ხალხი რომელთაც გაიმარჯვეს ამ სამყაროზე (წერილი)

100

„როდესაც მე ვუყურებ ამ სამყაროს ჩემი ვენახის ბაღის ხის ტოტების ჩრდილიდან, ის ჩანს ძალიან მხიარული და მშვენიერი. მაგრამ მე რომ შემეძლოს მაღალ მთებზე ასვლა, მათი მწვერვალებიდან, ფართო მდელოებისა და ველებისთვის თვალის მოვლება, შენ კარგად იცი რასაც დავინახავდი: ყაჩაღებს დიდი გზებზე, მეკობრეებს ზღვაში, მებრძოლ ჯარებს და ცეცხლმოკიდებულ ქალაქებს.

ამფითეატრებში მამაკაცები კლავენ ერთმანეთს, იმისათვის რომ პუბლიკას სიხარული მიენიჭოს.

მე დავინახავდი ეგოიზმს, სისასტიკეს, უბედურებებს და სასოწარკვეთილებას, რომლებიც გამეფდნენ და ბატონობენ ადამიანთა სახლებში.

ეს ცუდი სამყაროა, დონატუს, წარმოუდგენლად გახრწნილი და გაფუჭებული მსოფლიო. მაგრამ მის წიაღში მე აღმოვაჩინე მშვიდი და წმინდა ერი, რომელთაც შეიცნეს დიდი საიდუმლო.

ეს ხალხი სძულთ და მათ მწარედ დევნიან, მაგრამ მათ ეს არ ადარდებთ.

ეს ხალხი თავიანთი ცხოვრების ბატონები არიან.

მათ სძლიეს ამ ქყვეყანას, გაიმარჯვეს ამ სამყაროზედ.

ეს ხალხი, დონატუს, ქრისტიანებია, და მეც ვეკუთვნი მათ რიცხვს“…

კიპრიანეს წერილი თავის მეგობარ დონატუსს. 

კიპრიანე იყო ერთ–ერთი ქრისტიანი მოწამე III საუკუნეში.

თარგმნა: თამუნა ბაღდავაძემ

ჩატვირთვა...