უინსტონ ჩერჩილი: „შენ მიერ გაკეთებული შენვე დაგიბრუნდება“(ისტორიული ფაქტი)

549

მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთი შოტლანდიელი ფერმერი ბრუნდებოდა სახლში. ჭაობიან მიდამოებზე გაიარა. უეცრად ყვირილი გაიგონა, ვიღაც შველას ითხოვდა. ფერმერი საშველად გაექანა და დაინახა ბიჭუნა, რომელსაც ჭაობი ითრევდა. ბიჭუნა ცდილობდა ჭაობის საშინელი მასიდან ამოსვლას, მაგრამ ყოველი  მოძრაობა უფრო აახლოვებდა სიკვდილთან. ბიჭუნა შიშისა და სასოწარკვეთილებისგან ხმამაღლა ყვიროდა. ფერმერმა სქელი ტოტი მოტეხა, ფრთხილად მიუახლოვდა ბიჭს და გაუწოდა… ბიჭუნამ ამოძრომა მოახერხა. კანკალებდა და ცრემლები ჩამოსდიოდა. დიდხანს ტიროდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ გადარჩა!

– წამოდი ჩემთან სახლში, შესთავაზა ბიჭუნას ფერმერმა. – უნდა დამშვიდდე, გაშრე და გათბე.

– არა, არა, – ბიჭმა თავი გააქნია, – მამა მელოდება. ის ძალიან ნერვიულობს, ალბათ. ბიჭმა მადლიერებით შეხედა თავის გადამრჩენელს და გაიქცა…

დილით, ფერმერმა დაინახა, რომ მის სახლთან მოვიდა მდიდრული ეტლი, რომელშიც დიდებული, ჯიშიანი ცხენები იყვნენ შებმულნი. ეტლიდან მდიდრულად ჩაცმული ჯენტლმენი გადმოვიდა და იკითხა:

– თქვენ გადაარჩინეთ გუშინ ჩემი შვილი?

– დიახ, მე, – უპასუხა ფერმერმა.

– რამდენი გსურთ, რომ გადაგიხადოთ?

– ნუ მაწყენინებთ, ბატონო. თქვენ ჩემი არაფერი გმართებთ, რადგანაც მე ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოქცეულიყო ნორმალური ადამიანი.

– არა, არ შემიძლია ამის ასე დატოვება, რადგან ჩემი ბიჭი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, დაასახელეთ ნებისმიერი თანხა, – დაჟინებით ითხოვდა სტუმარი.

– არაფრის თქმა აღარ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით. ნახვამდის. – ფერმერი გაბრუნდა, რომ წასულიყო. ამ დროს სახლიდან მისი ბიჭუნა გამოვიდა.

– ეს თქვენი შვილია? – ჰკითხა მდიდარმა ბატონმა.

– დიახ, – სიამაყით უპასუხა ფერმერმა და შვილს თავზე ხელი გადაუსვა.

– მოდით, ასე მოვიქცეთ. მე თან წავიყვან თქვენს შვილს ლონდონში და გადავიხდი მისი განათლების საფასურს. თუ ის ისეთივე კეთილშობილია, როგორც მისი მამა, მაშ, არც თქვენ და არც მე არ ვინანებთ ამ გადაწყვეტილებას.

გავიდა რამდენიმე წელი. ფერმერის შვილმა დაამთავრა სკოლა, შემდეგ კი სამედიცინო უნივერსიტეტი და მალე მისი სახელი საქვეყნოდ ცნობილი გახდა, როგორც ადამიანისა, რომელმაც აღმოაჩინა პენიცილინი. მას ერქვა ალექსანდრე ფლემინგი.

ზუსტად ომის წინ, ლონდონის ერთ-ერთ მდიდრულ კლინიკაში ფილტვების ანთების რთული ფორმით მოხვდა სწორედ იმ ჯენტლმენის ვაჟი. რას ფიქრობთ, რამ გადაარჩინა მისი სიცოცხლე ამჯერად? – დიახ, პენიცილინმა, რომელიც ალექსანდრე ფლემინგმა აღმოაჩინა.

იმ მდიდარი ჯენტლმენის სახელი, რომელმაც ალექსანდრეს განათლება მიაღებინა, რენდოლფ ჩერჩილი იყო. მის ვაჟს კი უინსტონ ჩერჩილი ერქვა, რომელიც, მოგვიანებით, ინგლისის პრემიერ-მინისტრი გახდა.

ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა თქვა: „შენ მიერ გაკეთებული შენვე დაგიბრუნდება.“
ankara escort
ankara escort bayan
escort ankara

ჩატვირთვა...

Negatif Haberler