ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ – 31 მარტი, 1492 წელი

309

1492 წელი კოლუმბსა და მის აღმოჩენას ახსენებს ყველას, მაგრამ ეს წელი, სხვა, ტრაგიკული მოვლენითაც არის გამორჩეული.

ამ დროს ესპანეთი, რომელსაც მართავდნენ ფერდინანდი და იზაბელა (ისაბელ I კასტილიელი), პირველად გამოვიდა რომაულ-კათოლიკური რწმენის თავგამოდებულ დამცველად. ამ ორი მმართველის ქორწინებამ გააერთიანა კასტილია და არაგონი, თუმცა იზაბელა თავის ძალაუფლებას ქმარს არ გადასცემდა თავისი სიცოცხლის განმავლობაში. გრანადაში ფერდინანდმა და იზაბელამ დაამარცხეს მუსლიმანი მავრები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდნენ ესპანეთს. დიდი ინკვიზიტორის ტორკვემადას მიერ წაქეზებულმა ესპანეთის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთი მიწა არაქრისტიანებისა და ერეტიკოსებისაგან გაეწმინდათ იმისათვის, რომ აღმოფხვრილიყო წარმართული გავლენა და ქრისტიანული რწმენა უფრო მეტად განმტკიცებულიყო.

ინკვიზიციის ცეცხლი უკვე 12 წელია მძვინვარებდა ესპანეთში. ინკვიზიციის მთავარი მიზანი ებრაელებსა და მუსლიმებთან გამკლავება როდი იყო. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქრისტიანობას აღიარებდა, ხოლო შემდეგ თავის წინაპართა რწმენას უბრუნდებოდა, ასამართლებდნენ და სჯიდნენ. რვა წლის განმავლობაში მხოლოდ სევილიის ტრიბუნალმა 700 ადამიანი დასაჯა სიკვდილით, ხოლო ხუთი ათასს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

რა ვთქვათ ებრაელებზე, რომლებიც ქრისტიანობას საერთოდ არ აღიარებდნენ? ფერდინანდსა და იზაბელას მათთან დაკავშირებითაც ჰქონდათ გეგმა. 1492 წლის 31 მარტს გრანადაში მმართველებმა ხელი მოაწერეს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ყველა ებრაელი, რომელიც არ მოინათლებოდა, გაძევებული იქნებოდა არაგონიდან და სევილიიდან.

მონარქებმა ებრაელებს 31 ივლისამდე მისცეს დრო იმისათვის, რომ გაეყიდათ საკუთარი ქონება და ქვეყანა დაეტოვებინათ. მათ აუკრძალეს ვერცხლის ან ოქროს წაღება ესპანეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებას მარტის ბოლოს მოეწერა ხელი, ის სახალხოდ აპრილის ბოლომდე არ გამოცხადებულა. ამრიგად, ებრაელებს მხოლოდ სამი თვე ჰქონდათ იმისათვის, რომ ქონება გაეყიდათ.

„ქრისტიანებმა“ ისარგებლეს ამ სიტუაციით და ებრაელებს სასაცილოდ მცირე თანხებს უხდიდნენ გაყიდული ქონების სანაცვლოდ: ვირი სახლის ნაცვლად, ქსოვილის პატარა ნაჭერი მთელი ვენახის ნაცვლად და ასე შემდეგ.

1492 წლის ივლისში ესპანეთიდან ებრაელთა გამოსვლა დაიწყო. ამავე წლის აგვისტოში კოლუმბიც გაემგზავრა თავის ინდოეთის აღმოსაჩენად, მაგრამ მას არ გამოუყენებია კადიზის ნავსადგური, რადგან უამრავი ებრაელი ელოდებოდა გემების შემოსვლას. ბევრი კასტილიელი ებრაელი პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც მათ საფასურის გადახდა მოუწიათ იმ ქვეყანაში დარჩენის სანაცვლოდ. სხვები კი იტალიაში ან აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე წავიდნენ.

ესპანეთის ეკონომიკა ძალიან დაზარალდა ებრაელთა წასვლით, რადგან ბევრი მათგანი სხვადასხვა საქმის დახელოვნებული ოსტატი იყო. თურქეთის სულთანმა ბაიაზიდმა კეთილგანწყობილად მიიღო ესპანეთიდან წამოსული ებრაელები და თქვა: „როგორ შეგიძლიათ არაგონის მეფე ფერდინანდს ბრძენი მეფე უწოდოთ? მეფეს, რომელმაც გააღატაკა თავისი ქვეყანა და გაამდიდრა ჩვენი?“ სულთანმა ებრაელები დაიქირავა და საბრძოლო იარაღს ამზადებინებდა ევროპის წინააღმდეგ საბრძოლველად.

წყარო: http://www.christianity.com

 

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan