სეპტუაგინტას მემკვიდრეობა

100

იმისთვის, რომ გავიგოთ ბიბლია, უნდა გვესმოდეს მისი 2000-წლიანი მემკვიდრეობის მნიშვნელობა. როდესაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნის ბოლოს ალექსანდრე დიდმა სპარსეთის იმპერია დაიპყრო, იერუსალიმი ბერძნულენოვანი სამყაროს მმართველობის ქვეშ მოექცა. ენა და კულტურა საუკუნეების განმავლობაში ვრცელდებოდა ამ ტერიტორიაზე.

ლეგენდის მიხედვით, ალექსანდრეს ერთ-ერთი გენერლის ვაჟმა და ეგვიპტის მმართველმა თავი მიუძღვნა ალექსანდრიის ცნობილ ბიბლიოთეკაში მსოფლიოს სხვადასხვა წიგნის თავმოყრას. მას შემდეგ, რაც ეგვიპტის მმართველმა რჩევა მიიღო, რომ უკეთესი იქნებოდა, ებრაელთა სამართლის წიგნი გადაწერილიყო და ადგილი დაემსახურებინა მის ბიბლიოთეკაში, ებრაული გრაგნილები გაგზავნეს იერუსალიმიდან ალექსანდრიაში. სამოცდათორმეტმა სწავლულმა ბერძნულ თარგმანზე მუშაობა სულ რაღაც სამოცდათორმეტ დღეში დაასრულა; ამიტომ, ბერძნულად „სეპტუაგინტა”, ანუ “70“ გახდა ებრაული ტექსტის ბერძნული ვერსიის აღმნიშვნელი ტერმინი.

ჩატვირთვა...