უილიამ ტინდეილი – ადამიანი, რომელიც კოცონზე დაწვეს ბიბლიის ინგლისურად თარგმნის გამო

134

უილიამ ტინდეილის ცხოვრება გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე რომელიმე ნოველისტს ძალუძს, გადმოსცეს ან აღწეროს.

იგი იმპერიული მმართველობის პერიოდში საუკეთესო მეგობრის ღალატის შედეგად დააკავეს, როგორც ერეტიკოსი, ერთი წლის განმავლობაში კი იმყოფებოდა ციხეში ბრიუსელის მახლობლად.

1536 წელს უილიამი ცნეს ერეტიკოსად და გაასამართლეს სახელმწიფო ღალატისთვის. მას მიუსაჯეს ჩამოხრჩობა და ცეცხლზე დაწვა. ამის მიზეზად კი მის მიერ ბიბლიის ინგლისურ ენაზე თარგმნა სახელდება.

1526 წელს ტინდეილმა გამოაქვეყნა ახალი აღთქმის პირველი გამოცემა. მან წარმატებით დაასრულა ხუთწიგნეულის თარგმნა. მანამ, სანამ 1536 წელს დააკავებდნენ და სიკვდილს მიუსჯიდნენ, მოასწრო იონას და სხვა წიგნების თარგმნა ძველი აღთქმიდან. უილიამ ტინდეილის ნათარგმნების ბეჭდური მასალა, მათ შორის, 1536 წლის გამოცემა, ვაშინგტონში, ბიბლიის მუზეუმშია დაცული.

ჩატვირთვა...