ჯორჯ უაითფილდის ობოლთა თავშესაფარი – 25 მარტი, 1740 წელი

120

 25 წლის ასაკში, მახარებელმა ჯორჯ უაითფილდმა განიზარახა ობოლთა თავშესაფრის გახსნა ჯორჯიის ახლად დაარსებულ კოლონიაში. მან ამ თავშესაფარს „ბეთ-ხაზდა“ უწოდა, რაც „წყალობის სახლს“ ნიშნავს. მან ეს სახელი იმიტომ უწოდა ამ თავშესაფარს, რომ იმედოვნებდა, ბევრი მოწყალე საქმე გაკეთდებოდა ობოლთა სახლის მეშვეობით. თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო 1740 წლის 25 მარტს. მთავარი შენობა ორსართულიანი უნდა ყოფილიყო, ოცი ოთახით. ორი მომცრო შენობა კი თავშესაფრის უკან უნდა მდგარიყო, სადაც განთავსებული იქნებოდა ლაზარეთი და გამოსასწორებელი სახლი.

უაითფილდს უნდოდა, რომ ამ თავშესაფარში ბავშვებს სახარების ძლიერი გავლენა განეცადათ და მკაცრი დისციპლინა ესწავლათ. ყმაწვილებს უნდა ესწავლათ სხვადასხვა ხელობა იმისათვის, რომ ზრდასრულობის ასაკის მიღწევის შემდეგ, თავად ეშრომათ ლუკმაპურისთვის. შედარებით პატარა ბავშვები მატყლის გაჩეჩვას და დართვას სწავლობდნენ, უფრო მოზრდილები კი მექანიკას და მეურნეობას. უაითფილდი იმედოვნებდა, რომ ობოლთა თავშესაფარი საბოლოოდ უნივერსიტეტის დაარსების საფუძველი გახდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები თავად შოულობდნენ საკვებს საკუთარი შრომით, თავშესაფრის შენახვა მაინც ძალიან ძვირი აღმოჩნდა. ეს მძიმე ტვირთად დააწვა უაითფილდს და ამის გამო ვალებიც დაედო. ბენჯამინ ფრანკლინმა თქვა, რომ მუშახელისა და მასალების სიმწირის გამო უმჯობესი იქნებოდა ეს თავშესაფარი ფილადელფიაში აეშენებინათ და ამიტომაც სწორედ იქ გადაიყვანა ბავშვები. უაითფილდმა კი მაინც ერთგულება გამოიჩინა მათ მიმართ, ვინც საკუთარი ფული შესწირა ჯორჯიაში ობოლთა სახლის აშენებას.

სიკვდილის წინ უაითფილდმა ობოლთა თავშესაფარი ლედი ჰანდინგტონს უანდერძა, ინგლისელ ქველმოქმედ ქალბატონს. სთხოვა, რომ გაეგრძელებინა თავშესაფრის პრინციპების დაცვა და კოლეჯი დაეარსებინა. თუმცაღა, თითქმის 5 000 კმ-ის დაშორებით მცხოვრებმა ქალბატონმა ჰანდინგტონმა ვერ შეძლო თავშესაფრისთვის მეთვალყურეობის გაწევა და საჭირო სამუშაოთა ჩატარება და ეს საქმე დავიწყებას მიეცა.

1773 წელს ხანძარმა გაანადგურა თავშესაფარი. გარკვეული ხნის შემდეგ, იმავე ადგილზე აშენდა ახალი შენობა, „ბეთ-ხაზდას სახლი ბიჭებისათვის“, რომელიც დღემდე განაგრძობს არსებობას და რომელსაც ახლა „ბეთ-ხაზდას აკადემია“ ეწოდება.

წყარო: http://www.christianity.com

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan