ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი – ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა ამჯობინა

119

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი დაიბადა 1799 წლის 30 მარტს პრუსიის ქალაქ ბრესლაუში (ვროცლავი, პოლონეთი). მამამისი ოქრომჭედელი იყო და ოჯახი მოელოდა, რომ მათი ვაჟიც რაიმე ხელობას ისწავლიდა, მაგრამ ფრიდრიხი იმდენად მოუხერხებელი გახლდათ, რომ გადაწყვიტა სხვა სფეროში ეცადა ბედი.

აშკარა იყო, რომ მას სწავლულის ცხოვრება უნდა აერჩია, რადგან უკვე 16 წლის ასაკში 19 ენას სწავლობდა. შესანიშნავად ლაპარაკობდა ინგლისურად, ბერძნულად, ფრანგულად, არაბულად და იტალიურად.

მიუხედავად ამისა, ბიჭი სკეპტიკოსი იყო და ამტკიცებდა, რომ მისთვის ისლამი უფრო მიმზიდველი იყო ქრისტიანობასთან შედარებით, მაგრამ პირადმა ურთიერთობამ ცნობილ და გავლენიან ღვთისმეტყველებთან, ფრიდრიხ შლაიერმახერთან, აუგუსტ ნეანდერსა და  სხვებთან უბიძგა მას, რომ ევანგელისტი ქრისტიანი გამხდარიყო. მან ნიკოლაი ლუდვიგ ცინცენდორფის (მორავიელთა ეკლესიის ეპისკოპოსი და რეფორმატორი, ღვთისმეტყველი) მოტო თავისად აქცია: „მე მხოლოდ ერთი ძლიერი გატაცება მაქვს და ეს იესოა, მხოლოდ ის.“

ფრიდრიხი ჰალეში დანიშნეს მასწავლებლად. მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა თავისი რაციონალისტი კოლეგებისგან, თუმცა ფრიდრიხის თბილმა ქრისტიანულმა სულმა დასძლია ცივი, ანალიტიკური აზროვნება: მთელი ფაკულტეტი ევანგელისტი ქრისტიანი გახდა.

იმ დროისათვის სკეპტიციზმი და რაციონალიზმი ჭარბობდა გერმანიის უნივერსიტეტებში. წამყვანი გერმანელი ღვთისმეტყველები და მოაზროვნეები კრიტიკის ქარცეცხლში ხვევდნენ წმინდა წერილს. ფრიდრიხიც ვერ ასცდა ამგვარი აზროვნების გავლენას, მაგრამ ის, სხვა ღვთისმტყველთა მსგავსად, ერესში არ გადავარდნილა. ეს იმიტომ, რომ მას ჭეშმარიტად უყვარდა იესო ქრისტე.

ქრისტეს სიყვარულმა ფრიდრიხს შთააგონა, მთავარ მიზნად დაესახა ის, რომ სტუდენტებს დახმარებოდა მხსნელის მიმართ პიროვნული რწმენის შეძენაში. ის სტუდენტებს სადილად ეპატიჟებოდა და შემდეგ დიდხანს სეირნობდა მათთან ერთად. რამდენიმე მათგანი გამოჩენილი ღვთისმტყველიც კი გახდა შემდგომ, მაგალითად, ჩარლზ ჰოჯი, რომელიც მას დიდი პატივისცემით იხსენებდა.

ფრიდრიხმა ბევრი წიგნი დაწერა. ყველაზე ცნობილია მისი კომენტარები იოანეს სახარების შესახებ. ეკლესიის ისტორიკოსი შაფი წერდა: „ის გახლდათ ბრწყინვალე გონების მქონე, მჭევრმეტყველი, ჭკუითა და იუმორით აღსავსე, პოეტური ადამიანი“.

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი გარდაიცვალა ჰალეში, 1877 წელს.

წყარო: http://www.christianity.com/

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan