რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი – 27 მარტი, 1329 წელი

172

ამ დღეს, 1329 წლის 27 მარტს, პაპმა იოანე XXII-მ დაგმო მაისტერ ეკჰარტის სწავლების 17 დებულება, 11 კი საეჭვოდ მიიჩნია. ეკჰარტი მანამდე გარდაიცვალა, სანამ პაპის ბულა საბოლოოდ დამტკიცდებოდა და გამოიცემოდა.

ამ ბრძანებულებამ ხელი ვერ შეუშალა ეკჰარტის მოწაფეებს თავიანთი მასწავლებლის სწავლების გავრცელებაში. მისმა შრომებმა დიდი გავლენა იქონია შემდგომ მოღვაწე გერმანელ მისტიკოსებზე, რომელთა შორისაც იყვნენ: იოჰანეს ნიდერი, იოჰანეს ტაულერი და ნიკოლოზ კუზანელი. მართლაც, ეკჰარტი იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა გერმანიის ქრისტიანობაზე ლუთერისა და რეფორმაციის წინა პერიოდში.

ეკჰარტის სწავლებათა დიდი ნაწილი მართლაც შესანიშნავი იყო. მაგალითად, ის ასწავლიდა, რომ გარეგნული საქმეები, როგორებიცაა, პილიგრიმობა და მარხვის შენახვა, უსარგებლო იყო, თუკი სული არ იქნებოდა სათანადო მდგომარეობაში. ის ხალხს აფრთხილებდა ცოდვის საფრთხის შესახებ:

„ღმერთია სიცოცხლე სულისათვის, ხოლო სასიკვდილო ცოდვა განაშორებს ადამიანს ღვთისაგან, მაშასადამე, ცოდვა სიკვდილია სულისათვის. სასიკვდილო ცოდვა გულს აფორიაქებს და ამწუხრებს, რადგან ნებისმიერი რამ იქ არის არის მოსვენებულად, სადაც მისი ადგილია, ხოლო სულის ადგილი მხოლოდ ღმერთშია და სხვაგან არსად. სასიკვდილო ცოდვა ძალას ასუსტებს, რადგან საკუთარი ძალისხმევით არავის ძალუძს ცოდვის ტვირთის მოშორება, ან ცოდვის ჩადენისგან თავის შეკავება. ცოდვა საღ აზრს აბნელებს, რადგან ვერ ხვდება ადამიანი, რა ხანმოკლეა ამქვეყნად გატარებული დრო სიამესა და ავხორცობაში და რაოდენ ხანგრძლივია ჯოჯოხეთის ტკივილი ან ზეცის სიხარული. სასიკვდილო ცოდვა მადლის სიკვდილსაც ნიშნავს, რადგან ამგვარი ცოდვის ჩადენის შემდეგ სული სწყდება მადლს“.

მიუხედავად ამისა, პაპი მართალი იყო, როცა დაგმო ეკჰარტის ზოგიერთი დებულება. დიახ,  ეკჰარტი შეისწავლიდა წმინდა წერილს იმისათვის, რომ ღმერთი უკეთ შეეცნო, რადგან იმედოვნებდა, რომ ეს შეცნობა მოუტანდა სიცოცხლეს მის სულს და ამის გამო ის თავისუფლად სპეკულირებდა და ხშირად ეწინააღმდეგებოდა კიდეც წმინდა წერილს. მაგალითად, ბიბლია გვასწავლის, რომ სიყვარულია უდიდესი, ხოლო ეკჰარტი ამბობდა, რომ მარტოობაა უდიდესი რამ, რადგანაც მარტოობაში მყოფ ადამიანს შეუძლია ღმერთი „აიძულოს“ თავის სულში შემოვიდეს.

მაისტერ ეკჰარტი ამბობდა, რომ ყოველი ქმნილება ღმერთის გამოცხადებაა და ამავდროულად, მისი ნაწილია, ამით ის აბუნდოვანებდა განსხვავება ღმერთსა და მის ქმნილებათა შორის, თუმცაღა, ეკჰარტი არასოდეს უარყოფდა იმას, რომ ადამიანს სჭირდებოდა ეკლესია და წმინდა საიდუმლოებანი.

მაშინ, როცა კიოლნის არქიეპისკოპოსმა დაადანაშაულა იგი, ეკჰარტმა უპასუხა, რომ მზად იყო უარეყო ყოველი მცდარი სწავლება. შედეგად, პაპმა განაცხადა, რომ ეკჰარტი ეკლესიასთან შერიგებული გარდაიცვალა.

წყარო: http://www.christianity.com

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan