწა ზანზარებდა. რაბან საუმაც ხარობდა დიდი სიხარულით, რადგან ზიარების საიდუმლოება თავად პაპისგან მიიღო“.

ცოტა ხანში ბარ საუმამ თავის ხალხთან დაბრუნების ნებართვა ითხოვა. პაპს უნდოდა, რომ ეს მოხუცი კაცი რომში დარჩენილიყო, მაგრამ ბარ საუმამ უთხრა, რომ მოვალეობანი ეკისრებოდა თავის გამომგზავნელთა წინაშე. სპარსეთში დაბრუნებულმა ბარ საუმამ ეკლესია ააგო, რომლის გვერდითაც დაკრძალეს გარდაცვალების შემდეგ.

წყარო: http://www.christianity.com

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan