რობერტ კოლდევეის მიერ ბაბილონის აღმოჩენა

475

1898-1899 წლებში რობერტ კოლდევეიმ განსაზღვრა ადგილი, სადაც მდებარეობდა უძველესი ქალაქი ბაბილონი. ნიჭიერმა არქიტექტორმა და არქეოლოგმა იცოდა, რომ მას დანიშნავდნენ გათხრების ხელმძღვანელად. გერმანიის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოება მთლიანად აფინანსებდა არქეოლოგიურ ექსპედიციას. 1899 წლის 23 მარტს კოლდევეიმ დაიწყო გათხრები თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე.

არქეოლოგიურ გათხრებში 200 ადამიანი მონაწილეობდა. კოლდევეიმ მალე დაიწყო წერა შესანიშნავ აღმოჩენათა შესახებ. მან აღმოაჩინა ბაბილონის უზარმაზარი კედლები, რომლებიც ისეთი განიერი იყო, რომ ოთხი გვერდიგვერდ შებმული ცხენი თავისუფლად გაივლიდა. ბაბილონი ძალიან დიდი აღმოჩნდა, გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე ისტორიაში ცნობილი რომელიმე სხვა ციტადელი. კედლები გამომწვარი აგურებისგან იყო აგებული და არა მზეზე გამხმარი თიხით, რომელიც ადვილად იშლებოდა. აგურებზე ნაბუქოდონოსორის სახელი იყო ამოჭრილი.

რობერტ კოლდევეიმ სადაც კი ნიჩაბი დაარტყა მიწას, ყველგან წააწყდა იმის დადასტურებას, რომ ბიბლიაში აღწერილი სამეფოები და მათი დიდებული მეფეები ნამდვილად არსებობდნენ ახლო აღმოსავლეთში.

იოსებ ფლავიუსის ნათქვამიც დადასტურდა, რომელიც ბაბილონის დაკიდებულ ბაღებს იხსენიებს თავის ნაწერებში. გერმანელებმა ქვის თაღებიც აღმოაჩინეს, რომლებიც ამ ბაღების საყრდენი გახლდათ.

არქეოლოგიურმა ჯგუფმა იშთარის კარიბჭე გერმანიაში გაგზავნა და მოახდინა მისი რეკონსტრუქცია მნახველთა განსაცვიფრებლად. ეს კარიბჭე ბაბილონში შესასვლელი დამცავი ქუჩიდან იყო. კარიბჭეზე გამოსახულია ფრთოსანი ლომების, თეთრი და ყვითელი ხარების, დრაკონების და ოქროსფაფრიანი ლომების გამოსახულებები. ეს კომპოზიცია შედგენილია თიხის ფირფიტების გეომეტრიული, დეკორატიული და ფერადოვანი ნახაზით. მიწის ქვეშ არსებული გზის მეორე მხარეს აღმოჩნდა 12 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლებზეც 120 ქვის რელიეფი იყო. მათზე იყო ბარელიეფი – ლურჯ ფონზე გამოსახული ოქროსფერი ლომები. კოლდევეიმ ბევრი სხვა რამეც გაგზავნა გერმანიაში, მათ შორის სამასი ფირფიტა ლურსმული დამწერლობით.

ამ ფირფიტებით თავიდან არავინ დაინტერესებულა 1933 წლამდე. შემდეგ კი ერნსტ ფრიდრიხ ვაიდნერმა განაცხადა წმინდა წერილის დამადასტურებელი ჩანაწერის შესახებ.

წმინდა წერილის მიხედვით, იუდას მეფე იეჰოიაკინი ტყვედ ჩაიგდეს ბაბილონელებმა, დაახლოებით, ქრ. შობამდე 600 წელს. იერემია ამბობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ბაბილონის მეფემ „განადიდა იეჰოიაკინი და გამოიყვანა იგი საპყრობილიდან. კეთილად ელაპარაკა მას და ტახტი დაუდგა იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც მასთან იყვნენ ბაბილონში. გამოიცვალა იეჰოიაკინმა თავისი საპატიმრო სამოსელი და ჭამდა პურს მეფის წინაშე მუდამ, მთელი სიცოცხლე.“ ამ ფირფიტებზე არსებული დამწერლობა იყო დადასტურება იმ ბიბლიური ტექსტისა, სადაც ჩამოთვლილია ის ყველაფერი, რაც იუდას მეფეს მისცა ბაბილონის მეფემ. ეს დიდებული აღმოჩენა იყო, რადგან მანამდე კრიტიკოსები ბიბლიას ისტორიასთან შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ. კოლდევეიმ გაცილებით უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე უბრალოდ ბაბილონის გათხრა იყო. მან აღმოაჩინა შეუფასებელი თარიღები, რომლებიც დაგვეხმარება ღვთის სიტყვის უკეთ გაგებაში.

წყარო: http://www.christianity.com/

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan