რეგენსბურგის კრება – მცდელობა პროტესტანტების და კათოლიკეთა შერიგებისა

115

1541 წლის 27 აპრილს იმპერატორმა კარლოს მეხუთემ მოიწვია კრება რატისბონში (რეგენსბურგი) იმისათვის, რომ აღმდგარიყო წმინდა რომის იმპერიის რელიგიური ერთიანობა. შესავალ სიტყვაში იმპერატორმა თქვა, რომ რელიგიურმა განსხვავებებმა ევროპაში განხეთქილება მოიტანა და ამან საშუალება მისცა თურქებს, რომ თითქმის გერმანიამდე მოეღწიათ.

პაპი პავლე III ასევე იმედოვნებდა, რომ შერიგება მოხდებოდა. მან თავის წარმომადგენლად კარდინალი კონტარინი გაგზავნა, რომლის შეხედულებანიც გამართლების დოქტრინის შესახებ ლუთერის შეხედულებათა მსგავსი იყო. პროტესტანტებსაც მშვიდობა სურდათ. კათოლიკეები სჭარბობდნენ მათ და იცოდნენ, რომ მრავალი ტანჯვისა და დევნის გადატანა მოუწევდათ, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ. ჟან კალვინს უნდა ედევნებინა თვალყური სხდომების მიმდინარეობისათვის, მაგრამ მან განაცხადა, რომ ორ მხარეს შორის განსხვავებანი მეტისმეტად დიდი იყო იმისათვის, რომ უბრალო განხილვათა მეშვეობით მოგვარებულიყო.

მოლაპარაკებათა პროცესში კათოლიკურ მხარეს წარმოადგენდნენ ეკი, პფლაგი და გროპერი (Eck, Pflug, and Gropper). პროტესტანტების მხრიდან გამომსვლელნი გახლდნენ მელანქტონი, ბუტცერი და პისტორიუსი (Melanchthon, Bucer, and Pistorius).

პაპ პავლე მესამეს სურდა, რომ თავისი ძალაუფლების საკითხი პოგვარებულიყო პირველად. კონტარინი ხვდებოდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ამ საკითხს თუ ცოტა მოგვიანებით განიხილავდნენ. მოლაპარაკებანი წარმატებით წარიმართა ისეთ დოქტრინებთან დაკავშირებით, როგორებიც იყო პირველქმნილი ცოდვის, თავისუფალი ნების და გამართლების შესახებ მოძღვრებანი.

მოლაპარაკებათა დროს გვერდი აუარეს ეკლესიის ძალაუფლების საკითხს, როცა დაინახეს, რომ ორივე მხარე არათანაბარ მდგომარეობაში იყო და დაიწყეს საეკლესიო საიდუმლოებათა განხილვა, თუმცა ზიარებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. კათოლიკეები დაჟინებით აცხადებდნენ, რომ პური მართლაც იქცეოდა ქრისტეს ხორცად და ამიტომ ეს პური უნდა გაღმერთებულიყო, ხოლო რეფორმატორები ამბობდნენ, რომ ზიარებისას ქრისტეს თანდასწრება იყო მხოლოდ, პური და ღვინო არ იქცეოდა ქრისტეს ხორცად და სისხლად და ზიარების სიმბოლოთა გაღმერთება კერპთაყვანისმცემლობა გახლდათ.

შერიგების საკითხმა კრახი განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საკითხებზეც ისაუბრეს კრების მონაწილეებმა, თუმცა უშედეგოდ.

შედეგად ორივე დენომინაციამ თავისი გზით განაგრძო სვლა. საბოლოოდ, ევროპა იქცა ქრისტიანთა დაპირისპირების ასპარეზად.

წყარო: 

ჩატვირთვა...