beylikdüzü escort ჯონ ლივინგსტონი არ დანებდა შიშს | Jesus.Ge

ჯონ ლივინგსტონი არ დანებდა შიშს

149

პირველ ქადაგებას, რომელიც ჯონ ლივინგსტონმა 1625 წლის 2 იანვარს წარმოთქვა, შოტლანდიაში, კილსითში, რასაკვირველია, მღელვარება ახლდა თან.

მისი ყველაზე ცნობილი ქადაგება ხუთი წლის შემდეგ უნდა წარმოთქმულიყო.

ლივინგსტონი ღვთისმსახურის ოჯახში დაიბადა და ადრეულ ასაკშივე გადაწყვიტა ქრისტეს კვალდაკვალ სიარული. მას დიდ სიხარულს ანიჭებდა ლოცვა და ბიბლიის შესწავლა, თუმცა არ იყო დარწმუნებული თავის გადარჩენაში და შიში იპყრობდა იმაზე ფიქრისას, რომ ის შეიძლება საუკუნოდ მსჯავრდადებულთა რიცხვში აღმოჩენილიყო.

მას სურდა ექიმი გამხდარიყო, მაგრამ მამა შეეწინააღმდეგა ამ იდეას. ჯონმა საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ღვთისმსახური გამხდარიყო და დაიწყო სწავლა გლაზგოს უნივერსიტეტში. ის წელი, როდესაც მან ქადაგება დაიწყო მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან ჩარლზ  I ავიდა სამეფო ტახტზე.

ჩარლზი დევნიდა და ავიწროებდა იმ შოტლანდიელებს, რომლებიც არ იზიარებდნენ იმ აზრს, თითქოსდა, მეფე ეკლესიის თავი იყო. ლივინგსტონიც დევნილთა შორის იყო. ის იძულებული გახდა ირლანდიაში გაეგრძელებინა მსახურება, რადგანაც შოტლანდიელი ეპისკოპოსები მას მტრად მიიჩნევდნენ და არ აძლევდნენ მსახურების შესაძლებლობას. მიუხედავას ამისა, დროდადრო, მისი მეგობარი ეპისკოპოსები კათედრას უთმობდნენ  საქადაგებლად. ლივინგსტონი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ქრისტეა ეკლესიის მეფე და უფალი.

თავისი ყველაზე ცნობილი ქადაგება მან ზიარების ორშაბათს კირკის ეკლესიაში წარმოთქვა. მსახურების დაწყებამდე ისე ღელავდა, რომ გაქცევა და დამალვა სურდა. მეგობრებმა ილოცეს მისთვის და მანაც სძლია შიშს. დარჩა, რომ ექადაგა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე. ღმერთმა ისეთი ძალა შესძინა მის სიტყვებს,  რომ, დაახლოებით, ხუთასმა ადამიანმა მოინანია იმ დღეს.

ინგლისის სამოქალაქო ომის დროს ლივინგსტონმა კრომველისა და პურიტანების მხარე დაიჭირა როიალისტების პარტიის წინააღმდეგ და როდესაც სტიუარტების დინასტია ჩარლზ I-ის ძემ ჩარლზ II-მ აღადგინა, ლივინგსტონმა უარი განაცხადა ერთგულების ფიცის დადებაზე და ამის გამო გადაასახლეს. იგი ნიდერლანდებში დასახლდა და როტერდამში გარდაიცვალა  78 წლის ასაკში.

წყარო:https://www.christianhistoryinstitute.org

ჩატვირთვა...
escort mersin
mersin bayan escort
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
sisli escort
beylikduzu escort
kartal escort
antalya escort
bodrum escort
gebze escort
alanya escort
bursa escort
mеrsin еscоrt
samsun escort
kayseri escort
kоnya еscоrt
gaziantep escort
adana escort
izmir escort
еskisеhir еscоt
izmit escort
kocaeli escort
kusadasi escort
ankara escort
istanbul escort
pendik escort