ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების ენაზე

119

ნავაჰოს ინდიელებმა ფაიე ეჯერტონს ასე დაარქვეს: „ის, ვისაც ესმის“. მიზეზი მარტივი იყო: ფაიემ თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა მათთან ერთად, ისწავლა მათი ენა და ახალი აღთქმა თარგმნა ამ ენაზე.

ფაიე ეჯერტონი დაიბადა 1889 წლის 26 მარტს. გოგონამ წარმატებით დაამთავრა სკოლა და შესანიშნავი მუსიკოსიც დადგა. ის სიყმაწვილიდანვე ეძიებდა ღმერთს და საეკლესიო საქმიანობაშიც კი იყო ჩართული, თუმცა არ იცოდა, რას ნიშნავდა უფლის მყოფობა თავის ცხოვრებაში. ფაიე ქუნთრუშით გახდა ავად და ამ ავადმყოფობამ ლამის იმსხვერპლა იგი. ის რამდენიმე დღით დაყრუვდა და როცა სმენა დაუბრუნდა, ღმერთი განადიდა და იმ დღიდან ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდა.

შესაძლებლობის გამოჩენისთანავე ფაიემ მუდის ბიბლიური ინსტიტუტი დაამთავრა და მისიონერი გახდა. წყნარ ოკეანეში ხანგრძლივი მოგზაურობისას მან კორეული ენა ისწავლა, მაგრამ კორეაში ძალიან გაუჭირდა. სიცივე ვერ უძლებდა და პირველ წელს ნერვული კრიზისი დაემართა, მაგრამ ამით მორჩილება ისწავლა. საბოლოოდ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო.

მამის გარდაცვალების შემდეგ ფაიე არიზონაში გაემგზავრა მისიონერად და იმედოვნებდა, რომ იქ ჰავა უფრო რბილი აღმოჩნდებოდა მისი ჯანმრთელობისათვის. იქ მან შეიტყო, რომ ნავაჰოს ხალხს ბიბლია სჭირდებოდა თავის ენაზე. ფაიემ ენის შესწავლის კურსები გაიარა და დარწმუნდა, რომ ღმერთი მისგან სწორედ ამ საქმის შესრულება მოელოდა, თუმცა საჭირო დროის გამონახვა შეუძლებელი ჩანდა. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა დაეტოვებინა პრესვიტერიანული მისია და უიკლიფის ბიბლიის მთარგმნელებს შეერთებოდა.

დიდი დრო იყო საჭირო იმისათვის, რომ ახალი აღთქმა ნავაჰოს ინდიელთა ენაზე თარგმნილიყო. ფაიეს რამდენიმე მოხალისე დამხმარე ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი იყო როჯერი, რომელმაც საკუთარი ენა ჰოსპიტალში ყოფნის დროს, ინგლისურ-ნავაჰური სასაუბროს მეშვეობით შეისწავლა.

თარგმნის პროცესის დასრულებისას ფაიეს ძალა აღარ ჰყოფნიდა. მას ავტომობილი დაეჯახა და საკმაოდ დიდ მანძილზე ათრია, თუმცა ფაიე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მცირეოდენი დაზიანებებით. 1954 წელს მან დაასრულა თარგმანი და ამერიკის ბიბლიურ საზოგადოებას გაუგზავნა დასაბეჭდად. თარგმანმა 1956 წელს იხილა დღის სინათლე. ნავაჰოს ენაზე თარგმნილი ახალი აღთქმა მაშინვე ბესტსელერად იქცა ნავაჰოს ტომში. ამან ნავაჰოს ინდიელებს საკუთარი ენის სწავლისკენ უბიძგა. ფაიემ კი, რომელიც იმ დროისათვის უკვე სამოცს გადაცილებული გახლდათ, თავის დამხმარესთან ერთად აპაჩების ენის შესწავლა დაიწყო და ცხრა წლის შემდეგ აპაჩების ენაზეც გამოიცა ახალი აღთქმა. ფაიეს სიკვდილამდე არ შეუწყვეტია ახალ თარგმანებზე მუშაობა. ის 1968 წელს გარდაიცვალა.

წყარო: http://www.christianity.com/

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan