სანამ ტიტანიკი იძირებოდა, ჯონ ჰარპერი სახარებას ქადაგებდა

127

აპრილის მოწმენდილი ღამის ცა მბრწყინავი ვარსკვლავებით იყო სავსე. ამ დროს მსოფლიოს უდიდესი და ულამაზესი გემი ატლანტიკის ოკეანეში მიცურავდა. ბევრ მგზავრს უკვე ეძინა, ზოგი კი დროს ატარებდა და ტკბებოდა ტიტანიკის მდიდრული გარემოთი. არავინ შეშფოთებულა ოდნავი ბიძგით, რომელიც 11 საათსა და 15 წუთზე იყო საგრძნობი.

ტიტანიკი სრული სვლით მიდიოდა წინ და უცბად დიდ აისბერგს შეეჯახა, რომელმაც გვერდი შეუმტვრია გემს. ამ ამბიდან თხუთმეტ წუთში კაპიტანმა გააცნობიერა მდგომარეობის საშიშროება და დახმარება ითხოვა. მეზღვაურებმა მაშველი ნავები მოამზადეს და ქალებს და ბავშვებს უთხრეს, რომ პირველად ისინი ჩამსხდარიყვნენ. გემის ბორტზე 12 ახალდაქორწინებული წყვილი იმყოფებოდა, რომლებიც თაფლობის თვეს ატარებდნენ იქ. მათგან ყველა პატარძალი გადარჩა, საქმროებიდან კი – მხოლოდ რამდენიმე.

კაპიტანმა ბრძანა, რომ ორკესტრს დაეკრა, რათა მხნეობა შემატებოდათ გემზე მყოფთ. ორკესტრმა თავიდან მხიარული მუსიკით დაიწყო, მაგრამ მალე სასულიერო საგალობლების შესრულებაზე გადავიდა.

უზარმაზარ ლაინერზე მხოლოდ 20 სამაშველო ნავი იყო, რაც მგზავრების 1/3-ს ძლივს ეყოფოდა. ოთხმოცდახუთივე ინჟინერი განაგრძობდა მუშაობას, რათა გემი რაც შიძლება დიდხანს გაჩერებულიყო წყლის ზედაპირზე. საბოლოოდ, ბევრი მგზავრი დაიჩოქა და ლოცულობდა მანამ, სანამ წყალი დაფარავდა მათ.

ამ აურზაურსა და სიკვდილის შიშით შეპყრობილ ადამიანებს შორის ორკესტრი განაგრძობდა დაკვრას. ნავში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა გაიგონა, როგორ უკრავდნენ ისინი საგალობელს: „უფრო ახლოს ვარ, ღმერთო, შენთან“.

გემზე მყოფთაგან ერთ-ერთი გახლდათ მახარებელი ჯონ ჰარპერი, რომელმაც თავისი 6 წლის გოგონა სამაშველო ნავში ჩასვა, თავად კი გემზე დარჩენილ მგზავრებს მიაშურა, რათა მათი სულების გადარჩენისათვის ეზრუნა. მაშინ, როცა იძულებული გახდა, ყინულიან წყალში გადამხტარიყო, ჯონი ფიცრის ნატეხს მოეჭიდა და სანამ დაიხრჩობოდა, კიდევ ერთ ადამიანს აუწყა იესო ქრისტეს შესახებ. ჰკითხა: „შენი სული დახსნილია?“ მგზავრმა მიუგო: „არა“. ჯონმა დაუძახა შორიდან: „ირწმუნე უფალი იესო ქრისტე და შენი სული დახსნილი იქნება.“

ტიტანიკი 1912 წლის 15 აპრილს, დილით ჩაიძირა. ჯონ ჰარპერი ერთ-ერთი იყო 1522 დაღუპულს შორის. ორკესტრის წევრებიც არ გადარჩენილან. ბოლო საგალობელი, რომელიც მათ შეასრულეს, გახლდათ „შემოდგომა“, რომელიც ამ ლოცვით სრულდებოდა:

„მღელვარე ტალღებზე გამაჩერე,
თვალები მინდა მივაპყრო ცას…
უფალო, მსხვერპლად შეწირულო,
სიყვარული და მშვიდობა ხარ.“

წყარო

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort